ანალიტიკა

რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი რთულდება. საქართველოსთვის იაფი იმპორტის ალტერნატიული ბაზარი ჯერ არ ჩანს. Europetime-თან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ამბობს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა ივნისიდან საკვებ ზეთზე ფასი კიდევ გაიზრდება.  „რუსეთი არასტაბილური პარტნიორია, რადგან იგივე პანდემიის პერიოდშიც ზეთის ექსპორტზე ფიქსირებული გადასახადი გაზარდა და მაშინაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთის შემოტანაზე ექსპორტის გადასახადი $525 ხდება. მაისში ამ გადასახადმა ტონაზე $372,2 შეადგინა აპრილში კი $313. ეს კი საბაზრო ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. დიდი ალბათობით, ივნისიდან იპმორტირებული 1 ლიტრი ზეთი 11-12 ლარი ეღირება“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი დაიხურა. უკრაინიდან ზეთის იმპორტი თებერვლიდან შეწყდა. ამ დრომდე რუსეთი პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან მზესუმზირის ზეთის შესაძენად სულ $3,8 მილიონი გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში $2.5 მილიონის ღირებულების 1 709 ტონა მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა 475.2 ტონა შეადგინა, რაშიც იმპორტიორებმა $850.4 ათასი გადაიხადეს. რაც შეეხება უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი $416.1 ათასად შეიძინა. ეს მაჩვენებლები 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის პირველ კვარტალში მცირე მოცულობებით საქართველოში მზესუმზირის ზეთი გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან შემოვიდა. „რუსეთიდან რთულდება და ძვირდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრებზე გასვლა კი არ არის ადვილი“, - ამბობს Europetime-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის „ჩირინას“ ხელმძღვანელი რეზო ვაშაკიძე. მისი, თქმით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზესუმზირის ზეთი უკრაინიდან, მელიტოპოლის ქარხნიდან შემოჰქონდა, ახლა კი იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. „ივნისიდან მზესუმზირის ზეთი საშუალოდ კიდევ 20-30%-ით გაძვირდება“, - ამბობს ვაშაკიძე. ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს დისტრიბუროტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა არ მალავს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. „რთული პროცედურებია და დროშია გაწელილი. აზერბაიჯანიდან მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობა შემოდის, რაც ბაზარს აბალანსებდა. ძირითადად ალტერნატივად არგენტინა განიხილება“. კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბრაზილიას განიხილავს. „აქ პრობლემა ლოჯისტიკაა. მანძილი დიდია და ბუნებრივია ზეთზე ფასი გაიზრდება“. მზესუმზირის ზეთის იმპორტიორების ნაწილი, ბაზარზე შექმნილ ვითარებას პესიმისტურად უყურებს. ზოგიერთი უკრაინის ჩაკეტვის შემდეგ, ბაზრის ამ სეგმენტიდან საერთოდ გავიდა. „უკრაინიდან შემოგვქონდა მზესუმზირის ზეთი და ომის გამო გაჩერებული ვართ. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ამ მიმართულებით არ წავედით, რადგან არასტაბილური პარტნიორია“, - აცხადებენ სადისტრიბუციო კომპანია L ჯორჯიაში. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი მზესუმზირითი ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცახდებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. მაისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, მაისის მონაცემებით ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 7,5-ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა, რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო ნაწარმის წილი 6,77% -ია. ამასთან აპრილში ზეთი და ცხიმი კიდევ 20,8%-ით გაძვირდა. რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება? სად არის პრობლემა? Europetime ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და პუბლიკაციებს მოამზადებს.

NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან საუბრობს. NATO-ს ოფიციალური წამომადგენელი ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს, აღნიშნავს NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან. „ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“, - ამბობს NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 27 აპრილს მოუსმენენ. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, რომელსაც მანამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ამავე თემაზე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO ექსკლუზივი: კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები  

ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO

NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს Europetime-თან აჯამებს. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ აპატურაის ბოლო ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია და რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მტკიცეა და ურყევია. „ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული პარტნიორობა ეფუძნება ძალიან მყარ გზას და NATO დიდად აფასებს საქართველოს მრავალწლიან წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე, NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ იმ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე არიან, მათ შორის არის საქართველო, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინა. საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე შეგვიძლია, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა ელჩებსაც. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინეს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან  

ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

Europetime იწყებს ახალ რუბრიკას, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან: რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ET: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის სრული ენერგოემბარგო. როგორ ფიქრობთ რამდენად ერთიანი იქნება ევროპა ამ გადაწყვეტილების მიღებისას? ქვანახშირის ემბარგო არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციებიც დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების $643 მილიარდიდან, [რაც რუსეთმა დიდწილად დააგროვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან], $300 მილიარდზე მეტი ევროკავშირმა გაყინა. ასევე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და კვლავაც გადის ამ ბაზრიდან. რუსეთის ფედერაციიდან სოლიდური კაპიტალი გაედინება. მაგრამ ახლაც, მის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგება. მსოფლიო ფასზეა დამოკიდებული, თუმცა რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად იღებდა $800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე შემოსავალს. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ის  ფორმირება ხდებოდა ნავთობის ექსპორტისა და გაზის გაყიდვის შედეგად. ET: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ გადაეწყო ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე? მაშინ ვერ აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს? ნავთობის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის აღტკინებასა და რუსეთის ამბიციების ზრდას. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $30-ს შეადგენდა და 2008 წელს საქართველში შემოჭრამდე ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე შეადგინა $147.   რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რუსეთმა 2021 წელს განახორციელა თითქმის 170 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამიტომაც, მთავარი დარტყმა რუსეთს ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ. ET: შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40%. ამ ფონზე რამდენად რეალურია „გაზპრომისგან“ სწრაფად თავის დაღწევა? ევროკავშირს რამდენიმე წელი დასჭირდება რუსეთის ბუნებრივი აირისგან სრულად განთავისუფლებისთვის. დაახლოებით 3-დან 5-წლამდე, ამ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებაზე მაქვს საუბარი. შემცირება ახლაც მიმდინარეობს. იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალჟირთან. ეს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნის 20% აკმაყოფილებდა ბუნებრივ აირზე. იტალია ზრდის იმპორტს ამ ქვეყნიდან. მანამდე, რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. გერმანია დაახლოებით 54% პროცენტით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ახლა, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას ყატართან და არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ასევე განიხილება, ევროკავშირის ბაზარზე აშშ-დან განხორციელდეს ფიქლური გაზის ექსპორტი. საუბარია 15 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც არაა საკმარისი, რადგან ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს 500 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ფიქლური გაზის მოპოვება უფრო რთულია და ძვირია, რადგან სიღრმეში მდებარეობს და სიღრმისეული ბურღვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აშშ-სთან ერთად ასევე შესაძლებელია ირანთან მოლაპარაკება, „ბირთვულ შეთანხმებაში“ გამჭვირვალეობის ფონზე, ირანს შეუძლია, განახორციელოს ევროკავშირში გაზის ექსპორტი. ვფიქრობ, ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ET: ევროკავშირი ენერგორესურსების მომწოდებლებს ეძებს. მოსალოდნელია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირება. ამ პროცესში რა როლი აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას? რეალურად, რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ?  აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს როლი... აზერბაიჯანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, აზერბაიჯანმა ეს ნედლეული გაატაროს საქართველოში მოქმედი ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით და შემდგომ, ეს რესურსი თურქეთიდან მიიღოს ევროპამ. საქართველომ კი, გაზის გატარებისთვის მიიღოს დამატებითი სატრანზიტო შემოსავალი. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია აცხადებს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ეს განცხადება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო ადვილია. რუსული ნავთობის ჩანაცვლება შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება გაზსადენებით, რუსეთიდან ევროკავშირში. მაგრამ ნავთობს რაც შეეხება, ტანკერები როცა იტვირთება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, არავინ იცის, წინასწარ რა მიმართულებით გადაადგილდება. ნავთობით მოვაჭრე, შემსყიდველის ბრძანებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივია. საპარსეთის ყურიდან შესაძლებელია ნავთობის მიღება. ერთი ბარელის მოპოვების თვითღირებულება $3 -ია. ყაზახეთი აპირებს, 2 მილიონი ტონა ნავთობი გაატაროს საქართველოს გავლით. დამატებით მიაწოდოს რესურსი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. მანამდე, ისინი რუსეთის ფედერაციის გავლით აწვდიდნენ ევროპას ნავთობს. ვგულისხმობ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ მილსადენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახები ნავთობის გადასაზიდად ეძებენ ალტერნატივას და ასეთი ალტერნატივა საქართველოა. შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და ასევე  ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება „საქართველოს რკინიგზით“ ბათუმის ნავსადგურში და შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გატანა. ET: ნავთობის რესურსი გასაგებია, მაგრამ ალჟირის, ეგვიპტისა და კონგოს გარდა [იტალიამ ამ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება],კიდევ რა ალტერნატიული წყარობია რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად? რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია და ამას წლები დასჭირდება. ეს პროცესი დაჩქარება მაშინ, თუ დასავლეთი დათანხმდება, რომ ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე შესაძლებელია შეთანხმება ჩინეთთან, სადაც სხვადასხვა მონაცემით, არსებობს ფიქლის გაზის მარაგები. სავარაუდო რეზერვია 300 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ ჩინეთი გახდა გაზის მთავარი მიმწოდებელი, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქ მთავარია აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება. თუმცა ჩინეთი გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, რადგან არ უქმნის საფრთხეს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ET: საქართველოს თუ აქვს რესურსი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად? ბოლო სამი წელია „გაზპრომისგან“ საქართველომ უფრო მეტი გაზი იყიდა. დიახ, რუსული გაზი დღეს საქართველოს მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს. საქართველოს შეუძლია, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან და უარი თქვას რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე. ახალა არაა 2006 წელის მსგავსი ვითარება, როცა მხოლოდ რუსულ ბუნებრივ აირზე ვიყავით დამოკიდებული. ET: და ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ახლა? რა დოზითაა ამ ომში ენერგოინტერესები და გეოპოლიტიკა? აქ რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია, გამოვყოთ. ენერგორესურსები არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ფაქტორი. აქ უფრო დიდი ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკას. ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ,  განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოახერებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რუსეთი იქნება ანგარიშგასაწევი ევრაზიული ძალა. თუ რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ის იქნება რიგითი სახელმწიფო. მან ეს ახსნა იმით, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და რუსეთს შორის და მის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზსადენები და ნავთობსადენები, რაც აკავშირებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებს. უკრაინაზე კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების განმტკიცებას. ამ ომის მიზეზების კვლევისას მეორე ფაქტორია ის, რომ უკრაინას მართავს პუტინისთვის მიუღებელი პროდასავლური ხელისუფლება. რუსეთს სურდა კიევის აღება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. უკრაინას დარჩებოდა ნომინალური დამოუკიდებლობა და ის იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რუსეთში ისევ მიაჩნიათ, რომ უკრაინელები მათი მონათესავე ხალხია. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას შესაძლოა, დათმოს სხვა რესპუბლიკები, მაგრამ არა ბელორუსი და უკრაინა. ეს ქვეყნები უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ET: 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანდა, რომ გარკვეულწილად ჰქონდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი... კრემლი მიიჩნევდა, რომ რადგან 2014 წელს დაიკავა ყირიმი, უკრაინაში მოსახლეობა მხარს დაუჭერდა. ამასთან რუსეთს სურდა, რომ ვიდრე ევროპა და ამერიკა განიმტკიცებდა თავის პოზიციებს უკრაინაში, თავად გაეკეთებინა ეს. და კიდევ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ ომში მარიუპოლი. რუსეთს სურს, დაიკავოს აზოვი და შავი ზღვა. რამდენჯერმე დაბომბა ოდესა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ დაამყარა კონტროლი. რუსებს სურთ, რომ მთლიანად გააკონტროლონ აზოვისა და შავი ზღვა და სრულად განიმტკიცონ პოზიციები ამ აკვატორიაში.  

გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნავთობსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ტენდენციას ადგილობრივი ბაზარი არ ემორჩილება. საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე მაღალ ფასს ნავთობპროდუქტებზე არსებული „პლაცი“ (საერთაშორისო ფასი) განაპირობებს. „დღეს საერთაშორისო პლაცი მაღალია. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი $1200, რაც შეეხება ბენზინის საერთასორისო ფასს, ესაა $1132“.   მისი თქმით, 2022 წლის მარტი ნავთობპროდუქტებზე პიკური ფასებით ხასიათდებოდა. „თითქმის იდენტურია დღევანდელი ფასები. პრემიერმა პირველად გააკეთა განცხადება 10 აპრილს, როცა ნავთობის ფასი შემცირდა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის განცხადება, რომ სტრატეგიულ მარაგებს ხსნიან და მსოფლიო ბაზარს ყოველდღიუდად 6 თვე დამატებით 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდიან. ამ განცხადებამ ფასები შემცირა. თუმცა შემდგეგ ზრდა ისევ დაიყო“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი. რაც შეეხება იაფად შემოტანილ საწვავს, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასდაკლებული საწვავი რუსეთიდან შემოვიდეს. „არავითარი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არსებობს. საწვავი რუსეთში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო გაიაფდა“. ტერმინ „იაფ საწვავს“ განმარტება სჭირდება, მიიჩნევს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და Europetime-თან აცხადებს, რომ „დღეს იაფია თურქმენული საწვავი, რომელიც საქართველოში ბრენდულ კომპანიებს შემოაქვთ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე მცირე მოთამაშეებზე ყიდიან. არის მაგალითები, როცა იმპორტიორთან პირად გარიგებაში შედის ქვეყანა და პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობს. თუ ადგილი აქვს რომელიმე იმპორტიორ ქვეყანასთან ასეთ შეთანხმებას, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას“.  „ბარელი ნავთობი $140 ღირდა, ახლა ფასი $100-ია. 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 3,50 ლარი, ახლა 3,05 ლარია. ჩვენთან ორი თვეა, საწვავზე ფასი არ იცვლება. ფაქტია, რომ პროცესი ხელოვნურია. თუმცა სასაცილოა, როცა პრემიერი საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შეისწავლას ავალებს იმ უწყებას, რომელმაც დადო დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს პაატა ბაირახტარი.  მისი თქმით, დღეს შედარებით იაფია რუსული საწვავი, რომელიც მსოფლიოსთვის უკარაინაშო ომის ფონზე „ტოქსიკური“ აღმოჩნდა. „დღეს რუსეთისგან საწვავის ყიდვას ყველა ერიდება. უკვე გაიშიფრა სქემები, რომ რუსული გემები თიშავენ ნავიგაციას, და არ უთიეთებენ, რომელ პორტში შედიან. არ ხდება გასაჯაროება შემდგომი სანქციების შიშით. რა იგულისხმა პრემიერმა „იაფიან საწვავში“ ჩემთვის გაუგებარია. გარიგება ხდება რამდენიმე ბირჟაზე და მერე აწვდიან ნავთობპროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანას“.   საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ბრენდირებული ნავთობგასამართი სადგირების მფლობელ 5 მსხვილ მოთამაშესთან (ვისოლი, გალფი, ლუკოილი, რომპეტროლი, სოკარი) ერთად, წვრილი კომპანიებოც ინაწილებენ. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. რა ხდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის პიკურ ფასებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ მოახდინა გავლენა. ჯო ბაიდენმა ნავთობის მარაგების გახსნისა და მსოფლიო ბაზრისთვის 6 თვე დღეში ერთი მილიონი ბარელის მიწოდების შესახებ, 31 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი $140-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ Brent-ისა WTI-ის ტიპის „შავ ოქროზე“ ფასი 6,7% და 7%-ით შემცირდა. საწვავი კი მსოფლიო ბაზარზე 5,4 %-ით გაიაფდა. ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდა რუსულ ნათობსა და საწვავზე. ევროკავშიროს სანქციების ფონზე 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსულ ნავთობზე ფასი 20%-ით დაეცა და ბარელზე $89 შეადგინა [8 მარტს URAL-ის ფასი $110 ნიშნულზე იყო], როცა Brent-ის მარკის ნავთობი $112 ღირდა. აპრილში რუსული ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ბარელზე $75 შეადგინა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, მოპოვება 17%-ით 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი რუსლი ნავთობის ემბარგოს გეგმავს. სავარაუდოდ, ამის შესახებ სანქციების მე-6 პაკეტიდან გავიგებთ. მანამდე, აშშ-მა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს. რუსულ ნავთობზე სანქციები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა გასულ კვირას ამსტერდამის პორტის მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს. მანამდე რუსული ტანკერის დაცლაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა. რა ხდება ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდის მონაცემებით, 2022 წლის 2 მაისს ბრენდირებულ ქსელებში პრემიუმის ტიპის საწავავზე ფასი 4,10-4,19 ლარამდეა, რეგულარის 3,76 – 3,79 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი 4,35-დან 4,45 ლარამდე მერყეობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან საქართველოში პრემიუმ-კლასის საწვავი 64 თეთრით გაძვირდა, რეგულარი კი 60 თეთრით, დიზელის საწვავზე კი ფასი 85 თეთრით გაიზარდა. რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი 2022 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი: რუმინეთი - 69,4 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 27%. რუსეთი - 53,7 ათასი ტონა - 20,9%;  ბულგარეთი - 53,5 ათასი ტონა - 20,8%; აზერბაიჯანი - 40,4 ათასი ტონა - 15,7%; თურქმენეთი - 30,6 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 5,5 ათასი ტონა - 2,1%; საბერძნეთი - 3 ათასი ტონა - 1,2%; ყაზახეთი - 0,6 ათასი ტონა - 0,2%, სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,2%. როგორ ფორმირდება ფასი რაც შეეხება საწვავის ფასის ფორმირებას საქართველოში, აქ მნიშვნელოვანია გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts). ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. სახელმწიფო აქციზის გადასახა­დი (2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტ­­რზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.) დამატებული ღირებულების გადასა­ხადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. რა ღირს საწვავი რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 აპრილს რეგიონსა და საქართველოში 1 ლიტრს საწვავზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა: საქართველო - $1,317 – 4 ლარი სომხეთი - $ 1,134 – 3,65 ლარი რუსეთი - $0,691 – 2,10 ლარი აზერბაიჯანი - $0,588 – 1,79 ლარი უკრაინა - $1,132 – 3,45 ლარი თურქეთი - $1,293 – 3,94 ლარი თურქმენეთი - $0,428 – 1,30 ლარი ცნობისთვის, 2 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა. „ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს და ამის საფუძველია იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები.   „ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  Europetime შეეცადა, ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანაზე ნავთობიმპორტირებისაგან მიეღო, თუმცა კომპანიებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Europetime-მა დაიწყო ახალ რუბრიკა, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ  მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი.  რატომ არ დაიწყო „ნაბუქოს“ მილსადენის მშენებლობა? რა გახდა მიზეზი და ვინ გამოუტანა ამ პროექტს ,,სასიკვდილო განაჩენი,, ვინ იზარალა და ვინ მოიგო? რას მოუტანს საქართველოს „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება და რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაზის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტის რეანიმირების შესაძლებლობას, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე Europetime-თან განიხილავს. „ნაბუქოს“ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს დასავლეთი, კერძოდ გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობა მიმდინარე ომს უკრაინაში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ როგორმე ესკალაციის კერას ჩააქრობენ და რუსეთთან აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობას გაზის შესყიდვის საკითხში, მაშინ რა თქმა უნდა „ნაბუქოს“ არანაირი შანსი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საკმაოდ ღრმადაა ილუზიებში ჩაფლული ან რუსეთს კორუფციით უფრო ღრმად აქვს შეღწეული დასავლეთის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში“, - ამბობს ბადრიძე. ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია  რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. გიორგი ბადრიძე Europetime-თან ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომელთაც თავის დროზე პროექტს პრაქტიკულად „სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს“. „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლის მიზეზი იყო ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც ასეთ დიდ პროექტებს ხშირად თან ახლავს. ევროკავშირის ქვეყნები, რა ვითარებაშიც არიან დღეს, მათმა ყოყმანმა, ზოგჯერ საეჭვო გარიგებებმა რუსეთთან სხვადასხვა ინტერესის ზემოქმედებამ განაპირობა. შედეგად, მათ განაჩენი გამოუტანეს და პრაქტიკულად მოკლეს „ნაბუქო“, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა „გაზპრომის“ პირისპირ კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ევროკავშირს, ექნებოდა მხარდაჭერა და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული უსაფრთხოება. „ნაბუქო“ ევროპისთვის უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე საქართველოსთვის. ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა ტრანზიტით გაზის უფრო დიდი ნაკადების გატარება, ევროპას კი ეს პროექტი რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა “, - აცხადებს ბადრიძე. შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო). საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის შეფასებით, ეს მონაცემები უკვე საკმარისია, რომ რუსეთმა შეძლოს მანიპულირება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და „პოლონეთს“ გაზის მიწოდება შეუჩერა. „დღეს ევროკავშირი დამოკიდებულია ერთ მომწოდებელზე სრულად, რომელიც დადასტურებული გეოპოლიტიკით მოქმედებს და ღიად აქვს გაცხადებული, რომ გამოიყენებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ნიშნებით. ამ  დამოკიდებულებაში თავის ჩაყენების გამო პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებებს ვინც ამ არჩევანით ევროკავშირი ამ ვითარებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში არა ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე, არამედ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ამისთვის დასავლური ქვეყნების საზოგადოებამ პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს პასუხი უნდა მოსთხოვოს“.  „ნაბუქოს“ ახალ სიცოცხლეზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუმცა ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ზრდის მოწოდებას ტრანსადრიატიკული მილსადენით, მაგრამ წარმადობა ბევრად უფრო დაბალია. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი, " - აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა 2022 წლის მარტში დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და იქვე განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდა ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში, ამისათვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ. „ყველაზე დიდი ალტერნატივა არის მილსადენის გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან, რასაც თეორიულად შესაძლოა დაემატოს თურქმენეთი. ინსფრასტრუქტურულად ეს არაა ძალიან რთული, რადგან თურქმენეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მოიყვანეთ ჩემამდე მილი და მე ნედლეულს მოგყიდით. ვფიქრობ, თურქმენეთის საკითხი ძალიან აქტიურად უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაგრამ არ მსმენია რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგმულიყოს“, - აცხადებს ბადრიძე. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივას სხვა მიმართულებით ეძებენ. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება დიდწილად გერმანიასა და ავსტრიაზე იქნება დამოკიდებული.  „ამ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია გერმანიაზე და მეტ წილად ავსტრიაზე, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან და მეორე მხრივ იმ ქვეყნებზე, რომელთაც აქვთ ინფრასტრუქტურული კავშირი „ნაბუკოს“ პროექტთან. აქ პირველია ავსტრია, რადგან იქაა გაზის გამანაწილებელი მთავარი კვანძი, რომელსაც უნდა დაჰკავშირებოდა „ნაბუქოს“ მილსადენების სისტემა“. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ყველაზე მტკივნეულად რუსული გაზის ემბარგოს საკითხს ავსტრია და გერმანია განიხილავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეს ორი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.  „ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა“, - განაცახდა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ სხვა „არჩევანი არ აქვთ“. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმა ყველაზე მეტად  გერმანიას უჭირს. ცნობილია, რომ გერმანია რუსული გაზის ემბარგოს ჯერ არ ემხრობა, თუმცა თანახმაა ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე. „ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აპრილში რიგაში ვიზიტისას. მანამდე კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე.

კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა - ექსპერტი, უკრაინის რადას ყოფილი მრჩეველი

NATO-მ 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოება აღიარა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინი. მანამდე არსებულ: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურს, მეხუთე პუნქტად დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ჰიბრიდულ ომებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიმართულებას. მით უფრო მაშინ, როცა კიბერომი შეიძლება, უშუალოდ  სამხედრო შეტაკებების გარეშეც, მშვიდობიანობის დროსაც მიმდინარეობდეს. რა არის კიბერუსაფრთხოება, როგორ შეძლო უკრაინამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაეცვა რუსული კიბერშეტევებისგან, რა ვითარებაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, რა საფრთხეების არიდება შეუძლია საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით, რა გამოწვევას და რისკებს უქმნის  ქვეყანას რუსული კომპანიების არსებობა, როგორიცაა, „იანდექსი“, „ვითიბი ბანკი“ და სხვა. ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან. ET: რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითთან ერთად, დაიმსხვრა თუ არა, კიბერსივრცეში რუსეთის უძლეველობის მითი? მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი.  გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა. თუმცა აქ აღმოჩნდა ის, რომ გარდა სამხედრო ძლიერების მითის დამსხვრევისა, ამ ომში რუსეთის კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, რომ თითქოს, კიბერსივრცეშიც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო. Anonymous-ის  გამოჩენის შემდეგ, ეს მითი აღარ არსებობს. რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და  ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შეიქმნა ეს მითი. რუსეთმა პირველი კიბერშეტევა 2007 წელს, ესტონეთზე განახორციელა, როდესაც ესტონეთმა 9 მაისის თემა გააპროტესტა და საბჭოთა ჯარების ძეგლის აღებაზე დაიწყო საუბარი. ესტონეთის ეს პოზიცია ამავე ქვეყნის რუსულენოვანმა მოსახლეობამ გააპროტესტა. სწორედ მაშინ მოხდა რუსეთის მიერ ესტონეთზე მასშტაბური კიბერშეტევა. მეორე მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოზე განახორციელდა, რომელიც  უკვე კიბერომი იყო და არამხოლოდ მასშტაბური შეტევა. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა ისაა, რომ კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო. ომამდე პერმანენტული კიბერშეტევები ჰქონდა და საქართველოს სუსტ ადგილებს ეძებდა. საქართველოში მაშინ კიბერუსაფრთხოება საერთოდ არ არსებობდა. უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევებიც ხორციელდებოდა. ქვეყნის მასშტაბით საიტების 80 პროცენტი დააზიანეს. აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ძალიან დაგვეხმარნენ. კიბერინფრასტრუქტურის აღდგენა სწორედ მათი დახმარებით დაიწყო.  2008 წელს, კიდევ ერთი მასშტაბური კიბერშეტევა, ლიეტუვაზე განხორციელდა. მერე - ლატვიასა და „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისზე. თუმცა საქართველოზე თავდასხმის მასშტაბებს, ნამდვილად ვერ შევადარებთ. ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, რუსეთმა პირველი კიბერომი საქართველოზე განახორციელა. საქართველოს შემთხვევა პირველი პრეცედენტი იყო. აქედან დაიწყო ჰიბრიდული ომის პირველი ჩანასახი. ამას მოჰყვა 2014-2015 წლებში უკრინაზე თავდასხმები. აქტიური კიბერშეტევები ხორციელდებოდა უკრაინაზე, რომელიც ბევრად დიდი მასშტაბის, ჰიბრიდული ომი იყო, კიბერთავდასხმების და ომის მასშტაბებს თუ გავითვალისიწნებთ.  შემდეგ უკვე 2016-2017 წლებში, „პეტიას“ და „ვანა ქრაის“ სახელით, რუსეთის მიერ ძალიან ცნობილი კიბერშეტევები მოხდა. ზუსტად ამ ცნობილი „პეტიას“ კიბერშეტევის დროს, საქართველოში ფოთის პორტის კომუნიკაციები გაითიშა. ორი დღე მთელი პორტი ფაქტობრივად გათიშული იყო. წარმოიდგინეთ, შემოსული გემების აღრიცხვა ხელით უწევდათ. ამ ორი დღის გამო ფოთის პორტმაც და კომპანიებმაც სერიოზული ფინანსური ზარალი ნახეს.  ყირიმის ანექსიამდე რუსეთმა უკრაინაში კიბერშეტევებით დააზიანა სატრანსპორტო კომპანიები, მეტრო და სხვა ინფრასტრუქტურა. 2015 წელს, 23-25 დეკემბერს დამაგვირგვინებელი კიბერშეტევა მოხდა, ცნობილი „ბლექ ენერჯის“ სახელით. უკრაინის ელექტროსისიტემა 2-3 დღით გაითიშა. წარმოიდგინეთ, დეკემბერში რა სიცივეა უკრაინაში და რა მასშტაბის დამაზარალებელი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით 300 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. 2020 წლის სექტემბერში ისევ საქართველოზე მოხდა შეტევა, ლუგარის ლაბორატორიაზე. ასევე, 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის სურათი გამოჩნდა წარწერით - „მე მალე დავბრუნდები“ . მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად ყველაზე მარტივი შეტევა იყო, მისი მიზანი გახლდათ არა რამის ტექნიკურად  გაფუჭება, არამედ, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, ხალხში პანიკის დათესვა. 2020 წელს, ეს თავდასხმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გამოიძიეს. მაიკ პომპეომ პიდაპირ დაადანაშაულა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კონკრეტული სამხედრო ნაწილი. გამოძიების ეს დასკვნა სხვა ქვეყნებმაც აღიარეს და რუსეთის აღნიშნული თავდასხმები დაგმეს.   2008-2014 წლებში, საქართველოზე, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განხორციელებულ პერმანენტულ კიბერ შეტევებზე, ავტორიტეტულმა ამერიკულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაირაიმ“  გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ კიბერშტევები 09:00-დან 18:00 საათამდე ხორციელდებოდა. ჰაკერი ასე არ იქცევა. სერიოზული ვირუსის მოსამზადებლად, ჰაკერი 24 საათი მუშაობს, კვირები, თვეები, ან  წლები. როცა დაასრულებს მუშაობას, შესაძლოა, ღამის 03:00 საათზეც კი დააჭიროს ღილაკს ხელი და ვირუსი გაუშვას. კონკრეტული სამუშაო დრო მათ არ აქვთ. ამ გამოძიების შედეგად გამოვლინდა ის, რომ ეს შეტევები ორგანიზებული იყო და მათ გარკვეული დაწესებულებიდან ხდებოდა. გამოძიებიდან „ფაირაიმ“ 4 თვეში კიდევ ერთი ანგარიში დადო, საიდანაც ირკვევა, რომ ამ კიბერშეტევების უკან სპეციალური ორგანიზაცია იდგა, რომელიც პეტერბურგშია ბაზირებული. ოთხსართულიანი შენობა აქვთ და ჰაკერებისთვის სამსახურივით არის. ამ ყველაფრის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლება ახდენს. მათი შენობის სურათიც კი დევს ინტერნეტში. რუსეთის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ძალიან უხეშად მუშაობენ. მათი გამოააშკარავება ადვილია. რუსეთის მიერ მართული ჰაკერების მიზანია, დააზიანონ, მწყობრიდან გამოიყვანონ ან ინფორმაცია მოიპარონ. საქართველოდან ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებით, ერთ ქეისს მოგიყვებით. georbordის სახელით არის ცნობილი. 2011-2012 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  თანამშრომელმა შემთხვევით ფიშინგ წერილი გახსნა, რომელსაც  Pdf ფაილი ჰქონდა მიბმული და ისიც გახსნა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. საგარეო საქმეთა სმაინისტროს ფაილებში, სადაც კი ნახსნები იყო შემდეგი საკვანძო სიტყვები: საქართველო-NATO-ს ხელშკრულება, საქართველო-აშშ, პრეზიდენტი, სხვა მათთვის საინტერესო სიტყვები, ყველა ფაილი ჰაკერის სერვერზე იტვირთებოდა. ერთჯერადად კი არა, არამედ, პერმანენტულად და ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს. ამ სახის კიბერშეტევაც არსებობს. სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ქართველმა სპეციალისტებმა რუსი ჰაკერი შემდეგი გზით აღმოაჩინეს. ერთ-ერთ PDF ფაილს ვირუსი მიაბეს. ფაილს კი იმ თემატიკის საკვანძო სიტყვები დაარქვეს, რა თემატიკის ფაილებსაც  ჰაკერი იპარავდა. დავირუსებული ფაილი როგორც კი საგარეო საქმეთა სამინისტროს სერვერზე აიტვირთა, ჰაკერმა თავის სერვერზე წაიღო და გახსნა. მაშინვე მიხვდა, რომ ვირუსი იყო, მაგრამ მისი გადაღება და ინდენტიფიცირება მოასწრეს, რის შედეგადაც შესაბამის საერთაშორისო ბაზებში ჰაკერის ვინაობის და IP მისამართების დადგენა მოხერხდა. რუსი ჰაკერი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში იყო ბაზირებული. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით, აღმოჩნდა, რომ უკრაინა საკმაოდ კარგადაა მომზადებული. რა გააკეთეს მათ ამისთვის? კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არის. პრაქტიკული თვალსაზრისით არიან წინ. შესაძლოა, საქართველო პოლიტიკით და სტრატეგიებით იყოს წინ, მაგრამ უკრაინაში პრაქტიკულად აკეთებენ უკვე ამას. 2014-2015 წლების კიბერშეტევები რომ ვახსენე, მაშინ კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინელი ენთუზიასტები ჩაერთვნენ. ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდნენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე აკეთებდნენ, როგორც დაცვას, ასევე, კიბერთავდასხმებსაც მოწინაღმდეგე მხარეზე. ამას არ ახმაურებდნენ, მაგრამ შეტევებიც ხდებოდა. უკრაინელემა ჰაკერებმა საკმაოდ კარგი ბაზები შექმნეს, იმდენად სერიოზული, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური აღნიშნული ბაზებით დღემდე სარგებლობს. 2018 წელს, როდესაც კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რადას მრჩეველი ვიყავი, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ პოლიტიკებზე ვმუშაობდით. აქაც იყვნენ ჩამოსულები. ძალიან მოწადინებულები იყვნენ. უკრაინაში კიბერმიმართულებით ყოველწლიურად 4000 სტუდენტზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავთ, სულ მარტივი მიზეზის გამო - უკრაინის 64 უნივერსიტეტში ისწავლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის განხრით. საქართველოში ბაკალავრიატიც კი არ არსებობს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში. მაგისტრატურაზე საუბარიც კი აღარ არის. დოქტორანტებიც ხელზე ჩამოსათვლელია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სტრატეგიას, გასულ წელს, უკრაინამ მიიღო კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა მისი იმპლემენტირებაც ვერ მოასწრო, მაგრამ ამ ომში მათ იმხელა გამოცდილება მიიღეს, ეს სტრატეგია გადასაგდებია. მას უკვე თავისუფლად შეუძლია, იქით ასწავლოს სხვა ქვეყნებს და ჩავიდეს თუნდაც NATO-ს ცენტრში და გამოცდილება გაუზიაროს. ამ მიმართულებთ უკრაინა ძალიან გაიზარდა, ომმა სერიოზული გამოცდილება მისცა. იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინაში გადარჩა და დაბომბვებისგან არ განადგურდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს კიბერინციდენტები ნაკლებად ხდება. შეტევები არის, ინციდენტები ხდება, თუმცა ნაკლებად დამაზიანებელია. კიბერაქტივობები მარტო ომის დროს არ მიმდინარეობს. მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ აქტიურად ხდება, იმიტომ, რომ კიბერომს საზღვრები არ გააჩნია, არც თეთრი და არც ნაცრისფერი საზღვრები. შესაბამისად, ვერც აღმოაჩენ. კი აღმოაჩინეს რუსი ჰაკერი, მაგრამ ამის გამო ვინმე დაისაჯა?! არავინ დასჯილა. მიუხედავად ამისა, ბუდაპეშტის კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ კიბერდანაშაული დასჯადი უნდა იყოს, თუმცა რუსეთ-ბელორუსი და ჩინეთი მიერთებული არ არიან ამ კონვენციას. ET: რა არის ომის დროს კიბერთავდასხმების მიზანი, მწყობრიდან გამოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მოიპოვოს ინფორმაცია თუ უბრალოდ დანერგოს შიში? სამივე მიზეზი შეიძლება, იყოს. მიიჩნევა, რომ ის ქვეყანა დაპყრობილად ჯერ არ ითვლება, ვიდრე დამპყრობელი სახელწიფოს ჯარი, ცოცხალი ძალა ტერიტორიებს არ დაიკავებს. თვითონ კიბერომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევები იმდენად დამაზიანებელი, დამანგრეველი და პარალიზაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს, რომ ჯარს ტერიტორიების დაკავება გაუადვილოს. ამ შემთხვევაში ცალკე კიბერომზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე. კიბერომს რაც შეეხება, NATO-ს 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოების აღიარება მოხდა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინის. ხომ არის სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური, მეხუთედ დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით რამდენად დაცულია საქართველო? რა ნაბიჯები გადაიდგა, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს? 2017 წელი საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2017 წლის იანვარში ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მეორე გეგმა, სტრატეგია მიიღო და დაამტკიცა. იმავე წლის ივნისში,  საერთაშორისო ტელეკომუნიკაცების გაერთიანების გლობალური კიბერუსაფრთხოების ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ გლობალურად მე-8 ადგილი დაიკავა. მსოფლიოში მე-8 ადგილზე ვართ პარამეტრებით: იურიდიული, სამართლებრივი, ტექნიკური და ა.შ.  ასევე, 2017 წლის სექტემბერში, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიამ ანგარიში გამოქვეყნა. ამ აკადემიის კიბერუსაფრთხოების ინდექსი საკმაოდ აღიარებული და ავტორიტეტულია. ამ ინდექსში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა, ევროპულ ქვეყნებს შორს. დსთ-ში კი, პირველი ადგილი. შემდეგ, ესტონეთში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების მასშტაბური სწავლება და ჩვენმა სპეციალისტებმა იქაც პირველი ადგილი დაიკავეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს აისახა 2017 წლის ანგარიშებში. შემდეგ, ამას სტაგნაციის პერიოდი მოჰყვა. 2018 წლის ბოლოსკენ, მე-3 სტრატეგიაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც 2021 წელს მიიღეს. ბევრ ევროპულ ქვეყანას მესამე სტრატეგიაც არ აქვს. ქაღალდზე კარგად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მეც ამ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფში ვიყავი. გასული წელიც საკმაოდ აქტიური იყო და ვფიქრობ, მალე აისახება ინდექსებში. 2021 წლის ივნისში ასევე ცვლილებები შევიდა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში. აუცილებლად შესატანი იყო და ძალიან კარგი ცვლილებები შევიდა. შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტრომ ცალკე სტრატეგია მიიღო. 2021 წლის დეკემბერში გამოიცა ახალი კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები. ეს განისაზღვრა და გამომდინარე აქედან, იმ კანონშიც შესულია ცვლილებები. ET: რას გულისხმობს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია და კანონში შეტანილი ცვლილებები? ადრე კანონი კრიტიკულ სუბიექტებად მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო უწყებებს აღიარებდა. დახლოებით 19-მდე სუბიექტი იყო. ახლა სხვა სექტორებიც დაემატა. პირველ კატეგორიაში შევიდა სამთავრობო სექტორის 60-მდე სუბიექტი, მეორე კატეგორიაში ინტერნეტპროვაიდერები, ტელეკომუნიკაციების კომპანიები, მესამე კატეგორიაში კერძო სექტორი შევიდა, კომპანიები. ამჟამად, 29 კომპანიაა, მათ შორის 8, სადაზღვევო, 3 ბანკი, ფოთის და ბათუმის პორტები, ასევე, რამდენიმე ენერგოკომპანია. თანადათან, კიდევ ემატება. სამთავრობო და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის პროცესი დაიწყო. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული უნდა იყოს ამაში. ამას გვეუბნება ყველა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც. ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიაც - სპეციალისტების მოსამზადებლად და ასევე, ტექნიკური საზოგაოდებაც, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. სახელმწიფო საფრთხეების შემცველ დოკუმენტს განახლება სჭირდება. რაც შეეხება სტრატეგიას, იქ  პირდაპირ არის გაწერილი, როგორ აისახება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეები. გარე საფრთხეებში ჩაიწერა კონტრაქტორი კომპანიები. ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორად ჰყავს სადაზღვევო კომპანიები. ისინიც ვალდებულები არიან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემები დაიცვან, ინფორმაციის გარეთ გატანა რომ არ მოხდეს. ასევე ეხება ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებსაც. რუსეთიდან ტექნიკის შემოტანა აიკრძალა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა რუსეთიდან შემოტანილ კომპიუტერულ ტექნიკაში რაღაც ვირუსები იყო ჩადებული. მსგავსი საკითხები ამ სტრატეგიაში უკვე ჩაიდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ET: რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯის ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს. ET: სად გადის ზღვარი ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის? 2010 წელს ვმუშაობდი ამ თემაზე, არაბული გაზაფხული, ვოლსტრიტის და ლონდონის არეულობა რომ მოხდა. ლონდონის არეულობის შემდეგ, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა უილიამ ჰეიდმა განაცხადა, რომ რაღაც შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო.  ასეთმა ანტიდემოკრატიულმა განცხადებებმა, სიტუაცია უფრო გაამძაფრა და ჰეიდმაც უკან დაიხია. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი, სად იწყება და სად მთავრდება დემოკრატია და სად იწყება უკვე ეროვნული უსაფრთხოების ზღვარი. ზღვარი უნდა არსებობდეს. ოქროს შუალედი ყოველთვის უნდა იყოს. გასაგებია ადამიანის უფლებები. ეს უფლებები ონლაინ სივრცეშიც აქვს, რომელსაც Faсebook რეგულაციები იცავს. იქ Google -ის და სხა კომპანიების რეგულაციებია, იქ სახელმწიფოს აქვს რაღაც რეგულაციები. მიუხედავად ამ უფლებებისა, იქ რომ ზღვარი გადავკვეთო და სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების თემებში შევიჭრა, მიუღებელია. თუმცა ძალიან რთულია ამ ზღვარის დაწესება. კონკრეტულად ვერ იტყვი, სად გადის ზღვარი. მარტო საქართველოს კი არა, დიდ ქვეყნებსაც, შტატებსაც და ევროპულ ქვეყნებსაც ძალიან უჭირთ ამის დარეგულირება. ონლაინ სივრცეში ღია ხარ და რასაც გინდა წერ. ბოლო წლებშიც დიდი გამოსვლები რაც იყო, თუნდაც პარიზში, რუმინეთში და სხვაგან, ყველა აქციის დაორგანზიება ონლაინ ხდებოდა. არაბული გაზაფხული მთლიანად ონლაინ იყო ორგანიზებული. ჩემი აზრით, ეს ზღვარი გადის ადამიანის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, იმაზე, თუ რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ET: ონლაინ სივრცე ვისთვის უფრო დიდი გამოწვევაა, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის თუ დემოკრატიული წყობისთვის? ონლაინ სივრცე თანაბრად საშიშია როგორც ტირანიისთვის, ისე დემოკრატიისთვის. მაგალითად, საქართველოში 2014 წელს ვორდპრესი გათიშეს და 3-4 საათი ყველა საიტი გაითიშა, რომელიც ვორდპრესზე იყო აწყობილი. ამას საზოგადოების გამოსვლა და პროტესტი მოჰყვა. შესაბამისმა სპეციალურმა სამსახურმა ინტერნეტპროვაიდერს გადააბრალა. ონლაინ სივრცე დიქტატორული რეჟიმებისთვის არამხოლოდ საფრთხეა, ავტოკრატიული რეჟიმები თავის სასარგებლოდაც იყენებენ - ამავდროულად, საფრთხესაც წარმოადგენს მათთვის.  დემოკრატიის კუთხით სარგებელი ისაა, რომ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება ხდება. თუმცა ავტოკრატიულ ქვეყნებში დიდი დოზით ყალბი ამბები ვრცელდება და საკუთარ საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებენ, ონლაინ სივრცეს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ET: რა საფრთხეების მატარებელია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების რუსულენოვან ონლაინ სივრცეზე დამოკიდებულება? საქართველო ამ მხრივ საკმაოდ რთულ ვითარებაშია, იქიდან გამომდინარე რომ მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, ერთ მხარეს სომხურენოვანი მოსახლეობა გვყავს, მეორე მხარეს - აზერბაიჯანულენოვანი. როგორც ვიცი, შესაბამისი პროექტი არსებობს, რომელიც რეგიონული მედიის საშუალებით რუსულენოვან ინფორმციას აწვდის, რადგან რუსული ყველამ იცის ამ რეგიონებში. საფრთხე რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. როდესაც მოსახლეობა შენთვის არასასურველი კონტენტის შემცველ ინფორმაციას იღებს, უკვე საფრთხეა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე იდეოლოგიური დამუშავება ხდება. ამას არავინ არ ამუშავებს, ეს ხდება არამხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, არამედ, სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, აჭარის რეგიონში. ამაზე ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი. ჩემი აზრით, ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეროგატივაა, კონტენტის გაკონტროლება, თუ რა საფრთხეებია და რა სახის ქმედებებია საჭირო. ამას მათი კანონდებლობაც ავალდებულებს და მათ შინაგანაწესშიც წერია.  ET: რას მოუტანს საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივები და Data ცენტრის შექმნა? რაც შეხება საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნის პროექტს, რომელიც  „კავკასუს ონლაინს“ ჰქონდა, ნამდვილად ამბიციური პროექტი იყო. რაღაცის ჰაბი როცა ხარ ქვეყანა, ეს სერიოზულ დატვირთვას იღებს. „კავკასუს ონლაინი“  ქართული დომეინ რეგისტრატორია.  აზერბაიჯანულმა მხარემ შეისყიდა, შესაბამისად, საქართველომ ციფრული ჰაბის პერსპექტივა დაკარგა. „კავკასუს ონლაინის“ ქსელები ერაყამდე ჩადის. ასევე ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში. „კავკასუს ონლაინის“ წილების გასხვისებას მარეგულირებელი კომისია იცავდა და არეგულირებდა. მარეგულირებელ კომისიასთან შეუთანხმებლად, კომპანიას 5%-ზე მეტი აქციების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. გასხვისება კომისიასთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ამის გამო სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ციფრულ ჰაბს რაც შეეხება, მთავრობის მიერ ახლახან დაანონსდა, რომ ევროპის მხრიდან საქართველოში ალტერნატიული ინტერნეტხაზები უნდა შემოვიდეს. ციბრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა და შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს. აქ ვარნადან შემოსული ხაზია. იგივე, საქართველო ზის ფრანკფურტი-შანხაის ხაზზე. TAP-მა გააკეთა. 90-იან წლებში დაიწყო ეს პროექტი. საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს, არ დაუკარგავს  და ვერც დაკარგავს, იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს გარდა, ვერცერთი რესპუბლიკა ჰაბი ვერ გახდება. საქართველოზე გადის ყველანაირი ხაზი. ასე იყო ყოველთვის ისტორიულად და ასე იქნება ახლაც. იგივე, საქართველოს ინოვაციების ცენტრით, ქვეყანა ერთგვარი ჰაბი გახდა. ჩვენგან ბევრმა გადაიღო ეს პროექტი და ინოვაციების და სტარტაპების წარმოების მიმართულებით, ბევრმა ისწავლა. ჰაბი უკვე ყალიბდება. ბუნებრივად ყალიბდება. არ სჭირდება, მთავრობამ რაღაც გითხრა და მერე გააკეთე. ეს უკვე კომპანიებმა უნდა განავითარონ. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ კომპანიებმა განავითარონ. რაც შეეხება Data ცენტრის შექმნის საკითხს, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქვს დაანონსებული, ინტერნეტხაზი გაიყვანოს, Data ცენტრის შექმნას უწყობს ხელს. აქ საუბარი არაა ბიტკოინების წარმოებაზე, საუბარია ინფორმაციის შენახვაზე. მთელ მსოფლიოში, ინფორმაციის შენახვის პრობლემა ძალიან მალე დადგება და სერიოზული პრობლემა იქნება. ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა როგორიცაა, Google, Microsoft, Yahoo და სხვა, ინფორმაცია სადღაც სერვერებზე ხომ უნდა შეინახონ. ამას დიდი სივრცეები და  შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება  სერვერების გამაგრილებელი სისტემები, რაც მუდმივ ელექტროწყაროს საჭიროებს. ამიტომაც არის, რომ Data ცენტრები უფრო ცივ ადგილებში შენდება. აი, მაგალითად ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ალიასკაზე, ისლანდიაში. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და თავისი გეოგრაფიული რელიეფის გამოყენებით, ამის გაკეთება შეუძლია. კარგი ინტერნეტი გვაქვს და სრულებით შესაძლებელია, ევროპიდან კიდევ უფრო კარგი ხარისხის ინტერნეტი შემოვიდეს. გვაქვს ჰიდრორესურსი, რომლითაც სპეციალურად DATA ცენტრებისთვის ელექტროსადგურების აშენება შეგვიძლია. ასევე შესაძლებელი გახდება, ახლომდებარე სოფლებს მიეწოდოს და ჩაერთოს, რასაც მოჰყვება ტექნოლოგიური განვითარებაც. Data ცენტრის შექმნით ასევე განვითარდება ქვეყნის ინტერნეტტექნოლოგიები, რადგან როდესაც გიგანტი კომპანიები შენთან თავისი მონაცემების შენახვას გადაწყვეტენ, ისინი ერთგვარ გარანტორებად დადგებიან. მე მაგალითად, საქართველოში Data ცენტრის შექმნის ადგილად ახალციხე, ახალქალაქი მიმაჩნია, სადაც ყოველთვის მკაცრი ზამთარი და სიცივეა. რესურსები არის, რატომაც არა?! ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება ამაში. ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური ჩართულობის შესაძლებლობაც მიეცემა. ET: კრიპტოვალუტა არის თუ არა ერთ-ერთი საშუალება სანქციებიდან გვერდის ავლის და რა კონტროლოს მექანიზმებია ამისთვის? ბიტკოინი არ კონტროლდება. კონტროლირებადი ვალუტა არ არის. ბანკში რომ რიცხავდნენ ბიტკოინს, იმის წარმომავლობას ბანკი არ კითხულობდა. შევხედოთ, როდის იწევს ბიტკოინის ფასი. ბიტკოინის ფასმა 2014-2015 წლებში მოიმატა, რადგან ISIS-მა (დაეში) ბიტკოინებში დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა. ბიტკოინზე მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, ფედერალური სამსახურიც დაინტერესდა, რატომ აიწია ფასმა. საქართველოში რამდენიმე ბანკს აქვს ბიტკოინის ჩარიცხვა. ბოლო პერიოდში ბიტკოინის წარმომავლობას ეკითხებიან. თუ კლიენტი ბიტკოინის მე-2, მესამე წარმომავლობას არ წარუდგენს ბანკს, უბლოკავენ. კრიპტოვალუტის უკონტროლობა საფრთხეა, იმიტომ, რომ იგივე დაქირავებული სამხედროების ანაზღაურება სამხედრო ოპერაციებში, კრიპტოვალუტით ხდება. ჰაკერების ანაზღაურება ამით ხდება. როცა ჰაკერი რომელიმე კომპანიაზე კიბერშეტევას ახორციელებს, ბიტკოინების გადახდას ითხოვს. აშშ-მ უკვე დაიწყო ბიტკონების კონტროლი. მახსოვს ავსტრალიაში ერთი აკადემიკოსი დაიჭირეს, რომელიც ბიტკოინების შექმნის პროცესში იყო ჩართული. თავიდან, იაპონელს ახსენებდნენ და მე მგონი, ეს იაპონელი თვალით არავის არ უნახავს და გამოგონილი პიროვნებაა. თუმცა სანქციების საკითხში ბიტკოინის თემა სერიოზულად ფიგურირებს. მხოლოდ ბიტკოინებზე არაა ლაპარაკი. ზოგადად, კრიპტოვალუტაზეა საუბარი. ერთადერთი, რომელი კრიპტოვალუტაც კონტროლდება, „რიპლის“  ეძახიან. „რიპლი“ ბევრ ბანკშია აღიარებული. მაგალითად, კონფერენციებზე რომ დავდიოდი, ბევრი მიდიოდა და ბიტკოინებს მთავაზობდა, მაშინ 300-400 დოლარამდე ღირდა. სხვათა შორის, ბიტკოინის ბროკერები სულ რუსები იყვნენ, რატომღაც. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, თუ რაღაც შეზღუდვები დაწესდა, შესაძლოა, ბიტკოინს ფასიც დავარდეს.  

ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისიის სპიკერმა Europetime-ის შეკითხვას ექსკლუზიურად უპასუხა. ევროკომისიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მოლოდინები აქვს ევროკომისიას უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დააბრუნა შევსებული კითხვარი და როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკომისია მზადყოფნას ადასტურებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. მანამდე, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს უკრაინისგან ოთხი კვირის განმავლობაში ელის.  „ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მივიღეთ. ჩვენ ველით, რომ კითხვარის მეორე ნაწილზე ოთხი კვირის განმავლობაში (მაისის შუა რიცხვებამდე) მივიღებთ პასუხებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. პასუხები დაეხმარება კომისიას, მოამზადოს შეფასება უკრაინის განაცხადის შესახებ, წევრობის კრიტერიუმების გათვალისწინებით. კითხვარები გახლავთ შიდა დოკუმენტები, რომლებიც კომისიას მოსაზრებების მომზადებაში ეხმარება, ამიტომ, ეს დოკუმენტები არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. ევროკომისიის მიერ მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის საბჭოს ხელშია“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე

Europetime-მა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ელჩს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როცა საქართველოს გადმოეცა ევროკომისიისგან შეფასების კითხვარი. ასევე, იტალიისთვის რუსული გაზის ალტერნატივების მოძიებაზე, იმ ფონზეც როცა იტალიამ უკვე მოაწერა ალჟირთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი. იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) განხორციელებას იტალიური მხარე ხელს უწყობს.  „რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება რუსული გაზის ალტერნატივის მოძიებისა და ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ენრიკო ვალვოს შეფასებით, იტალიის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები დივერსიფიკაციის ნაწილია. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომაც, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ, მთლიაად ევროკავშირს აქვს დიდი სურვილი, იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერმა ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიმართ პასუხია. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება. ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაფინანსოთ რუსული ომის მანქანა და მისი აგრესია უკრაინაში“, - განუცხადა ენრიკო ვალვომ Europetime-ს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი: სამხედრო კონტინგენტში არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან, რომ ამ ორ დიდ ქალაქში ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს

საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ უკრაინის ომი და ომის შედეგები პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს მომავალთან და მის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. როგორ აისახება დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე, სამხედრო რესურსებსა და საოკუპაციო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რა გავლენა იქონია დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე, პუტინის რეჟიმზე და როლს უნდა იკავებდეს საქართველო მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში? ამ საკითხებზე Europetime „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა. _ბატონო გიორგი, რუსეთი მიზანმიმართულად ქმნიდა „უძლეველობის მითს", ამ მითის საფუძველი იყო შიში, სასტიკი და დაუნდობელი რუსეთის სახე და ის, რომ მასთან ომი და დაპირისპირება საფრთხილო უნდა ყოფილიყო. საიდან გაჩნდა რუსეთის უძლველობის მითი და თქვენი შეფასებით, დაიმსხვრა თუ არა ეს მითი უკრაინის ომში?  უძლეველობის მითი, რუსეთს ისტორიულად მოსდევს. ეს ახალი ინოვაცია არ არის, რომ რუსეთი ძალაზე დამყარებული ძლიერი სახელმწიფოა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული და მერე, საბჭოთა კავშირის დროსაც, ეს იყო მათი მთავარი ასპექტი, რაც პუტინის რეჟიმმა რეალობაში ძალიან კარგად გადმოიტანა, მათ შორის პროპაგანდის და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ძალიან აქტიურად, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და მის სამეზობლოში, არამედ, დასავლეთშიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნა. თვითონ პუტინმაც ძლიერი ლიდერის იმიჯი დაიმკვიდრა და დასავლეთში ითლება, რომ ის არის საინფორმაციო ტექნოლოგიების ძალიან კარგი სპეციალისტი. რისკის ზღვარზე თამაშობს და ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი. ასეთი იმიჯი აქვს პუტინს და ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფოსაც. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, ამ პროპაგანდაზე აქტიურად მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო. როცა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მასმედია, საექსპერტო საზოგადოება და პროპაგანდისტები კი არ იგულისხმებიან, არამედ - რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, თვითონ პუტინის ჩათვლით. ისე იქცევიან და საუბრობენ, რომ ეს მითი ნამდვილად შექმნეს, თუმცა მითს ვერ შექმნი, თუ რაღაც ობიექტური გარემოებები არ გაქვს, მაგალითად, რაც გააკეთეს 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ, და დასავლეთმა როგორც უპასუხა - პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთთან. პლუს, დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა, პუტინის გადასახედიდან, დასავლეთი არათუ არ ეწინააღმდეგებოდა, რასაც აკეთებდა საქართველოსთან მიმართებით, არამედ, რაღაცნაირად იზიარებდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. რეალურად, საქართველოსთან რაც გააკეთა, ეს ხომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, ისევე როგორც რასაც ახლა უკრაინაში სჩადის, მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ეს იყო განაცხადი, რომ ეს ქვეყნები, მისი ექსკლუზიური გავლენის სფეროში შედიოდნენ. მითი, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო ყოფილა, (თუ არ ჩავთვლით ბირთვულ შეიარაღებას) რეალურად, საერთოდ აღარ არსებობს, რადგან სერიოზული მარცხი განიცადა. გეგმა, რომელიც უკრაინასთან მიმართებით, საწყის ეტაპზე ჰქონდა, პრაქტიკულად, საერთოდ არ არსებობს და ამას რუსული მხარეც აღიარებს. რაღაც სხვა გეგმის განხორციელებაზე არიან გადასული. საინფორმაციო თვალსაზრისს რაც შეეხება, ეს საინფორმაციო პროპაგანდა სამწუხაროდ, რუსეთის შიგნით ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის რეიტინგი ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. უცხოეთში - ძირითადად ვეღარ მუშაობს, მაგრამ იქაც დარჩათ გარკვეული საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე მათი სასარგებლო გზავნილებით გამოდიან, თუმცა ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. _ეს მითი ხომ იმასაც გულისხმობდა, რომ რუსეთი სასტიკია, კრემლი ამ მითს კი არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ამას ნერგავდა კიდეც.მანამდეც ათასი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდირებას, ეს მანამდე არ ყოფილა. რა იყო ის, რამაც დასავლეთი დღეს მიიყვანა ასეთ უპრეცედენტო კონსოლიდაციამდე? ჩემი აზრით, ორი ფაქტორია. პირველი - დასავლეთი მაინც თვლიდა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები რაღაც ტიპის ჩარჩოებში ჯდებოდა. ხომ წარმოუდგენელია ეს, მაგრამ ასე იყო. ახლა იმ ტიპის, იმ მასშტაბის და იმ ფორმის აგრესიაზე წავიდა, ამის რაიმე ფორმით გამართლება და ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ეს აგრესია იმ ტიპის აღარ არის, რომელიც მხოლოდ რუსეთის სამეზობლოში დარჩება. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოვლად გაუგებარი და გაუგონარი მეთოდებით იბრძვის უკრაინაში, მაგრამ დღეს ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ახლა მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის და დასავლეთია მისი მთავარი სამიზნე. მეორე  - როგორ იმუშავეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, რომ რუსეთისგან სამხედრო აგრესიის დაწყების საფრთხე ყველას მკაფიოდ დაენახა. ეს იყო როგორც პოლიტიკური და საინფორმაციო, ისე დიპლომატიური სამუშაო. კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ომის დაწყების შემდეგ კი არ მოხდა, არამედ, ომის დაწყებამდე. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რათა ეჩვენებინა, რას აპირებდა რუსეთის ხელისუფლება. მათ შორის რუსეთისთვისაც ეჩვენებინა, რომ დასავლეთში ძალიან მაღალი კონსოლიდაცია არსებობდა და ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვებოდა მის ქმედებებს. სამწუხაროდ, რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი ფაქტორი არ აღმოჩნდა. _2021 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე მოლდოვაში გაზის კრიზისის წინაპირობა შეიქმნა, ამ მოვლენებმაც ხომ არ იქონია გავლენა რუსეთის წინააღმდეგ  ევროკავშირის ასეთ აქტიურ პოზიციაზე? მაშინვე გაკეთდა განცხადებები, რომ სწრაფი ზომები მიეღოთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. ბოლო თვეებში, უკრაინის ომამდე მოასწრეს თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა თადარიგის დაჭერა და ამ ბოლო თვეებმა რა შეცვალა ევროკავშირის პოზიციებში? სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები გაზის კრიზისი მხოლოდ რუსეთის გამო არ წარმოქმნილა, იყო სხვა ფაქტორებიც, მაგრამ რუსეთი შეეცადა ამ გაზის კრიზისის გამოყენებას საკუთარი ძალების სადემონსტრაციოდ. იგივე, ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე, მიგრანტების ნაკადი ხელოვნურად გაიზარდა. იმ პერიოდში, რუსეთს ძალის დემონსტრირების უფრო მკაფიო მცდელობა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დასავლეთს, თუ დასავლეთი არ მიიღებს იმ ულტიმატუმს, რომელსაც უყენებდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისთვის, ეს საფრთხე რეალური იყო და კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. მათ მიიღეს პრევენციული ზომები და ვნახეთ, რომ რუსული გაზის მოხმარებაზე უარი განაცხადეს. მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით თუ ავიღებთ, ევროპის ქვეყნებმა, როგორც ხდება ხოლმე, მაინცდამაინც, დიდი ყურადღება არ მიაქციეს. ზოგადად, გაზის მიწოდება ითვლება ორმხრივ დამოკიდებულებად, ასეთი ლოგიკით მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნებიც, რაც ძალიან ლოგიკურია. მიმწოდებელიც დაინტერესებულია, რომ არ შეწყვიტოს გაზის მიწოდება, იმიტომ, რომ იქედან ძალიან სერიოზულ შემოსავალს იღებს და ნავთობისგან განსხვავებით, მყისიერად სხვა ბაზარზე ვერ გადაამისამართებს. ამ ლოგიკიდან მოქმედებდნენ, მაგრამ ეს ლოგიკა არ იყო რუსეთის ლოგიკა. რუსეთის ლოგიკა არის ის, რომ ამას ინსტრუმენტად იყენებდა და ახლაც ცდილობს, მაგრამ ესეც აღარ გამოდის ისე, როგორც თვითონ უნდა. მართალია, რჩება რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, თუმცა ამ დამოკიდებულების გამო, მის მიმართ პოზიციას საბედნიეროდ, არ არბილებენ. _რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, პუტინის პოლიტიკას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა რამდენად სანდოა ამ გამოკითხვის შედეგები,ან რამდენად გულწრფელები შეიძლება იყვნენ რესპონდენტები? რეალურად, შესაძლებელია, რომ პროტესტის სულ სხვა შიდა დინებები მიდიოდეს, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოსულა? რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. სეპარატისტული ნაღმების გააქტიურების ნიშნებიც ხომ არ არსებობს? რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რუსეთში ორი ძირითადი ორგანიზაცია მოქმედებს. ეს არის „ვციომ“ და „ლევადა ცენტრი“. „ლევადა ცენტრი" არის, ასე ვთქვათ თავისუფალი, დამოუკიდებელი. მისი მონაცემები ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე „ვციომის“, მაგრამ ახლა, ორივე დაახლოებით ერთიდაიგივე მაჩვენებელს აჩვენებს. ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად სანდოა. რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ რუსეთის საზოგადოების განწყობა მთლად ასეთი შეიძლება არ იყოს, გახლდათ ომის წინ არსებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც აჩვენებდა, რომ რუსეთის მოსახლეობა ომს მხარს არ უჭერს და ეშინია ომის. უკრაინაზე ყირიმისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ყირიმის ანექსიას რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს და პუტინს მაშინ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა თავისი მმართველობის პერიოდში. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს სოციოლოგიური გამოკითხვები შეიძლება, მთლად სანდო არ იყოს. მეორე ფაქტორი, არის ის შიში, რომელიც აშკარად არსებობს რუსეთის საზოგადოებაში. რაც შეეხებათ რეგიონებს, რომლის სუვერენიტეტის პრობლემაც რუსეთს აშკარად ჰქონდა 90-იან წლებში, ეს პრობლემა მეტწილად მოაგვარა. ამ ეტაპზე არ ველოდები, რომ რომელიმე რეგიონი აქტიურად შეეცდება, რუსეთის სივრციდან გავიდეს, ან რაიმე ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომელიც დამატებით პრობლემას შეუქმნის რუსეთის ხელისუფლებას. თუკი ასე მოხდება, გამიხარდება, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რადგან ის სისტემა, რომელიც ამ რეგიონების კონტროლის თვალსაზრისით პუტინმა ჩამოაყალიბა, არის ძალიან მყარი. რისი მოლოდინიც შეიძლება, გვქონდეს, ეს არის პროტესტი სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ამას ირიბად ადასტურებს ის, რომ სამხედრო კონტინგენტში ერიდებიან ან საერთოდ არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან რომ ამ ორ დიდ ქალაქში, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ ცენტრად მიიჩნევა, დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს. ეს არის ერთი ირიბი სუსტი ინდიკატორი. თუმცა, ამის მოლოდინიც ნაკლებად მაქვს. ცოტა უფრო მეტად რისი მოლოდინიც შეიძლება მქონდეს, შესაძლოა, თვითონ რეჟიმის შიგნით მოხდეს რაღაც.  _სანქციების წნეხის ქვეშ მოყოლილი რუსი ოლიგარქებისგან თუ შეიძლება ველოდოთ რაიმე უკმაყოფილების და პროტესტის ტალღას და თუ მოახდენს ეს გავლენას რეჟიმზე? -ოლიგარქებს რა თქმა უნდა, ამის ფინანსური რესურსები შეიძლება, გააჩნიათ, მაგრამ ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, ოლიგარქებთან დაკავშირებით, ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ პუტინის რეჟიმმა მოახერხა და ყველა ოლიგარქი ვინც რუსეთშია დარჩენილი, თავის ინსტრუმენტად, მათ შორის საგარეო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია და ძალიან მყარი კონტროლი აქვს ამაზე. მეორე, ამ ოლიგარქებში ძალიან ბევრია პუტინის უახლესი გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს დიდი თანხები ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ იშოვეს. კარგად იციან, რომ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მათთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ, მე ვთვლი, ფინანსური ინსტრუმენტი საკმარისი არ არის. ჯერ ერთი, პუტინის ხელისუფლებას მათზე მაღალი დონის კონტროლი აქვს, მეორეც, ოლიგარქები რეალურ ინსტრუმენტებს არიან მოკლებული, მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც დათრგუნულია, შეშინებულია და ვერ აპროტესტებს, შეიძლება, აქვს რაღაც საპროტესტო განწყობა, მაგრამ ვერ აპროტესტებს, თუმცა ვხედავთ საწინააღმდეგოსაც, მხარს უჭერენ პუტინს. _საინტერესოა, ამ მოცემულობაში როგორია ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია რუსეთთან მიმართებით? რუსეთი ახლანდელ მდგომარეობაში კი არა, ომის დაწყებამდეც კი არ იყო მზად, ჩინეთთან კონფრონტაციაში შესულიყო. ცენტრალურ აზიაში ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან მყარად არის წარმოდგენილი. რუსეთი ცენტრალურ აზიასაც თავისი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს და არ სურს, მასზე მყარი პოზიციები, თუნდაც ეკონომიკურ სფეროში ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ ის ამას ეგუებოდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რუსეთზე მითების თემას თუ გავაგრძელებთ, იყო მითი, რომ ცენტრალურ აზიაზე რუსეთის გავლენის კომპეტენცია უსაფრთხოებაა. თქვენ რაც ახსენეთ, უზბეკეთზე, ის ტრადიციულად, ცოტა განსხვავებული ქვეყანაა და ყოველთვის ცოტა უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმასაც ეხება, რაზეც ვსაუბრობთ. დანარჩენ ქვეყნებს უფრო მეტად ეხებათ. ითვლებოდა, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოების საკითხები რუსეთის პრეროგატივაა, ეკონომიკა კი - ჩინეთის. ესეც მითი იყო... ფაქტია, რუსეთს რომ უნდოდეს ამ ქვეყნების იძულება ჩინეთის სახითაც და თურქეთის სახითაც, მათ დიდი დასაყრდენი გააჩნიათ და ასე ადვილად ამ ქვეყნების რამეზე დაყოლიებას ვერ მოახერხებს, მით უმეტეს, ახლა როცა რუსეთი სერიოზულ წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში, მათი დაყოლიება ასე მარტივი არ არის. ჩინეთის და თურქეთის ფაქტორის გარდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთიც. დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს, ამ ყველა ქვეყანასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. ეუბნება, რომ რუსეთის არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა, არამედ  სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაც კი, მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცენტრალურ აზიასთან, არამედ ბელორუსის და სომხეთის პოზიციასთან მიმართებითაც, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. _ფაქტია, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ, ამ ფონზე, როგორ გამოიყურება საქართველოს პოზიცია? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საქართველოს საკითხი არის ყველაზე რთული შეკითხვა. რთული არა იმიტომ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველო დეკლარირებულად დასავლეთის მოკავშირედ რჩება, მაგრამ სამწუხაროდ, დეკლარირებულად, რადგან სხვა მხრივ, შეიძლება, ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდა, არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ შესაძლოა, დასავლეთშიც კი. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - საზოგადოების უმეტესობის პოზიცია და უკრაინის მიმართ მისი განწყობები ეჭვს არ იწვევს, სრულიად ცხადია. ჩემი აზრით, პრეზიდენტმაც მისი უფლებამოსილების ფარგლებში ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენმა წარმომადგენლობებმა საერთაშორისო მისიებში სწორი პოზიცია დაიჭირეს. ერთადერთი სწორი პოზიციაა, რომელიც საქართველოს უნდა დაეჭირა. მე კი მესმის ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამაზე აპელირებენ, მაგრამ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, საერთოდ სხვა პოზიცია გვქონოდა ან ამაზე ვაკეთებდეთ აქცენტს -  "ჩვენ რომ ახლა ეს გავაკეთეთ". არ შეიძლებოდა, სხვა პოზიცია გვქონოდა, წარმოუდგენელია! რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, მათი განცხადებები უკრაინასთან მიმართებით, ხილულად რაც ჩანს, შეიძლება, რაღაცები სხვანაირად ხდება დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებსაც მე ვერ ვხედავ და კარგია, თუ ეს ხდება. მაგრამ ხილულად რაც ჩანს, მათი განცხადებები და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არათუ გასაკრიტიკებელია, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. _როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი სერიოზულ მარცხს განიცდის უკრაინასთან ომში, რაც პირველ რიგში გმირი უკრაინელი ხალხის და ამავდროულად, დასავლეთის წნეხითაც არის განპირობებული. თქვენი მონაცემებით, რა გავლენა იქონია სანქციებმა რუსეთის სამხედრო რესურსებზე და როგორ აისახება ეს რუსეთის გრძელვადიან საოკუპაციო პოლიტიკაზე? ეს სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს, საკითხის ასე დასმა ყველაზე სწორი მიდგომაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო და მანამდეც, ჩვენ გვესმოდა ასეთი პოზიციები, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდანაც (რაც გამართლებულია), რომ „სანქციების ადრე დაწესების შემთხვევაში, შეიძლება, ეს გაუგონარი სამხედრო აგრესია აგვეცილებინა“. მაგრამ შეიძლება, პირიქით, ვერ აეცილებინათ და დასავლეთის ამ ინსტრუმენტის წინასწარ გამოყენება მომხდარიყო. შესაძლოა, რუსეთს მოეხერხებინა, ამ სანქციების წინააღმდეგ გადაწყობა და უფრო თამამი ყოფილიყო. ამიტომ, სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას უკვე აქვს ეფექტი. წარმოუდგენელია, დასავლეთის სანქციებს ეფექტი არ ჰქონდეს, რადგან რუსეთის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ზომებია დაწესებული. სანქციები კიდევ იზრდება და უფრო მეტად გაიზრდება იმ გაუგონარი დანაშაულის გამო, რასაც უკრაინაში სჩადის. რა თქმა უნდა, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი, რაც წარმოუდგენელია, ვინმეს უხაროდეს. უბრალოდ, ფაქტობრივ გარემოებაზე ვსაუბრობთ, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მძიმედ დააწვება რუსეთს, თუმცა დღეს ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, ეს სანქციები რეალურ შედეგებს როდის მოიტანს; როდის შეცვლის საზოგადოების განწყობას რუსეთის შიგნით. აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ეკონომიკური პრობლემები გაუჩნდება, შეცვლის საზოგადოების განწყობასაც და თუ კი შესაძლებელია მათი თვალის ახელა, აუხელს თვალს. მე არ მგონია, ისინი მყისიერად ელოდებოდნენ ამ შედეგებს. წარმოუდგენელია, მყისიერად ელოდებოდე სანქციების შედეგს ისეთი რეჟიმის პირობებში, როგორიც პუტინის რეჟიმია, რომელიც მართავს საზოგადოებრივ აზრს და მარწუხებში ჰყავს მოქცეული საკუთარი საზოგადოება. არ მგონია, რომ დასავლეთი ასეთი გულუბრყვილო იყოს. რა თქმა უნდა, სანქციები და კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც აღმოჩნდა უკრაინის და უკრაინული საზოგადოების მზაობა, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია ამ გაუგონარი სამხედრო აგრესიისთვის. მთავარი აღმოჩნდა ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც არამხოლოდ ახლა ხდება აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საბედნიეროდ, უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ რუსეთს რომ სამხედრო წარმატებისთვის მიეღწია, მერე მხოლოდ იმ გრძელვადიანი სანქციების იმედად დარჩენა მოგვიწევდა. _ომის დასრულების შემდეგ როგორი იქნება უკრიანა და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? უკრაინის როლი იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნება, მაგრამ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. ის რაც ხდება უკრაინაში, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსეთი არ აპირებს და არ აუღია სამხედრო აგრესიაზე ხელი. ის კიდევ ცდილობს ძალების მობილიზებას და სამხედრო აგრესიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სამხედრო წარმატებები აქვთ, მაგრამ ამ სამხედრო წარმატების გაძლიერებაზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული, ამიტომ, უნდა ვიყოთ იმედიანად და უკრაინის შემდგომ წარმატებებს უნდა დაველოდოთ. მერე უკვე თამამად კი არა, თავდაჯერებულად ვისაუბრებთ უკრაინაზე, როგორც ძალიან გავლენიანი რეგიონული სახელმწიფოს როლზე. _ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა ანაკლიას ეხება. დღეს რომ ღრმაწყლოვანი პორტი გვქონოდა, ეს გვამყოფებდა თუ არა სრულიად სხვა მოცემულობაში, იმ უპრეცედენტო სანქციების გათვალისწინებითაც, რომელიც რუსეთს დაუწესდა, მათ შორის პორტებზე. იქნებოდა თუ არა ეს შესაძლებლობა ქვეყნისთვის, სერიოზული სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეესრულებინა? რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე არის ორი ღრმაწყლოვანი პორტი. ერთი არის რუსეთში, მეორე არის თურქეთში. რუსეთში  რა ღრმაწყლოვანი პორტიც არ უნდა იყოს, ის ამ პირობებში დასრულებულია. ჩვენ ვიქნებოდით მესამე. ფოთი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ  ვერასდროს იქცევა ღრმაწყლოვან პორტად. როცა ანაკლიის პორტის ჩავარდნაზეა საუბარი, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ იმ კონსორციუმმა, რომელსაც ეს ვალდებულება ჰქონდა აღებული, პირობები ვერ შეასრულა. დავუშვათ, ხელისუფლებას ვენდობით... როდის გაჩერდა ანაკლიის პროექტი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და ახალი ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.  

ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსეთის სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. როგორ ჩაანაცვლებს რუსულ ქვანახშირს? ამ თემაზე Eurotime მიმოხილვას გთავაზობთ. ექსპერტების შეფასებით, რუსული ქვანახშირის ჩანაცვლება ევროკავშირისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. 2021 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექსპორტმა 69 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან გერმანიაზე 22,3 მილიონი ტონა მოდის. ევროკავშირის სანქციები რუსეთისთვის - ორი მხარე ვინაიდან ევროკავშირის ქვანახშირის იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის სიდიდით მესამე ექსპორტიორია, ბლოკს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს სანქციების შემდეგ მიწოდების დეფიციტის შევსება. „ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მოემზადონ ელექტროენერგიის მაღალი ფასებისთვის ამ წლის განმავლობაში, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი ქვანახშირზე დამოკიდებულ ქვეყნებში მთელ კონტინენტზე გავრცელდება კარგად დაკავშირებული ელექტრო ქსელების მეშვეობით“, - ნათქვამია Rystad Energy-ის შენიშვნაში. Rystad Energy-ის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის ხელმძღვანელის კარლოს ტორეს დიასის თქმით, ევროკავშირის უახლესი სანქციები „ორლესული მახვილია“. „რუსული ქვანახშირის ექსპორტი წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს შეადგენს და ევროპის ენერგეტიკულ ბალანსში რუსული ნედლეულის მარტივი და ეკვივალენტური ჩანაცვლება არ არსებობს. ევროპელი მომხმარებლები, მსხვილი კომპანიებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული, უნდა ელოდონ მაღალ ფასებს 2022 წლის ბოლომდე, რადგან ქვანახშირი და გაზი საჭიროა კონტინენტის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,” - თქვა მან. რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ნედლეულის ფასების ზრდისა და შეზღუდული მიწოდების ფონზე API2 Rotterdam Coal Futures მონაცემებით, ევროპული ქვანახშირის ფასების საორიენტაციო მაჩვენებელმა, მაისის კონტრაქტებში ტონაზე $300-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო სამ კვირაში სანქციების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. Rystad Energy-მის შეფასებით, შეზღუდული ბაზრის გამო, საკმაოდ რთულია ქვანახშირის მიწოდების ალტერნატიული წყაროების პოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ მეტი გადაიხადონ თავიანთი პორტებისთვის მოქნილი მიწოდების წყაროების მოსაზიდად. „საზღვაო თერმული ქვანახშირის მომწოდებლებმა უკვე ამოწურეს თავი ექსპორტის მოცულობების თვალსაზრისით. ამიტომ რუსეთში დეფიციტის შესავსებად ნახშირის რეალური დეფიციტია. აშშ შეიძლება იყოს ქვანახშირის პოტენციური ექსპორტიორი ევროპაში, მაგრამ არა საჭირო რაოდენობით„- ნათქვამია Rystad Energy ანგარიშში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით, ქვანახშირის მსოფლიო მოპოვება ვერ ეწევა 2021 წლის მოთხოვნებს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, რაც გამოიწვევს მარაგების შემცირებასა და ფასების ზრდას. ქვანახშირის მთლიანმა გლობალურმა წარმოებამ 2020 წელს - 7,560 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 7 889 მილიონი ტონა. ჩინეთში ქვანახშირის წარმოება 2021 წელს შეადგენდა 3 925 მილიონ ტონას, ინდოეთში 793 მილიონ ტონას, ინდონეზიაში 576 მილიონ ტონას და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ავსტრალიაში 470 მილიონ ტონას. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 528 მილიონი ტონაა, რუსეთში 429 მილიონი ტონა, ხოლო 329 მილიონი ტონა ევროკავშირზე მოდის. „Coal 2021“ ანგარიშის მიხედვით ქვანახშირის წარმოება რუსეთში 2024 წელს 445 მილიონ ტონს მიაღწევს, 2024 წლისთვის მოსალოდნელია მოპოვების 44 მილიონი ტონით შემცირება. აშშ-ს და ევროკავშირში მოპოვება 82 მილიონი ტონით შემცირდება. ევროკომისიის ვებგვერდის მიხედვით, ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის 45%-ი რუსეთზე მოდის. თუმცა, ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის ანალიზის მიხედვით, დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს თერმული ნახშირის იმპორტზე, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ევროკავშირის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირი ელექტროენერგიის დაახლოებით 15%-ს ნახშირისგან გამოიმუშავებს. ევროკავშირში ქვანახშირის მოპოვების კლების ტენდენცია კლიმატის დაცვასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსული ქვანახშირის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აშშ ევროკავშირში 1990-იან წლებში ქვანახშირის მსხვილი იპორტიორები იყვნენ, რუსეთმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ სეგმენტში დეფიციტის შესავსებად. მონაცემები, რომელიც გამოცემა  Anadolu-მ IEA-დან  ( ენერგეტიკის ინფორმაციის მართვის ადმინისტრაცია, აშშ) მიიღო აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთმა ევროკავშირში 262 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტი განახორციელა, ზრდა 7%-ია. ვინ არიან რუსული ქვანახშირის მსხვილი იმპორტიორები 2022 წლის 3 თვის მონაცემები: ჩინეთი -  62,8 მილიონი ტონა; ევროკავშირი - 69 მილიონი ტონა; გერმანია - 22,3 მილიონი ტონა; ნიდერლანდები - 15,8 მილიონი ტონა; პოლონეთი - 9,1 მილიონი ტონა; იტალია - 5,9 მილიონი ტონა; ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით IEA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ინდონეზიას ქვანახშირის ექსპორტის მიმართულებით ყველზე მაღალი პოტენციალი აქვს. მოპოვებამ 2021 წელს 440 მილიონი ტონა შეადგინა. მეორეა ავსტრალია 376 მილიონი ტონა. ექსპერტების შეფასებით, 2024 წლისთვის ინდონეზიაში ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი 415 მილიონ ტონამდე დაეცემა, ხოლო ავსტალიაში ექსპორტი376 მილიონი ტონიდან 288 მილიონამდე შემცირდება. აშშ-ს საექსპორტო სიმძლავრე (ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე მეოთხე მოთამაშეა) 2021 წელს 80 მილიონი ტონა იყო. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 57 მილიონამდე შემცირდება. ასევე დაეცემა სამხრეთ აფრიკისა და კოლუმბიის საექსპორტო სიმძლავრე 63 მილიონი ტონიდან -54 მილიონამდე; კოლუმბია (72 მილიონი ტონიდან -58 მილიონამდე). ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე რუსული ქვანახშირის წილი მაღალია, მისი ჩანაცვლება მაინც შესაძლებელია. „აღსანიშნავია, რომ გერმანიის „ქვანახშირის იმპორტიორთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ რუსული ქვანახშირი რამდენიმე თვეში ჩანაცვლდება. თუმცა, გაურკვეველია, რა სახის ქვანახშირის ბუფერს უზრუნველყოფს ევროკავშირში გარდამავალ ეტაპზე. პორტები რუსეთის იმპორტს დაახლოებით სამი კვირა დაფარავს, მაგრამ ელექტროსადგურების საწყობებში მეტი ნედლეული უნდა დარჩეს“, - ნათქვამია IEA-ს ანალიზში.

რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

„არამეგობრული“ ქვეყნები იძულებულნი არიან გადაიხადონ რუსული გაზის საფასური სპეციალური სქემით. დაეხმარება თუ არა ეს რუსეთის ეკონომიკას და გააძლიერებს რუბლს? europetime გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ.  ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური  რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. კერძოდ, რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს.  ვინ არიან „არამეგობრული ქვეყნები“? ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კიდევ 20 ქვეყანა. „არამეგობრული“ ქვეყნებში რუსული გაზის ყველაზე დიდი 5 იმპორტიორიდან 4 - გერმანია, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი ახალ სქემაში მოხვდა. გაზის საფასურის რუბლში გადახდა არ მოუწევს თურქეთს, რომელიც ამ ხუთეულის წევრია.  2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია.   შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო).  აშშ-ს სააგენტო S&P Global Platts-ის ინფორმაციით 2022 წელს ევროპა სანქციებისა და უკრაინაში ომის მიუხედავად რუსულ გაზს შეუფერხებლად მიიღებს.  მოუწევთ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებს გაზში რუბლის გადახდა? არ მოუწევთ. კრემლის მიერ წარმოდგენილი ახალი სქემა ასეთია: „არამეგობრული ქვეყნის“ წარმომადგენელმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნას ევროში და დოლარში.  შემდეგ „გაზპრომბანკი“ უცხოურ ვალუტას გაყიდის „მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე“ და მიღებულ რუბლს შემსყიდველის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს, რომელიც თავად გადარიცხავს თანხას „გაზპრომის“ ანგარიშზე.   ამასთან რუსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას რომ რიგმა ქვეყნებმა და კონტრაქტორებმა გაზი სქემის გვერდის ავლით იყიდონ.  რეალურად არაფერი შეცვლილა? არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „გაზპრომბანკი“, რომლის არხებშიც გაზის საფასურის ტრანზაქციები გაივლის, დასავლური სანქციების ქვეშ, სავარაუდოდ გარანტირებულად აღარ მოხვდება.   როგორ იმოქმედებს პუტინის ახალი სქემა რუბლის კურსზე? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლის გადახდის სქემა რუბლის კურსის ვარდნას ვერ შეაჩერებს. „გაზპრომბანკი“ მიღებული ვალუტის 80%-ს მოსკოვის ბანკთაშორის ბირჟაზე გაიტანს, თუმცა ეს რუბლსა და რუსეთის ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება.  მაშინ რაში სჭირდება პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქ მთავარია ეკონომიკური მოსაზრებები და პოლიტიკური წინააღმდეგობა.    რუსეთის ხელისუფლებას და პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა პირველ რიგში იმისთვის სჭირდებოდა რომ გაერკვია მზადაა თუ არა საერთაშორისო ბაზარი რუსული გაზი და ნედლეული რუბლში იყიდოს.  ანალიტიკოსების შეფასებით, გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას სურდა გადაერჩინა თავისი სავაჭრო პარტნიორები რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისთვის სანქციების საფრთხისგან: საერთაშორისო მარეგულირებელებისთვის უფრო რთულია ტრანზაქციების თვალყურის დევნება რუბლებში. და ბოლოს, თუ კრემლი აიძულებს დასავლეთის ქვეყნებს იყიდონ გაზი რუბლით, ამან შეიძლება შექმნას დამატებითი მოთხოვნა რუსულ ვალუტაზე (და მხარი დაუჭიროს რუბლის კურსს გრძელვადიან პერსპექტივაში) და უზრუნველყოს სანქციების გავრცელება ნედლეულის სრულ ემბარგოზე რუსეთიდან. სწორედ ეს აკრძალვა ვრცელდება ირანული ნავთობის შესყიდვაზე, მაგრამ ირანი კვლავ ახორციელებს საგარეო ვაჭრობას ირანულ არეალში სპეციალური ანგარიშების მეშვეობით. რუსეთს ასევე შეუძლია შექმნას ასეთი ალტერნატიული ფინანსური ინფრასტრუქტურა. კიდევ რა მიზნები აქვს კრემლს და ჩავარდა თუ არა პუტინის გეგმა? პუტინის პირველ განცხადებას, რომ „არამეგობრული“ ქვეყნების მიერ რუსული გაზის საფასურის  გადახდა რუბლებში უნდა მოხდეს, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა კატეგორიული უარით უპასუხეს.  როგორც ჩანს, მთელი გასული კვირა რუსეთი და ევროკავშირი ვაჭრობდნენ. შედეგად, მხარეები მივიდნენ „რბილ“ გადაწყვეტამდე, რომელიც ორივე მხარეს შეეფერება. ანალიტიკოსების შეფასებით,  კრემლმა შეასრულა თავისი შიდა პიარის მიზნები - ”ჩვენ ვაჩვენეთ ევროპას [ვინ არის პასუხისმგებელი]!” - და ამავდროულად გარანტირებული იქნება „გაზპრომბანკის“ სანქციების საფრთხისგან გამოყვანა. გარდა ამისა, რუსული „გაზპრომბანკისთვის“ გაზის გადასახადების გადაცემის გამო, მცირდება რუსეთის მიერ მისი ენერგორესურსებისთვის თანხების დაბლოკვისა და გაყინვის რისკები. მაგალითად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა შესთავაზა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეაჩერონ რუსეთის მიერ მიწოდებული ნავთობის საფასურის გადახდა, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებდა. ამავდროულად, პუტინის განკარგულებით, რუსეთის ხელისუფლება ასევე ვერ შეძლებს „გაზპრომბანკში“ უცხოელი მყიდველების უცხოური ვალუტის სპეციალური ანგარიშების დაბლოკვას ან გაყინვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლი მიანიშნებს, რომ არ აპირებს დასავლელ მყიდველებს ჩამოართვას რუსული გაზის გადახდის და მიღების შესაძლებლობა. თავის მხრივ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს არხი „გაზპრომბანკის“ მეშვეობით, რათა უზრუნველყონ გადახდები გაზზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი სხვა გადასახადისთვის, მაგალითად, ნავთობისთვის. „ირანისა და ვენესუელას გამოცდილება [რომლებიც სანქციების ქვეშ არიან] გვიჩვენებს, რომ ბანკებს შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება ისე, რომ მათი საბოლოო ბენეფიციარების დადგენა თითქმის შეუძლებელი იქნება“, - განუცხადა WSJ-ს აშშ-ს ხაზინის ყოფილმა წარმომადგენელმა კერი შტაინბუერმა. გადაწყდა თუ არა პრობლემა? არა. ევროპა კვლავ აპირებს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგო წყაროებზე - ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე, რადგან კრემლი მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად იყენებს. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბეროლმა. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ექსპერტები ევროკავშირს ურჩევენ: არ დადოს ახალი კონტრაქტები გაზპრომთან, შეცვალოს რუსული გაზი LNG-ით შეერთებული შტატებიდან და მილსადენებით ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან, მოახდინოს ბირთვულ ენერგიაზე ფოკუსირება, შეამციროს შენობების გათბობის ტემპერატურა ევროკავშირში, დაზოგოს 200 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გაძვირების პირობებში ყველაზე დაუცველი მომხმარებლების მხარდასაჭერად. რამდენად რეალურია ამ ამოცანის სწრაფად მიღწევა?  ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროპა აჭიანურებს „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირებას, რაც დიდი ხანია დაგეგმილი იყო. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის დამატებითი მოცულობის პოვნის შესაძლებლობაზე. მაგრამ ამ დროისთვის ამ ბაზარზე დეფიციტია და არსებული LNG ქარხნები სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. რუსული გაზის მთავარი ალტერნატივა არის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ-დან და ყატარიდან, მაგრამ ამისთვის ევროპის ბაზარზე გათვლილი LNG სიმძლავრეები უნდა გაფართოვდეს. ამას შეიძლება ხუთიდან შვიდი წელი დასჭირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული გაზის (ევროპული ბაზრისთვის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე იაფი წყარო) შემცვლელის პოვნა გაზის მაღალი ფასების შენარჩუნებას ნიშნავს. მაგალითად, გერმანიის 41,5 მილიონი ოჯახებიდან დაახლოებით ნახევარი გაზს იყენებს გასათბობად. გერმანულ ოჯახს, რომელმაც 2022 წლის მარტში გააფორმა კონტრაქტი გაზის კომპანიასთან, წლის განმავლობაში საშუალოდ 62%-ით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში დადებული ასეთი კონტრაქტი. ხოლო დიდ ბრიტანეთში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საშუალო ოჯახის გადასახადი ყველაფერზე, რაც ეხება ენერგორესურსებს (გათბობა, ცხელი წყალი, ელექტროენერგია) გაიზრდება 1100 ფუნტით. მთლიანი ხარჯები ინფლაციის გამო გაძვირებული პროდუქტების გათვალისწინებით 2600 ფუნტით. გაზის (+81%) და ელექტროენერგიის (+36%) სტანდარტული ტარიფების 1 -ელ აპრილს გაზრდით ქვეყანაში ხუთი მილიონი ოჯახი „ენერგეტიკული სიღარიბის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რა მოხდება, თუ ვითარება გაუარესდება და კრემლი მაინც გადაწყვეტს ევროპის „გათიშვას“ რუსული გაზისგან? ექსპერტების შეფასებით, ეს იქნება გიგანტური შოკი ევროპის ეკონომიკისთვის. მაგრამ ამავდროულად  რუსეთისთვის ევროპული მიმართულებით ექსპორტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მკვეთრ ვარდნას ნიშნავს. 2022 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ქვეყნის შემოსავლების 38,1% ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე მოდის. შეუძლებელი იქნება გამოშვებული ნაკადების სწრაფად გადამისამართება სხვა მიმართულებით (მაგალითად, ჩინეთში) , მაშინ რუსეთს მოუწევს ახალი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის შექმნა..

CIA-ს დირექტორი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა გლობალური საფრთხეების შესახებ ყოველწლიურ მოსმენაზე განაცხადა, რომ რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-4000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „პუტინს გადაწყვეტილი აქვს დომინირება და კონტროლი უკრაინაში, რათა ჩამოაყალიბოს თავისი კურსი. ის ამას აკეთებს წყენისა და ამბიციების აალებადი კომბინაციით მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბერნსმა. ბერნსის თქმით, პუტინი „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას აპირებს. „ვფიქრობ, პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. ის, სავარაუდოდ, გაორმაგებული ძალებით შეეცდება, გაანადგუროს უკრაინელი სამხედროები. პუტინი თავის ომს ოთხ ცრუ ვარაუდზე აყალიბებდა: მას სჯეროდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, სჯეროდა, რომ ევროპა განადგურდა და არ მოახდენდა ძლიერ რეაგირებას, ფიქრობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მზად იყო, გაეძლო სანქციებისთვის და თვლიდა, რომ რუსეთის არმია მოდერნიზებული იყო და ეფექტიანად იბრძოდა“. „პუტინი ყველა ამ მიმართულებით შეცდა”, - განაცხადა ბერნსმა, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში. CIA-ს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა მოელის პუტინის „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას, ხოლო უკრაინელები გააგრძელებენ სასტიკ წინააღმდეგობას. სავარაუდო შედეგი, მისი თქმით, არის უკრაინის ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის, კიევის კონტროლისთვის ბრძოლის „საშინელი მომდევნო რამდენიმე კვირა". იმავდროულად, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ პუტინის გრძელვადიანი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია. „ამ ეტაპზე გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა რუსეთი  გეგმის განხორციელებას უკრაინის მთელი ან უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდების მიზნით, რაც, ჩვენი შეფასებით, მეტ რესურსს მოითხოვს“, - განაცხადა ჰეინსმა. „თუ ისინი გეგმის მაქსიმუმს განახორციელებენ, „ჩვენი შეფასებით, რუსებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება უკრაინის ტერიტორიის დაკავება, კონტროლი და კიევში „მდგრადი პრორუსული რეჟიმის დასმა“, - დაამატა ჰეინსმა. ბერნსი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, პუტინს არ აქვს განსაზღვრული გეგმა, თუ რას გააკეთებს, თუ რუსული ძალები უკრაინას გააკონტროლებენ. „გამოწვევა, რომელსაც ის აწყდება, და ეს არის ყველაზე დიდი კითხვა, მას არ აქვს საბოლოო, მყარი ფინალური ფაზა უკრაინელების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე“,- განაცხადა უილიამ ბერნსმა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

BBC უკრაინაში ომის დასრულების 5 სცენარს განიხილავს. Europetime ბრიტანული მედიის სტატიას სრულად გთავაზობთ: პირველი სცენარი - მოკლევადიანი ომირუსეთი აძლიერებს სამხედრო ოპერაციებს. უკრაინის მასშტაბით საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებია. რუსული საჰაერო ძალები, რომლებიც აქამდე უმნიშვნელო როლს ასრულებდნენ, დამანგრეველ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ. მასიური კიბერშეტევებია უკრაინაში, სამიზნე ძირითად ეროვნული ინფრასტრუქტურა. გათიშულია ენერგომომარაგება და საკომუნიკაციო ქსელები. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. მიუხედავად მამაცი წინააღმდეგობისა, კიევი რამდენიმე დღეში ეცემა. ხელისუფლება შეიცვალა პრომოსკოვური მარიონეტული რეჟიმით. პრეზიდენტი ზელენსკი ან მოკლეს, ან გააძევეს დასავლეთ უკრაინაში ან თუნდაც საზღვარგარეთ და იქ აყალიბებს მთავრობას. პრეზიდენტი პუტინი აცხადებს გამარჯვებას და გაიყვანს ძალებს, ტოვებს საკმარისს იმისთვის, რომ გარკვეული კონტროლი შეინარჩუნოს. ათასობით ლტოლვილი გარბის დასავლეთით. უკრაინა უერთდება ბელორუსს, როგორც მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო. ეს შედეგი არავითარ შემთხვევაში არ არის შეუძლებელი, მაგრამ დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორის ცვლილებაზე: რუსული ძალები უკეთ მოქმედებენ; უკრაინის არაჩვეულებრივი საბრძოლო სულისკვეთება ჩაქრა. პუტინმა შესაძლოა მიაღწიოს რეჟიმის შეცვლას კიევში და დაასრულოს უკრაინის დასავლური ინტეგრაცია. მაგრამ ნებისმიერი პრორუსული მთავრობა იქნება არალეგიტიმური და ასეთი შედეგი გამოიწვევს არასტაბილურობას, კონფლიქტის ხელახალი გაჩაღების პერსპექტივა მაღალი იქნება.  მეორე სცენარი - ხანგრძლივი ომი უფრო სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს გაჭიანურებულ ომში. შესაძლოა, რუსული ძალები ჩაიძირონ, ცუდი ლოგისტიკისა და არასრულფასოვანი ხელმძღვანელობის გამო. შესაძლოა, რუსეთის ძალებს მეტი დრო დასჭირდეს კიევის მსგავსი ქალაქების ასაღებად, რომელთა დამცველები შეუპოვრად იბრძვიან. გრძელდება ხანგრძლივი ალყა. ბრძოლები გამოძახილია რუსეთის ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლისა, რომელიც მოხდა 1990-იან წლებში გროზნოს, ჩეჩნეთის დედაქალაქის დაპყრობისა და განადგურების მიზნით. და მაშინაც კი, როცა რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში გარკვეულ მიზანს მიაღწიეს, მათ კონტროლის შესანარჩუნელლად ბრძოლა მოუწევთ. შესაძლოა, რუსეთს არ შეუძლია, უზრუნველყოს საკმარისი ჯარი ამხელა ქვეყნის ასაღებად. უკრაინის თავდაცვითი ძალები გარდაიქმნება ეფექტურ ამბოხებულ ძალებად, არიან კარგად მოტივირებულნი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არის მხარდაჭერილი. დასავლეთი აგრძელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. მრავალი წლის შემდეგ, შესაძლოა, მოსკოვში, ახალი ხელმძღვანელობით, რუსული ძალები უკრაინას საბოლოოდ დატოვებენ, ისევე როგორც 1989 წელს, მათმა წინამორბედებმა ავღანეთი ათწლეულის განმავლობაში ისლამისტ ამბოხებულებთან ბრძოლის შემდეგ დატოვეს. ევროპის ომი შესაძლებელია თუ არა ეს ომი უკრაინის საზღვრებს გარეთ გავრცელდეს? პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მოლდოვასა და საქართველოში (რომლებიც NATO-ს წევრები არ არიან) ჯარების გაგზავნით რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა სცადოს. ან უბრალოდ, შეიძლება იყოს ესკალაცია. ბატონმა პუტინმა შეიძლება, გამოაცხადოს, რომ უკრაინული ძალებისთვის დასავლეთის იარაღის მიწოდება აგრესიის აქტია, რომელიც შურისძიებას მოითხოვს. ის შეიძლება, დაიმუქროს ჯარების გაგზავნით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც NATO-ს წევრები არიან - მაგალითად, ლიეტუვაში, რათა უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი რუსეთის სანაპირო ექსკლავ კალინინგრადთან. ეს იქნება ძალიან საშიში, NATO-სთან ომის რისკის გამომწვევი გადაწყვეტილება. სამხედრო ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. მაგრამ ბატონი პუტინი შესაძლოა, რისკზე წავიდეს, თუ იგრძნობს, რომ ეს არის მისი ლიდერობის გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ ის უკრაინაში დამარცხდება, შემდგომი ესკალაციის ცდუნება ექნება. ვიცით, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის, დაარღვიოს ყველა საერთაშორისო ნორმა. იგივე ლოგიკას შეიძლება, მივყვეთ ბირთვული იარაღის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ კვირაში პუტინმა თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. ანალიტიკოსთა უმეტესობა ეჭვობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლოა, სავარაუდოა ან გარდაუვალი. მაგრამ ეს იყო იმის შეხსენება, რომ რუსული დოქტრინა ბრძოლის ველზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საშუალებას იძლევა. დიპლომატიური გადაწყვეტა ომი რუსეთისთვის ცუდად მიმდინარეობს. სანქციები მოსკოვში არეულობას იწვევს. წინააღმდეგობა იზრდება, როდესაც გვამებით სავსე ტომრები მოსკოვში ბრუნდება. პუტინი თვლის, რომ ომის გაგრძელება შეიძლება უფრო დიდი საფრთხე იყოს მისი ხელმძღვანელობისთვის. ჩინეთი სიტუაციაში ერევა, ახორციელებს ზეწოლას მოსკოვზე და კომპრომისზე წასვლას სთხოვს, აფრთხილებს, რომ ის არ იყიდის რუსულ ნავთობს და გაზს, თუ დეესკალაცია არ მოხდება. ასე რომ, ბატონი პუტინი იწყებს გამოსავლის ძიებას. იმავდროულად, უკრაინის ხელისუფლება ხედავს მათი ქვეყნის მუდმივ განადგურებას და ასკვნის, რომ პოლიტიკური კომპრომისი შესაძლოა უკეთესი იყოს, ვიდრე ასეთი დამანგრეველი შედეგები. დიპლომატები ვითარებაში ერთვებიან და შეთანხმება მიღწეულია. ვთქვათ, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმსა და დონბასის ნაწილებზე. თავის მხრივ, პუტინი აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას და ევროპასთან კავშირების გაღრმავების უფლებას. ეს შეიძლება, არ ჟღერდეს დამაჯერებლად, მაგრამ სულაც არ არის შეუძლებელი, რომ ასეთი სცენარი განვითარდეს. პუტინი დაამხეს რაც შეეხება თავად ვლადიმერ პუტინს? როდესაც შეიჭრა უკრაინაში, განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის". მაგრამ რა მოხდება, თუ ეს შედეგი დააკარგინებს მას ძალაუფლებას? ეს შეიძლება, წარმოუდგენელი ჩანდეს. თუმცა სამყარო ბოლო დღეებში შეიცვალა და ახლა ასეთ რამეზე ფიქრი შეიძლება. რატომ? ალბათ, პუტინი განაგრძობს დამღუპველ ომს. ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეკონომიკური სანქციები ანგრევს. პუტინი კარგავს სახალხო მხარდაჭერას. ალბათ არსებობს სახალხო რევოლუციის საფრთხე. ის იყენებს რუსეთის შიდა უსაფრთხოების ძალებს ოპოზიციური მუხტის ჩასახშობად. მაგრამ  რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წევრები მის წინააღმდეგ შემობრუნდებიან.  დასავლეთი მკაფიოდ განაცხადებს, რომ თუ პუტინი წავა და მას უფრო მოზომილი ლიდერი ჩაანაცვლებს, რუსეთი დაინახავს გარკვეული სანქციების მოხსნას და ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ხდება სისხლიანი გადატრიალება, პუტინი ჩამოგდებულია. ისევ და ისევ, ეს შეიძლება, ახლა ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდეს, მაგრამ წარმოუდგენელი არ არის, თუ ადამიანებს, რომლებიც პუტინისგან დიდ სარგებელს იღებდნენ, აღარ სჯერათ, რომ მას შეუძლია, მათი ინტერესების დაცვა. დასკვნა შეიძლება, სხვადასხვა შედეგის მიღწევის დროს, ამ სცენარების კომბინირება მოხდეს, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამყარო შეიცვალა. რუსეთის ურთიერთობა გარე სამყაროსთან განსხვავებული იქნება. ევროპული დამოკიდებულება უსაფრთხოების მიმართ გარდაიქმნება. ლიბერალური, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი შესაძლოა, შეიცვალოს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ეს თემა განიხილა Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ. ექსპერტი პუტინის ნაბიჯის უკან შანტაჟს ხედავს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ვიღაც მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველაფერი 5 წუთში ამოქმედდება. თენგიზ ფხალაძის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი ტექნიკა უნდა მოვიდეს მზადყოფნაში. დეტექცია, წინასწარ შეცნობა რომ ეს საფრთხე მზადდება, შესაძლებელია წინასწარ ეტაპზე, დღეს კი, ასეთი ნიშნები არ ჩანს. რაც შეეხება პოლიტკურ კონტექსტს, ის მიიჩნევს: „მეორე საკითხია პოლიტიკური კონტექსტი და მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ბირთვული იარაღი რომ იყოს გადამწყვეტი (მაგალითად, გვსმენია, რომ მას ბირთვული იარაღი აქვს და გააკეთებს...), რუსეთი უკვე მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა, რადგან მას უკვე აქვს ბირთვული იარაღი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ ბირთვული იარაღის გამოყენებას აქვს თავისი ლიმიტი, ვგულისხმობ პოლიტიკურ კონტექსტს, ამიტომაც ვერ დაიპყრო რუსეთმა მთელი მსოფლიო და ზოგადად, ასეთი მიმართულებით, საერთაშორისო პოლიტიკა არ მიდის“, - მიიჩნევს თენგიხ ფხალაძე. ექსპერტის თქმით, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კომპლექსურ საკითხს მოიცავს. სჭირდება ელიტის თანხმობა და სხვა. „თუკი ასეთი საკითხი თეორიულად მაინც მსჯელობის საგანი გახდა, არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ, პუტინს საფლავში ჩაჰყვნენ, იმიტომ, რომ ეს იქნება სრულიად შეურაცხადი ადამიანის გადაწყვეტილება, ნებისმიერი შერაცხადი ადამიანი იტყვის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, (რაც არ უნდა მცირე, გამაფრთხილებელი მასშტაბები იყოს) მოჰყვება დამანგრეველი შედეგი ამ გადაწყვეტილების მიმღებისთვის, ისეთი დამანგრეველი შედეგი, რომ ვერასოდეს გასწორდება წელში მისი პოლიტიკური რეჟიმი, პასუხისმგებელი პირები“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სათუოდ მიაჩნია. „პუტინს „უკან დასახევი“ გზა აქვს“ „ხშირად ისმის ხოლმე, რომ პუტინს, უფრო სწორედ რუსეთს „უკან დასახევი გზა“ არ აქვს, პუტინს თუ თავისი პირადი ეგო ახრჩობს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უკან დასახევი გზა როგორ არ აქვს?! რუსეთს ტერიტორიას არავინ ედავება, ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიებიდან გაიყვანე შენი ჯარები და მოიქეცი ისე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითხოვს. დააკვირდით იმასაც, რომ ოლიგარქებისგან წამოვიდა პირველი გამოხმაურებები, იმიტომ, რომ მილიონებს კარგავენ, პუტინის რეჟიმი ხო ამაზე დგას?! ამ ხალხმა თუ ფული დაკარგა, ისინი მხარს პუტინს აღარ დაუჭერენ“, - აღნიშნავს ექსპერტი. თენგიზ ფხალაძე უკრაინის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერაზე მიუთითებს, ამის პარალელურად, სანქციების შედეგად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს უსვამს ხაზს. „წარმოიდგინეთ, ისტორიას არ ახსოვს, შვეიცარიამ დაარღვია ნეიტრალიტეტი და სანქციებში ჩაერთო. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინაში მხოლოდ უკრაინელები არ იბრძვიან, ესეც დიდ საერთაშორისო სოლიდარობაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, 3 მარტს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან. ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ დრაიანმა 24 თებერვალს განაცხადა: როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, მან უნდა იცოდეს, რომ NATO ბირთვული ალიანსია. ჟან ივ დრაიანმა აქვე გამორიცხა NATO-ს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის დასაცავად. „ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“, დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, პუტინის ეს განცხადება აღიქვა ფრანგმა მინისტრმა „ბირთვულ მუქარად“. ასევე წაიკითხეთ: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი

პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ირიბ მუქარას“ უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების კონტექსტში განიხილავს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის აზრით, პუტინის მიზანია, უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერა შეაფერხოს.  „უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით მხოლოდ ირიბად დაიმუქრა. განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული ძალები მზადყოფნაში არიან. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის მზადყოფნის სტატუსში ცვლილებები არ მომხდარა, რადგან იარაღი ყოველთვის მზადყოფნაშია. ეს არ მიუთითებს მათი გამოყენების განზრახვაზე, არამედ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მუქარა. დიახ, ეს არის უკრაინაზე ზეწოლის გაზრდის გზა, განსაკუთრებით ევროპაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეშვეობით, რომლებსაც ბირთვული ომის საფრთხე აშინებთ. პრეზიდენტ პუტინის არაპირდაპირი მუქარა რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია, რომელიც შემდეგ კონცეფციას ეფუძნება - რუსეთს სურს, იყოს დომინანტი აქტორი კრიზისის ესკალაციის გზით და შესაბამისად, ოპონენტის დამარცხებით. ამრიგად, მისი მიზანია კონფლიქტის ესკალაცია უკრაინასთან და უკრაინის მეგობრებთან ტრანსალტლანტიკურ საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.  მეთიუ ბრაიზა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში განიხილავს, თუმცა აასეთ შემთხვევაში ალიანსის მხრიდანაც ადეკვატურ პასუხს ელის. „NATO-ს სივრცეში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში, (ვგულისხმობ თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, როგორიცაა, ესტონეთი ან ლატვია, რომლითაც ის NATO-სთან ომის პროვოცირებას მოახდენს) ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. NATO არასოდეს დაესხმება თავს რუსეთს, არ აქვს ამის სურვილი და გეგმა, მაგრამ თუ რუსეთის თავს დაესხმება NATO-ს, NATO ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავს, მათ შორის ბირთვული იარაღით, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან შორს ვართ ასეთი განვითარებისგან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“. ასევე წაიკითხეთ: Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი აშშ-ის რეაქცია ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებული შტატები პუტინს პროვოკაციულ რიტორიკაში არ აჰყვა. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც მართებულად აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინს პროვოკაციული ქცევის გამო, მაგრამ ასევე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა პუტინს არ უპასუხა პროვოკაციულად“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, რუსეთის სამხედრო გეგმა, უკრაინის დამარცხების სტრატეგიული გეგმა ჩაიშალა. „პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ძალიან სწრაფ შეტევას და ფიქრობდა, რომ დაამხობდა უკრაინის მთავრობას, სწრაფად აიღებდა კიევს და ასევე დაიპყრობდა ძირითად ქალაქებს, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკა. მაგალითად, ხელში ჩაიგდებდა მარიუპოლის, ოდესის, ასევე, ხარკოვის პორტებს, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია. ამ ტაქტიკამ არ იმუშავა მრავალი მიზეზის გამო - დაზვერვის შესანიშნავი მუშაობა; რუსეთის სუსტი ლოგისტიკა, სუსტი დაგეგმვა, საშინლად არასწორი შეფასება უკრაინის შესაძლებლობების, იმისა, თუ რამდენად ძლიერად გაუწევდნენ უკრაინელები წინააღმდეგობას რუსეთის შეჭრას, ასევე, გაუგებრობის ან არასწორი წარმოდგენის იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებს მიესალმებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს და არა დამპყრობლებს. ახლა ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიმართ უპრეცედენტო უმსხვილეს სანქციებს. რუსეთის ეკონომიკა ნადგურდება, ხალხი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული და გაბრაზებულია პრეზიდენტ პუტინზე, რადგან მან უთხრა რუს ხალხს, რომ დასავლეთი არ დააწესებდა ძლიერ სანქციებს, რადგან ის გაყოფდა NATO-ს, მას არ დაემუქრებოდა ეკონომიკური შედეგები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა პუტინმა რუს ხალხს უთხრა, რომ ყირიმის მსგავსად სწრაფ და მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა. მას სჯეროდა, რომ ზელენსკის მთავრობა დაინგრეოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რუსეთის საზოგადოებაში პუტინის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე Europetime-თან. ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. განახლება შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის საშიში რიტორიკა მიუღებელია

EUROPETIME-ის ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი პუტინის ბრძანებაზე, რუსეთის ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის. „რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა და არაერთხელ განაცხადეს, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არასდროს არ უნდა იყოს ბრძოლის იარაღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პროვოკაციული რიტორიკა საშიშია, ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს, თავიდან უნდა იყოს აცილებული და ჩვენ ამ რიტორიკაში არ ჩავერთვებით. მთელი ამ კრიზისის განმავლობაში რუსეთი სიცრუის გავრცელების გზით ამტკიცებს, რომ მას საფრთხე ემუქრება, მათ შორის უკრაინისა და NATO-ს მხრიდან. არც აშშ-ს და არც NATO-ს არ აქვთ რუსეთთან კონფლიქტის სურვილი და განზრახვა. ჩვენ ურყევი ვართ ჩვენი ვალდებულებების მიმართ, რაც მოიცავს შეკავების გაძლიერებას და დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.  შეგახსენებთ, პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი პენტაგონი: აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცავს საკუთარ თავს, მოკავშირეებს და პარტნიორებს სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. საერთაშორისო მედიის წინასწარი ინფორმაციით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ

რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინული დიპლომატიის მიღწევებს გაუსვა ხაზი. ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური ვერტიკალი - უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული. კულებას თქმით, ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.    უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას აქტიურად ითხოვდა, თუმცა პარტნიორებს ამ საკითხში განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ.   „ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის და სხვა ქმედითი ზომების შემოღებას აგრესორის შესაჩერებლად“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე 24 თებერვალს.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასთან საუბრისას, SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, უნგრეთი რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს უჭერს. ასევე, კვიპროსი თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას: ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან. უფრო ადრე, კულება წერდა: ყველას, ვინც ახლა ყოყმანობს, უნდა მოიკვეთოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში მათი ხელიც ურევია. წყაროები ევროკავშირიდან ანონიმურობის პირობით უზიარებენ ინფორმაციას საერთაშორისო მედიას, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებდა ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ შიშობდა, რომ მას არ შეეძლო, იზოლირებულად ემოქმედა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რუსეთს უმკაცრესი სანქციებით მუდმივად ემუქრება, საჯაროდ მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებდა იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნებოდა გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის წინ, ჟურნალისტებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ ევროკავშირის ახალ სანქციებში SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემის საკითხის ახლა შეტანის წინააღმდეგია. შოლცი ამტკიცებდა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა, ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე განიხილებოდეს.  „ერთიანობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ზომებზე რომლებიც მომზადდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და დანარჩენს ყველაფერს ვიტოვებთ იმ სიტუაციისთვის, როდესაც საჭირო იქნება სხვა რამის გაკეთებაც“, - განაცხადა შოლცმა, თუმცა SWIFT-ი არ უხსენებია. 25 თებერვალს, ამავე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის ჩახსნის საკითხი, ამავე დროს, შესაძლო შედეგებიც გათვალოს. აშშ-ის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. მისივე აზრით, რუსეთის ჩახსნა SWIFT-დან „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“. „სანქციები, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანია, SWIFT-თან შედარებით, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რა არის SWIFT-ი? SWIFT  (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) უსაფრთხო გლობალური შეტყობინებების ქსელია, რომელსაც ბანკებიტრანსსასაზღვრო გადახდების განსახორციელებლად  იყენებენ. ქსელი ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს ფულის გადარიცხვაში, რაც  გლობალური ვაჭრობის შეუფერხებლად მიმდინარეობას უზრუნველყოფს. მას იყენებს 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიებზე უსაფრთხო გადახდის მოთხოვნის შესასრულებლად. 2020 წელს, პლატფორმა ტრილიონობით დოლარის გადარიცხვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით, თითქმის 40 მილიონ შეტყობინებას, ყოველდღე იღებდა, რაც SWIFT-ს მსოფლიოში როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის შეტყობინებების ქსელად აქცევს.    მთავარი უპირატესობა - პლატფორმაზე გაგზავნილი შეტყობინებები უსაფრთხოდ ითვლება და ეხმარება ბანკებს, სწრაფად დაიცვან გადახდის ინსტრუქციები. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ფინანსურ ინსტიტუტებს, ყოველდღიურად აწარმოონ დიდი მოცულობის ტრანზაქციები. ბელგიაში დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ზედამხედველობას უწევენ ევროპის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები. რას ნიშნავს რუსეთისთვის SWIFT-დან ჩამოშორება ქსელიდან რუსეთის გათიშვა მის ეკონომიკას სერიოზულად შეაფერხებს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქვეყნის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. აკრძალვა გაურთულებს რუსულ ფირმებს და ფიზიკურ პირებს, იმპორტირებული საქონლის ან მათი ექსპორტისთვის გადახდა უზრუნველყონ, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნავთობისა და გაზის სექტორს, რომელიც ფულადი სახსრების მიმოქცევის თვალსაზრისით SWIFT-ზეა დამოკიდებული. ეს ასევე შეუზღუდავს რუსებს საზღვარგარეთ ინვესტირების ან სესხის აღების შესაძლებლობას. 2012 წელს, ირანული ბანკების ქსელიდან გამოსვლამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დრამატული ვარდნა ნაწილობრივ განაპირობა. რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვა არხები, როგორიცაა ტელეფონები, შეტყობინებების აპლიკაციები ან ელ-ფოსტა, მაგრამ ეს ალტერნატივები არ იქნება ისეთი ეფექტიანი და უსაფრთხო, როგორც SWIFT-ი და შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარჯები და ტრანზაქციის მოცულობის შემცირება. რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი გადახდის შეტყობინებების ქსელი, სახელწოდებით SPFS-ი, სისტემა, რომელიც ახორციელებს შიდა გადახდების დაახლოებით მეხუთედს, SWIFT-თან შედარებით, რაც მას სუსტად წარმოაჩენს. ევროკავშირი და SWIFT-ი ევროკავშირის ეკონომიკა უფრო მეტად არის გადაჯაჭვული რუსეთის ეკონომიკასთან, ვიდრე აშშ-ის ეკონომიკა და ბევრად მეტს დაკარგავს, თუ მოსკოვი SWIFT-ს გამოეთიშება. ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს რუსეთის იმპორტის დაახლოებით 37% ევროკავშირიდან მოდიოდა და მისი ექსპორტის თითქმის 38% ევროკავშირში გადიოდა. ბლოკი დიდწილად ეყრდნობა რუსეთს მისი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის და ქვეყნიდან იღებს გაზის მესამედზე მეტს და ნავთობის დაახლოებით მეოთხედს.  SWIFT-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია? SWIFT-ი საკუთარ თავს პოლიტიკურად ნეიტრალურად ახასიათებს და წინააღმდეგობას უწევს ქვეყნების ქსელიდან ამოღების მოწოდებებს. თუმცა, SWIFT-ი, რომელიც ექვემდებარება ბელგიის კანონმდებლობას, იძულებულია ბელგიის და ევროკავშირის წესებს დაემორჩილოს. ევროკავშირის - რომელმაც რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ტექნიკურად დამოუკიდებელია, შეერთებული შტატები ეფექტიანი გავლენით სარგებლობს, რადგან გადახდის ნაკადების 40%-ზე მეტი სწორედ აშშ დოლარში იმართება. მომზადებულია საერთაშორისო მედიის მიხედვით, Politico, Euronews, BBC, Reuters.

რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, თავისი ბირთვული ძალები "სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანონ - ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC განმარტავს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა. სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს „არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს „არალეგიტიმური სანქციები“. რუსეთის ლიდერმა უკვე გამოსცა გაფრთხილება, რომ მზად იყო, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი უკრაინაში. უფრო კონკრეტულად, რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC ამის შესახებ ანალიზს გვთავაზობს. „გასულ კვირას პუტინმა გააფრთხილა, ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“ დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, - მოჰყავს პუტინის ციტატა BBC-ს.  მისივე თანახმად, მაღალი განგაშის სტატუსზე საჯარო გადასვლა, მოსკოვის მიერ გამაფრთხილებელი მესიჯის გაგზავნას ნიშნავს, რაც სავარაუდოდ, გაუადვილებს თავისი სავარაუდო მიზნის სწრაფად განხორციელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამჟამად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა.„რუსეთს მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, მაგრამ ასევე იცის, რომ NATO-ს ასევე აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გაანადგუროს რუსეთი. მაგრამ მისი მიზანია, სავარაუდოდ, შეეცადოს შეაფერხოს NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, შიშის შექმნით იმის შესახებ, თუ რამდენად შორს არის წამსვლელი და შექმნას გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რა სახის მხარდაჭერას მიიჩნევს ის უკრაინისთვის ზედმეტად“, - წერს უსაფრთხოების საკითხებში BBC-ს მიმომხილველი. პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს  

აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარს აკეთებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე, ისინი თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ ღირსება და სამართლიანობა გაიმარჯვებს. უშანგი (შმაგი) შმაგი სოფრომაძის ქვრივი თეა ტაბატაძე: ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელ ხალხს, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ მიწაწყალს, ოჯახებს, ღირსებას. ჩვენ და პირადად ჩემს ოჯახს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკა... ჩემმა ქმარმა სიკვდილი არჩია საქართველოს დროშაზე გადავლას... საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა და ღირსება... დღეს ყველამ ნახა მტრის ნამდვილი სახე, მთელმა მსოფლიომ და უკრაინა არაა მარტო.  საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე: ყველა ტკივილი განახლდა, რასაც ვუყურებთ უკრაინაში. გიორგი ანწუხელიძის ოჯახის თანადგომა უკრაინელ ხალხს. საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა, ამის მტკიცედ მჯერა. შეგახსენებთ, შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს. „ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო”, - იხსნებდნენ მისი თანამებრძოლები. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ დახვრიტეს... - აგვისტოს ომის გმირებს მეუღლეები Europetime-თან იხსენებენ თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.