თეგი: ბერლინი

ბერლინი მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

14-15 მაისს, გერმანიაში, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.  

სტოლტენბერგი გერმანიასა და რუმინეთს ეწვევა

9 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბერლინში, გერმანიაში გაემგზავრება. სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდება. 10 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ბუქარესტში, რუმინეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უმასპინძლებენ. გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.  

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში  პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობის წინააღმდეგ, ბერლინში, აქციაზე 80 000-მდე ადამიანი გამოვიდა

შაბათს ბერლინში, ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობის წინააღმდეგ, ხალხმრავალი აქცია გაიმართა. Spiegel-ის ცნობით, აქციაში 80 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.  ირანში, კვლავ საპროტესტო აქციებმა იფეთქა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - ეს არის აქციის სლოგანი, რომელიც მხარს უჭერს ირანში მულას რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ევროპის მრავალი კუთხიდან და ირანის ხელისუფლების ქმედებები გამარჯვების სვეტთან გააპროტესტეს.  Spiegel-ის ცნობით, აქციაში ირანელებიც მონაწილეობდნენ.  მოქალაქეებს დემონსტრაციისკენ მოუწოდა არაერთმა ორგანიზაციამ და ადამიანმა. კერძოდ, ჰამედ ესმაილიონმა, რომელიც ცნობილი აქტივისტი გახდა 2020 წლის იანვარში, თეირანთან უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისას ცოლისა და ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ. ის შაბათის აქციაზე მთავარი მომხსენებელი გახდა. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. საპასუხოდ, ირანის ათობით ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. სახელმწიფო ტელევიზიის 24 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებში, რომლებიც ძალადობრივ აქტებში გადაიზარდა. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია (IHR) იტყობინება 154 გარდაცვალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტების დროს ათასობით ადამიანი დააკავეს.  

ბერლინის ცენტრში გასკდა დიდი აკვარიუმი, რომელშიც 1 500 თევზი იყო

ბერლინის ცენტრში 16-მეტრიანი აკვარიუმი გასკდა. ის Radisson Blu კონპლექსის ნაწილი იყო, საიდანაც 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი გამოიძახეს. აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი იყო მოთავსებული.  რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებს, რომლებმაც დაზიანებები შუშის ნამსხვევების გამო მიიღეს. AquaDom აკვარიუმი მდებარეობდა ბერლინის ცენტრში. Dom Aquaree-ს ინფორმაციით, AquaDom იყო ყველაზე დიდი თავისუფლად მდგარი ცილინდრული აკვარიუმი მსოფლიოში. აკვარიუმი გაიხსნა 2003 წელს და განახლდა 2020 წელს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. „წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. 6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება“, - წერია ინფორმაციაში.

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. შეხვედრის შემდეგ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და იმ შედეგებზე ისაუბრა რაც საქართველოს გამოფენაში მონაწილეობამ მოუტანა. „საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იყო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე გადაწყვეტილება. გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიას და ხალხს ოპტიმისტური განწყობა გაუჩნდა. საქართველომ გამოფენაზე საოცარი გახსნა მოაწყო, ასეთი ბრწყინვალე წარმოდგენა არასდროს მინახავს“, – აღნიშნა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტმა. ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველომ მიზანს მიაღწია და როგორც ტურისტულმა მიმართულებამ, დიდი ყურადღება დაიმსახურა. „საქართველოს უამრავი რამ შეუძლია, შესთავაზოს მსოფლიოს. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა. ვფიქრობ, ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი, საქართველოს ეწვიოს. გახსნის შემდეგ დავაგემოვნე ქართული სამზარეულო, გავეცანი უმაღლესი ხარისხის ქართულ კერძებს“, – აღნიშნა ნორბერტ ფეიბიგმა.  

ბერლინში საქართველოს ელჩების შეხვედრაზე განვიხილავთ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს - იზორია

დღეს ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ბერლინში ტარდება საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა. მინდა, აღვნიშნო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი ბერბოკის ვიზიტის ორგანიზება, სადაც ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ეს შეხვედრაც იქნება ერთგვარი მობილიზება ევროპის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით, მხარდამჭერ ქვეყანაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რათა ამ ბოლო ეტაპზე, როდესაც მთელი საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს ევროკომიისგან, ჩვენი პარტნიორებისგან ძალების მობილიზაცია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

პოლიცია ბერლინის გარეუბანში სავარაუდოდ, ლომს ეძებს

ბერლინის პოლიცია გერმანიის დედაქალაქში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის გარეუბანში ლომს ეძებს. ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ. „გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ზონა - მანქანა ან შენობა“, – ასეთია ექსპერტების რჩევა. BBC წერს, რომ თავდაპირველად სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლებიც ტახზე ნადირობდნენ. მოგვიანებით Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ტყეში მყოფი ლომი ჩანს. მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. ზოოპარკები და ცირკები აცხადებენ, რომ მათ ლომი არ დაუკარგავთ, შესაბამისად, ჯერ უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინთან ახლოს ლომი. სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩართეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ლომს ახლა ტყეში სძინავს.  

პოლიციამ ბერლინის გარეუბანში ლომის ძებნა შეწყვიტა

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა ბერლინის გარეუბაში ლომის ძებნა შეწყვიტეს, რადგან მტაცებელი ვერ იპოვეს. პოლიცია ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა ლომს მას შემდეგ, რაც საზოგადოების წევრებმა გარეული ცხოველის შესახებ შეატყობინეს. ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, პოლიციას სჯერა, რომ ეს არსება გარეული ღორი იყო. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე კლეინმახნოვის მერმა მაიკლ გრუბერტმა განაცხადა, რომ „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველი, ლომის კვალი არ არის." ორი ექსპერტი, მათ შორის ერთი სამხრეთ აფრიკიდან გამოძახეს და ისინიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. კიდევ ერთმა ექსპერტმა ბერლინის ადგილობრივ რადიოსადგურ RBB-ს განუცხადა, რომ მის მიერ ნანახი კადრებიდან ცხოველი უფრო ჰგავდა ღორს, რომელიც რეგიონშია გავრცელებული. თუმცა მაიკლ გრუბერტმა განმარტა, რომ პოლიცია სიფხიზლეს შეინარჩუნებს სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში. ძებნის ოპერაციაში 120-მდე პოლიციელი იყო ჩართული. ასევე გამოიყენეს დრონები და ვერტმფრენები.  

კიევმა და ბერლინმა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინისა და გერმანიის დედაქალაქებმა - კიევმა და ბერლინმა პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. კიევმა აპრილში ხელი მოაწერა პარტნიორობის მემორანდუმს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენთანაც. „ბერლინი თავისუფლების ქალაქია. დღეს კი, ქალაქის მერმა, კაი ვეგნერმა სიმბოლურად აჩვენა, რომ კიევი, უკრაინა ყოველთვის თავისუფალი იქნება და იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი,“ - წერს კლიჩკო.  

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მოლაპარაკებებს განაგრძობენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს დღეს ბერლინში გააგრძელებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ბადალიანმა დასძინა, რომ 28 თებერვალს ბერლინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბარბოკს შორის. განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. „ბერლინში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით გაგრძელდა მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. დისკუსია გაგრძელდება 29 თებერვალს, როგორც შეთანხმებული იყო," - აღნიშნა მან. როგორც სომხური მედია წერს, სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე მირზოიანმა ცალკე შეხვედრა გამართა ბერბოკთან. მისივე ცნობით, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, ასევე, იმავე დღეს ბერლინში ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიების მიმდინარეობას. „მიუნხენში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, გერმანიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბერბოკმა გამოაცხადა ორი ქვეყნის თამამი ნაბიჯების შესახებ. ოთხშაბათს, 28 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიიღო ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ათწლეულის მანძილზე კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის ფარგლებში. წერს თავის მხრივ, DW. `ახლა არის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა,“ განაცხადა ბურბოკმა. ორივე მხარემ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარსულის უკან დასატოვებლად, აღნიშნა მან. ორდღიანი მოლაპარაკებების გახსნისას ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებასა და მონდომებას" და რომ კავკასიის ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა "დადებით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის საზღვრებს მიღმა" და "გახსნის გზას უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისკენ სამხრეთ კავკასიაში.“