თეგი: ატომური სადგური
რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ამის გარკვევას abc.net-ი შეეცადა. სტატიის ავტორი წერს, რომ ევაკუაციის გეგმა ისევ დღის წესრიგშია, ხელისუფლება იოდის ტაბლეტებს არიგებს. Planet Labs-ის სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ევროპის უდიდესი ატომური სადგურის ირგვლივ ხანძარი იყო. რა ვითარებაა ზაპოროჟიეში ხელისუფლებას ქარხნის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის იოდის ტაბლეტების დარიგება აქვს დაწყებული. იოდის ტაბლეტები ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური დაბინძურების შეწოვის დაბლოკვას, ბირთვული ავარიის დროს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უკრაინა ზაპოროჟიედან, ხარკოვიდან და მიკოლაივიდან ევაკუაციას გეგმავს. როგორც ცნობილია, ქარხანა ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ და მას უკრაინელი თანამშრომლები მართავენ უკვე 6-თვიანი ომის პირველივე დღეებიდან. ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთი ორივე მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა. ბოლო ინციდენტში უკრაინა და რუსეთი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებაში, რამაც სადგური ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშა. „ენერგოატომი“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან. ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გაითიშა უკრაინა ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო.
პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს
ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით)აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს. „თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.
ვარშავამ და სეულმა პოლონეთში ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
სამხრეთ კორეამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პოლონეთში კერძო ატომური ელექტროსადგურის განვითარებას გულისხმობს. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა იაცეკ სასინმა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ლი ჩანგ-იანგმა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ინვესტიციებს მხარს უჭერენ. „ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მთავარ ბირთვულ ენერგეტიკულ პროგრამას”, - განაცხადა სასინმა. მედიაში 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს.
აშშ რუსეთს აფრთხილებს, არ შეეხოს ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას უკრაინის ატომურ სადგურზე
აშშ-ს აქვს მგრძნობიარე ბირთვული ტექნოლოგია უკრაინის შიგნით არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე და აფრთხილებს რუსეთს, არ შეეხოს მას, ნათქვამია წერილში, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა რუსეთის სახელმწიფო ატომურ ენერგეტიკულ ფირმას Rosatom-ს გაუგზავნა. წერილის შინაარსზე CNN წერს. წერილი 2023 წლის 17 მარტით არის დათარიღებული. რუსული ძალები აგრძელებენ ევროპაში უდიდეს ელექტროსადგურზე კონტროლს, რომელიც გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავა. სადგური ხშირად რეგიონში რუსული ინტენსიური დაბომბვის გამო, უკრაინის ელექტრო ქსელიდან ითიშებოდა, რაც მთელ ევროპაში აძლიერებს შიშს ბირთვული ავარიის შესახებ. ქარხანას ფიზიკურად ჯერ კიდევ უკრაინელი პერსონალი მართავს.
პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გაიცა
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძო კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მისცა. ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში, ამერიკული რეაქტორის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი, 2033 წელს გამოჩნდება. პოლონეთის კლიმატის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ინვესტიცია ახორციელებს პოლონეთის ბირთვული ენერგიის განვითარების პროგრამას, რომელიც შეესაბამება პოლონეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას 2040 წლამდე და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიზნებს. გასულ წელს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენების თაობაზე შეთანხმება დადო, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამციროს. ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით) აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს. „თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.
პოლონეთმა 24 მცირე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა
პოლონეთმა 24 ახალი მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ვარშავა ცდილობს, შეამციროს მისი წიაღისეული საწვავის გამოყენება. მთავრობამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავს განახლებადი და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის აშენებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად და სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.
ირანმა ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანმა ქვეყნის სამხრეთში ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ატომური ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება. ირანს 1000 მეგავატი სიმძლავრის ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგური აქვს, რომელიც თეირანმა რუსეთის დახმარებით 2011 წელს აამუშავა. 2041 წლისთვის ირანი 20 000 მეგავატი ბირთვული ენერგიის წარმოებას გეგმავს. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა, რასაც ირანი უყარყოფს.