ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარება, მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია

რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა, ხოლო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარების შესახებ მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, მიმართოს მათ მსოფლიოში, ვინც მანიპულირებს სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ, რომ თითქოს, მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია, დაასრულოს ტერორისტული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. „უკრაინისთვის საჭიროა ფუნდამენტური და საკმარისი დახმარება. დახმარება ჩვენი ხალხისთვის, რომელიც არის ტერორისტული სახელმწიფოს სამიზნე. უნდა დაჩქარდეს საკმარისი რაოდენობის ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება უკრაინაში. მხოლოდ ეს არის მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატი. ისევე, როგორც უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა არის ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკების ფორმატი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, მშვიდობის მოაახლოება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოს არ სურს მშვიდობა და ამას ყოველდღე უკრაინის ქალაქების დაბომბვით ადასტურებს.  

აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ამის შესახებ კონგრესის უფროსი მრჩეველი პოლ მასარო იტყობინება. კონგრესი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების გენოციდად აღიარებას განიხილავს. მასაროს თქმით, სენატორი ლინდსი გრემი და პალატის წარმომადგენელი ტედ ლიუ ითხოვენ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა 9 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე მორიგი იერიში მიიტანეს. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან საცხოვრებელი კორპუსების გაწმენდითი სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 15 სექტემბერს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს.

პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდზე „თავდასხმაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს იყო „ტერორისტული აქტი“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეგახსენებთ, ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 24 თებერვალს კი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალები სარაკეტო თავდასხმებით ყოველდღიურად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ბოლო ასეთი თავდასხმა ზაპოროჟიეზე მოხდა, რომლის დროსაც სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს  

პოდოლიაკი პუტინს: მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ტერორისტული სახელმწიფო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდის დაზიანებაში ადანაშაულებს და მომხდარს ტერაქტად უწოდებს, ზედმეტად ცინიკური ნაბიჯია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო „პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ზედმეტად ცინიკურად ჟღერს თუნდაც რუსეთისთვის. 24 საათზე ნაკლები ხნის წინ რუსეთის თვითმფრინავებმა 12 რაკეტით დაარტყეს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი. აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის“, - დაწერა პოდოლიაკმა კვირას. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება

ქერჩის სრუტის ხიდის დაზიანება დიდი ალბათობით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, შეინარჩუნოს თავისი ძალები სამხრეთ უკრაინაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება. მისივე თანახმად, აფეთქების შემდეგ, რომელმაც ხიდი დააზიანა, გზის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა, საუბარია დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის სავალ ნაწილზე. „ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი დანარჩენი ორი სავალი ნაწილით აღდგა, მაგრამ გამტარუნარიანობა სერიოზულად დაქვეითდება“, აცხადებენ სამინისტროში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობითვე, სარკინიგზო გადასასვლელის დაზიანების მასშტაბი გაურკვეველია, მაგრამ მისი გამტარუნარიანობის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, შეინარჩუნოს თავისი ძალები სამხრეთ უკრაინაში“, - ნათქვამია მოხსენებაში. სარკინიგზო გადასასვლელი მხოლოდ 2020 წლის ივნისში გაიხსნა ტვირთებისთვის, მაგრამ ხსენებულმა ხაზმა, რუსეთის შეჭრის დროს მძიმე სამხედრო მანქანების სამხრეთის ფრონტზე გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „პრეზიდენტმა პუტინმა პირადად დააფინანსა და გახსნა ხიდი, ხოლო მისი სამშენებლო სამუშაოს განხორციელების დროს, კონტრაქტორი მისი ბავშვობის მეგობარი, რუსი მილიარდერი არკადი როტენბერგი იყო“, - იუწყება ბრიტანული დაზვერვა. ბოლო თვეებში, პუტინის ყოფილმა დაცვამ, ახლა რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ვიქტორ ზოლატოვმა, ხიდის უსაფრთხოების შესახებ საჯარო გარანტიები გასცა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

ყირიმის ხიდზე აფეთქება პუტინისთვის სტრატეგიულ არჩევანს აჩქარებს - ანალიზი

ყირიმის ხიდის აფეთქება აჩქარებს სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გააკეთოს რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ თემაზე CNN ანალიზს გვთავაზობს. სტატიის ავტორი წერს, რომ ქერჩის სრუტის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ყველაფრისთვის, რის მიღწევასაც რუსეთი უკრაინის სამხრეთით ცდილობს. „პუტინი ახლა დგას დაჩქარებული და მტკივნეული გადაწყვეტილებების სერიის წინაშე, რაც მის მუდმივად „პოკერის სახის“ გამომეტყველებას და სიამაყეს სასტიკად არღვევს. მდინარე დნეპრის დასავლეთით, ხერსონში მისი არმია სწრაფად მოძრავი უკრაინული ძალების ალყაშია. პუტინის ჯარები უკვე უკან იხევენ, ნაწილობრივ იგივე იმ ცუდი მარაგის გამო, რაზეც ქერჩის აფეთქებაც იქონიებს გავლენას.  ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ ძალის შენარჩუნება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პირობებში? გადაწყვეტილების მეორე პუნქტი უკვე ყირიმს ეხება. პუტინი ახლა რთული არჩევანის წინაშე დგას, გააძლიეროს ის კიდევ უფრო დაცლილი ძალებით, რომლებიც აწყდებიან მომარაგების პრობლემებს, ან ნაწილობრივ გაიყვანოს სამხედროები, რათა ნახევარკუნძულზე მათი მნიშვნელოვანი რესურსები არ შეჩერდეს.  უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! პუტინმა უნდა აირჩიოს თავისი უფრო დიდი ამბიციების გამოკვება წარმატების შემცირებული შანსებით, ან ძალების კონსოლიდაცია იმ მიზნის ირგვლივ, რომლის მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს. ერთი მას უკრინაში, ისევე როგორც შესაძლოა, მის მმართველობასაც კატასტროფული კოლაფსის რისკის წინაშე აყენებს, მეორე კი, მისი სახის დაუყონებლივ დაკარგვას გამოიწვევს, მაგრამ უკრაინის მცირე ნაწილების ოკუპაციის შენარჩუნების უფრო დიდ შანსს ტოვებს“, - წერს CNN. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ კრემლმა პასუხი უნდა აგოს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის“. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ „დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორიც დაისჯება“. „რუსეთი აგრძელებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. ამჯერად ზაპოროჟიეზე. საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ მრავალი ადამიანის გადარჩენა, იმედია, ისინი მალე უკრაინამდე მიაღწევენ“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითა, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს იმ ფონზე, როდესაც  რუსეთი ტერორს აგრძელებს. თავდასხმა ასევე დაგმო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან 9 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი დაშვდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კულება მსოფლიოს ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი. კულებამ აღნიშნა, რომ წუხელ, რუსეთმა 20-ზე მეტი რაკეტა ესროლა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. „რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების ერთადერთი მიზანი იყო მშვიდობიანი ხალხის სიკვდილი და განადგურება, ტერორის და შიშის დათესვა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს შეკავებული, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი საზარელი სისასტიკე“, - განაცხადა კულებამ. კულება უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს ამასთან დაკავშირებით მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი. კერძოდ, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას და პარტნიორებს, სასწრაფოდ განათავსონ გამომძიებლები და ექსპერტები ადგილზე რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გარდა ამისა, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ დაგმოს ზაპოროჟიეზე რუსეთის არაადამიანური თავდასხმები და გააძლიეროს ზეწოლა მკაცრი ახალი სანქციებით. მან მოუწოდა პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, გერმანიას, ნორვეგიას და საფრანგეთს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის (AD) და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (MD) სისტემები. „ამ სისტემებს საწყობებში განთავსების ნაცვლად, ახლა უკრაინაში სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ“, - განაცხადა კულებამ. მეხუთე ნაბიჯისაგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ ნეიტრალიტეტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ, სასწრაფოდ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები ზაპოროჟიეში და „ერთი ღამე გაატარონ საცხოვრებელ ადგილებში, რათა იგრძნონ, რას ცდილობენ ნეიტრალიტეტით". 9 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სულ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 87, მათ შორის ექვსი ბავშვია. თავდაპირველად, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. კონტექსტი: ზაპოროჟიე არის მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს, აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და იქ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულად აკვირდება.

მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

"ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ყირიმი, ხიდი, დასაწყისია, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია.  

დავით არახამია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევასა და ცეცხლში გახვევას

რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: მივესალმებით ამ მამაც ნაბიჯს, რომლის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას

ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ესტონური მედია წერს. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

BBC-ის კორესპონდენტმა ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

BBC-ის კორესპონდენტმა კრის პარტრიჯმა, აფეთქებამდე და შემდეგ, ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?!

რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. „რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების შემდეგ, პუტინის ბედი არ მაინტერესებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბედი მას შემდეგ, რაც უკრაინა ომში გაიმარჯვებს. გადარჩება თუ არა პუტინი უკრაინის გამარჯვების შემდეგ - ეს შეკითხვა დაუსვა მას ჟურნალისტმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთი თავისი შიდა საქმეებით დაკავდება. „ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიებზე, რათა შეწყვიტონ ახსნა-განმარტებები თავიანთი საზოგადოებისთვის დაიწყონ მუშაობა, სახელმწიფოს რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და ა.შ.“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ამიტომ არ მაინტერესებს მისი ბედი. დაე, მისი საზოგადოება გაუმკლავდეს მას. ეს მხოლოდ მათი პრობლემა იქნება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

უკრაინა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფლები ნოვოლიუბივკა, ნევსკოე, გრეკოვკა,  ნოვოეგოროვკა, ნადია, ნადეჟდა, ანდრეევკა, და სტელმახოვკა გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შვიდივე დასახლებას უკრაინა აკონტროლბს. 7 ოქტომბერს გამართულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში 29 დასახლება განთავისუფლდა. მთლიანობაში, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან 2400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 96 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.  

გათავისუფლებულ ლიმანში ექსჰუმაციის პროცესი მიმდინარეობს, ნაპოვნია ბავშვების ცხედრები

ექსჰუმაციის დროს, პირველი 20 ცხედარი იპოვეს ლიმანში, მათ შორის ბავშვებიც არიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში საგამოძიებო მოქმედებების შემოწმებისას გააკეთა. ექსჰუმაციის პროცედურები ახლა ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ მათგანში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაკრძალული. მეორე არის უკრაინელი სამხედროების მასობრივი საფლავი. იპოვეს ბავშვების ცხედრებიც. 2022 წლის 29 სექტემბრიდან დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სულ 87 ცხედარი იპოვეს და მათგან 38 უკვე იდენტიფიცირებულია. წინასწარი შეფასებით, ზოგიერთს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები აღენიშნება. უკრაინელმა ჯარებმა სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს ლიმანი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო.  

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მას ვერავინ შეცვლის

ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასხუოდ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას. „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და ე.წ. ოთხეულს უერთდება  „მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი, ყოველ ჯერზე როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს: დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით“, - აღნიშნა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი - არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს

„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პრივატულობა ძალიან მოწყვლადი საკითხია მსოფლიოში. „მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს", - აღიშნა პრემიერ-მინისტრმა.