თეგი: ბიჭვინთის აგარაკი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნა არ მიიღო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა. „საკონსტიტუციო სასამართლოს“ აპარატზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა 3 აგვისტოს დაადგინა, რომ მიმართვა არ აკმაყოფილებდა ოკუპირებული აფხაზეთის „კონსტიტუციის“ მოთხოვნებს და მასალები პარლამენტს უკან დაუბრუნდა. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“ „საკონტიტუციო სასამართლოს“ გადაწყეტილების გასაჩივრება 3 დღის განმავლობაში შეუძლია.
ინალ არძინბა: ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეთანხმება, შესაძლოა, გადაიხედოს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმება შესაძლოა გადაიხედოს. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა მისი თქმით, მოსკოვმა და სოხუმმა „მივიდნენ ერთობლივ მოსაზრებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში ასახულიყო თეზისი მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ". „ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ სახელმწიფოს მეთაურისთვის. მედიას დროულად შევატყობინებთ“, - განაცხადა მან. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში გაფორმდა. შეთანხმებას აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის დე ფაქტო პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება. მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის მხარეს (ყოველი ნაკვეთისთვის წელიწადში 1 რუბლის გადახდით) 49 წლიანი იჯარით გადაეცემა. ოპოზიციური ძალები და საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოდან დოკუმენტის გატანა.ადამიანის უფლებათა კომისარი აფხაზეთში ასიდა შაკრილი, პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი აღკვეთონ. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.
ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი წარმოადგენს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას - დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. „ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატო-სა და ევროსაბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე, საკითხი უკვე დაფიქსირდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში „კონფლიქტი საქართველოში“ და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მუშაობის პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO-სთან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე. „აღნიშნულთან დაკავშირებით კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ საკითხს. „ICAO, რომელიც გაერო-ს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლის, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. იცით, რომ სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ოკუპირებულ სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების მოწინაღმდეგეები იკრიბებიან
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად 27 დეკემბრის გადაწყდა. რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ.პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს. მისივე თანახმად, ადგილობრივი ტელეგრამარხები წერენ, რომ ოპოზიციონერები, სავარაუდოდ, „პარლამენტის“ სხდომის ჩაშლას აპირებენ. „არსად არ წავალთ, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებოლდ არ გადაწყდება,“ - განუცხადა ადგილობრივი ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა ლეუან მიკაამ. ე.წ. პარლამენტთან და “სამთავრობო შენობების“ კომპლექსის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ადგილზე იმყოფება დე ფაქტო ე.წ შს მინისტი რობერტ კიუტი. მედიაში ვრცელდება ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას მიმართვა, ის ხალხს „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.“ „სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის, რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ ზომების მთელი სპექტრი, რომელიც მიმართულია ასეთი ზიანის თავიდან აცილებლად, მათ შორის მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ჩათვლით,“ - განაცხადა აგრბამ. მისი თქმით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ ვიდეოსათვათვალო მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს. მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას,“ - აღნიშნა არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით.
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა. ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.
ვოლსკი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: ეს ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ „შეთანხმების“ რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოვლენებს აკვირდება და განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. „ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ. სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას
ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა „დაამტკიცა.“ „მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ, მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება,“ - ნათქვამია ე.წ. დოკუმენტში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა
პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას
საქართველოს პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ,“ - აცხადებს პრეზიდენტი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის „შეთანხმების “რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
ომბუდსმენი: რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. ლევან იოსელიანის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა,“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს - ელჩი
რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს. „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის".
საფრანგეთის საგარეო უწყება: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO: საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია „საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ სასტუმრო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რუსეთთან შეთანხმების ე.წ. რატიფიცირება მოახდინა. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსეთის ფედერაციისთვის მიწის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი,“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში. საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,“ – აცხადებენ უწყებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა
საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას უკანონოდ მიიჩნევენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. დღის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გავრცელდა. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას კანონიერი ძალის არმქონედ თვლის ჩეხეთი. „ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია," წერს ელჩი პეტრ კუბერნატი Twitter-ზე. საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ასევე უკანონოს უწოდებს. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი. აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა მილერმა. საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებით, ქვეყანა „მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს. „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის," წერს როტანდუ X-ზე. NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი,“ - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის “გადაცემა“ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს - კანადის ელჩი
კანადის ელჩი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. „კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას," ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში.
რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისება საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა - პოლონეთის საელჩო
პოლონეთის საელჩოს განცხადებით, რუსეთი ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ვარშავა გმობს რუსეთის ამ ქმედებას. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას ცნობისთვის, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
NATO: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია
NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ალიანსი აფიქსირებს, რომ NATO საქართველოს გვერდით დგას. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს - საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას