თეგი: აშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრაინის დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრანის დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს, 6.7 მილიარდი დოლარი კი, რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და კონტიგენტის განთავსებას, ასევე ამერიკული სამხრედრო აღჭურვილობის უკრაინაში და აშშ-ის მოკავშირეებთან ტრანსფერს მოხმარდება. ასევე წაიკითხეთ: იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გააგზავნა პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს
აშშ-ის თავდაცვის მდივნი: აშშ განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს
"აშშ განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინიმ განაცხადა. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. „თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო. საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით“. ამასთან, თავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები. გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება. თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა
რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 105 სენატორიდან ე.წ. შავ სიაში 87 სენატორი შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ტრამპი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენისას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე საჯარო მოსმენა კონგრესში პირველად გაიმართა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა. კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ბენი ტომფსონმა კი აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის შტურმმა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა. სხდომის ფარგლებში აჩვენეს ინტერვიუები დონალდ ტრამპის კაბინეტის ყოფილ წევრებთან. მათ შორის იყო აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის უილიამ ბარის შეფასებით, ტრამპის ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებულია. საჯარო მოსმენაზე ასევე აჩვენეს ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ჩვენების ჩანაწერიც, რომელშიც ის აშშ-ის გენერალური პროკურორის შეფასებას ეთანხმება. კონგრესში მიმდინარე თვეს სულ ექვსი სხდომაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.
ელჩი დეგნანი: ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა
ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ (აშშ-ის) მხარდაჭერა მტკიცეა, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. „მე ვისაუბრებ ჩვენს მხარდაჭერაზე. ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა და ამას ადასტურებს ის კანონმდებლობა, რომელიც სულ ახლახან მიიღეს. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც ივლისში მიიღეს. ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი იყო. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესი რჩება საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, წარმატების ერთგული მხარდამჭერი“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია. კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა კიდევ სამჯერ უყარეს კენჭი, მაგრამ რესპუბლიკელების კანდიდატმა საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია „სიენენის“ ინფორმაციით, კევინ მაკარტი საჭირო 218 ხმის მოსაპოვებლად დათმობებისთვის მზადაა. მათ შორის არის წესების ცვლილების შეთავაზებაზე დათანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ერთ წევრს, მოითხოვოს კენჭისყრა მოქმედი სპიკერის გადაყენების თაობაზე. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს ისევ შეიკრიბება.