თეგი: ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვა: 100 დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს
რუსეთის არმიამ 100 დღის განმავლობაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის ყოველდღიურ რეზიუმეშია ნათქვამი. სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს თავდაპირველ მიზნებს, დაეპყროთ კიევი და უკრაინის სამთავრობო ცენტრები. უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ჰოსტომელის აეროდრომის უვნებლობამ პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიწვია რუსეთის შეტევითი ოპერაციების მოგერიება. „საწყისი გეგმის წარუმატებლობის, მცდარი დაგეგმარებისა და ცუდი ტაქტიკური აღსრულების შემდეგ, რუსეთმა თავისი ყურადღება დონბასზე გადაიტანა. რუსეთი ახლა დონბასში ტაქტიკურ წარმატებას აღწევს. რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ს და სავარაუდოდ დაასრულებს კონტროლს მომდევნო ორ კვირაში. რუსეთმა ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებითა და ძალის კონცენტრაციით მიაღწია. რუსეთმა ვერ შეძლო მანევრება ან გადაადგილების გენერირება სხვა ფრონტებზე. რუსეთის თავდაპირველი გეგმის გათვალისწინებით, არცერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული. იმისათვის, რომ რუსეთმა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიოს, აღჭურვილობისთვის ცოცხალი ძალის მუდმივი უზარმაზარი ინვესტიცია და, სავარაუდოდ, კიდევ მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება“, - ვკითხულობთ დაზვერვის ცნობებში. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრიტანეთის დაზვერვა: რამდენიმე თვეში, რუსეთის არმია თავის რესურსებს ამოწურავს
ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, რუსეთის არმია თავის რესურსებს ამოწურავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, ანადგურებენ, მაგრამ ჯარისკაცებისა და იარაღის მძიმე ფასად. „ჩვენი თავდაცვის სადაზვერვო სამსახური თვლის, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი შეიძლება, მივიდეს იმ მომენტამდე, როცა წინსვლა აღარ იქნება, რადგან მან ამოწურა თავისი რესურსები“, - განაცხადა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში, სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ. „24-26 ივნისს რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. ეს იარაღი დიდი ალბათობით მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრიტანეთის დაზვერვა: მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად"
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემები უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ კრემლმა გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზმეინზე მყოფ რუსულ გარნიზონს უტევდნენ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მათ შორის გარნიზონისთვის მარაგის შესავსებად კუნძულისკენ მიმავალი რუსული გემების შეჩერების მიზნით. მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული დატოვა უკრაინის არმიის შეტევების მიმართ მზარდი დაუცველობის და არა „კეთილი ნების ნიშნად", - იუწყება ბრიტანული დაზვერვა. რუსეთი აცხადებს, რომ გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ბრიტანეთის დაზვერვა: დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება
"დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება", - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული ძალები ახლა სავარაუდოდ, ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. სლავიანსკის მერი: რუსული ძალები ქალაქს მასშტაბურად ბომბავენ „იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხეს ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იქნება“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ჯარების შემდეგი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ჯარების უახლოესი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება. რუსულმა წყაროებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მათმა ჯარებმა, სავარაუდოდ, სევერსკის გარეუბნებს მიაღწიეს. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ რუსული ჯარები თანდათან გადავიდნენ დასავლეთისკენ, მიმართეს დაბომბვას და შეტევის მცდელობებს სევერსკის მიმართულებით. „თუ სევერსკი კონტროლს დაექვემდებარა, შემდეგი სამიზნე დიდი ალბათობით ბახმუტი იქნება“, - იუწყება ბრიტანეთის დაზვერვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
„ვაგნერის“ ჯგუფი რუსეთს ომის მიმდინარეობის შეცვლაში ვერ დაეხმარება - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ როლი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესაცვლელად საკმარისი არ არის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. „ვაგნერის როლი, ალბათ, შეიცვალა, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ქვეითი ძალების დიდი დეფიციტი აქვს, თუმცა „ვაგნერის“ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომის ტრაექტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანონ“, - იტყობინება სადაზვერვო სააგენტო. ვითარება ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად იცვლება - ბენ ჰოჯესი ამასთან, აღნიშნულია, რომ მარტიდან Wagner PMC უკრაინის აღმოსავლეთში რუს სამხედროებთან კოორდინაციით მოქმედებს.
პუტინი უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აგებს - ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ჯერემი ფლემინგი თვლის, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში, ფართომასშტაბიანი ომის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოიპოვა უპირატესობა უკრაინაზე კიბერსივრცეში და საინფორმაციო ომს აგებს. ფლემინგი აღნიშნავს, რომ „თავდაპირველად რუსეთმაც და უკრაინამაც კარგად იცოდნენ, რომ ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, გარდა თავად ბრძოლის ველისა, არის ინფორმაციული ბრძოლა გავლენისთვის და საკუთარი ნარატივები. რამდენადაც ეს ბარბაროსული და დესტრუქციული ომია, ის ასევე ძალიან თანამედროვე და ციფრული კიბერომია“. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ციფრულ და საინფორმაციო სივრცეში თავდასხმების თავდაპირველი გეგმები, თავიდანვე წარუმატებელი იყო. „მათ მიერ გამოყენებული თავდასხმის კიბერსაშუალებები იყო უპასუხისმგებლო და განურჩეველი. საინფორმაციო ოპერაციები იყო მოუხერხებელი და შეფერხებული. ხდებოდა სადაზვერვო ინფორმაციის გამოქვეყნება. ამასთან, რუსი სამხედროების მცდელობა, რომ გაენადგურებინათ უკრაინის ციფრული ინფრასტრუქტურა, წააწყდა სტაბილურ, პროფესიონალურ და უკრაინელი სპეციალისტების ეფექტიან წინააღმდეგობას“, - აღნიშნავს ფლემინგი. ის დადებითად აფასებს უკრაინის კიბერ წინააღმდეგობას და წერს, რომ ეს შეიძლება, „ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი თავდაცვითი კიბერაქტივობა იყოს". ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს. უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ზონაში ირანული დრონი პირველად ჩამოაგდეს „რუსეთმა დიდი ალბათობით, პირველად განათავსა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში. 13 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედროებმა ჩამოაგდეს „შაჰედ-136“ უპილოტო საფრენი აპარატი კუპიანსკის მახლობლად, სადაც უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა გრძელდება“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „შაჰედ-136“ არის თავდასხმის დრონი, რომლის ფრენის დიაპაზონი 2500 კილომეტრამდეა. ირანული წარმოების მსგავსი სისტემები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების დროს, კერძოდ, გასულ ზაფხულს ისრაელის ტანკერზე თავდასხმისას; „იმის გამო, რომ რუსეთის მარაგები მცირდება, იძულებულია სულ უფრო მეტად იარაღი ირანისა და ჩრდილოეთ კორეასგან იყიდოს, რომლებიც ასევე მკაცრი სანქციების ქვეშ არიან. „შაჰედ-136-ის“ დაკარგვა ფრონტის ხაზთან შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმებისთვის, (უკრაინის სამხედრო ხაზების უკან) უფრო სტრატეგიული სამიზნეების სანაცვლოდ“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.
ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე უკრაინის შეტევითი ოპერაციები, წარმატებულია
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინა შეტევითი ოპერაციების დროს, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის ფრონტებზე წარმატებას აღწევს. „ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვის რეგიონში, უკრაინამ ახლა გააერთიანა მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთით ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი“,- ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ რეზიუმეში. „რუსეთის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, შეშფოთებულია იმით, რომ მოწინავე უკრაინული შენაერთები ახლა უფრო უახლოვდებიან ლუგანსკის რეგიონის საზღვრებს, რომელის ანექსიაც რუსეთმა, გასულ კვირას ოფიციალურად მოახდინა“, - ნათქვამია მოხსენებაში. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინული ფორმირებები 20 კმ სიღრმეზე მიიწევდნენ რუსეთის თავდაცვის ზონამდე ქალაქ სვატოვოსკენ, რომელიც მნიშვნელოვანი მომარაგების კერაა. „დიდი ალბათობით, უკრაინას შეუძლია ახლა საარტილერიო სისტემებით დაარტყას სვატოვო-კრემენნაიას საკვანძო გზას, რაც კიდევ უფრო აღმოსავლეთ უკრაინაში დანაყოფების მომარაგების მიზნით რუსეთის შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში, საგანგებოდ შემუშავებულ კონცეფციას იყენებს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა, რუსეთის მასიურ დარტყმებს, რომელიც 10 ოქტომბრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე განხორციელდა, კრიტიკული მიზნების განადგურების სტრატეგიად განიხილავს, რომელიც რუსეთის სამხედრო დოქტრინას შეიცავს. „ეს არის ალბათ პირველი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციის განხორციელებას“,- ვარაუდობენ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის საგანგებოდ შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს დისტანციური რაკეტებით კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის განადგურებას და აქ, ნაკლებად ხდება იერიში სამხედრო ძალებზე. „რუსეთის ამოცანაა მოსახლეობის დემორალიზება და, საბოლოო ჯამში, მიზანია, რომ სახელმწიფოს ლიდერებს კაპიტულაცია აიძულოს. რუსული დარტყმების შედეგად, ხდება ელექტროენერგიის გათიშვა, რაც უკრაინის მასშტაბით მასობრივ ჰუმანიტარულ საკითხებს ამწვავებს“, - ნათქვამია ანგარიშში. თუმცა ბრიტანეთის დაზვერვა ეჭვქვეშ აყენებს ამ სტრატეგიის ეფექტურობას, რადგან, მიაჩნიათ, რომ რუსეთმა, ალბათ, უკვე გამოიყენა თავისი სარეზერვო რაკეტების უმეტესობა. „ამიტომ ამ დარტყმების მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება, ვიდრე ომის საწყის პერიოდში, რადგან უკრაინელები მობილიზებულნი არიან“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა. აგარიშის თანახმად, უკანასკნელ დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა სამ სექტორში: „ჩრდილო-აღმოსავლეთში, კრემენნაიას მახლობლად, უკრაინის მხარემ, მცირე უპირატესობას მიაღწია და წარმატებით შეძლო რუსეთის ჯარების კონტრიერიშებისგან თავის დაცვა. ბახმუტის მიმართულებით რუსეთის ჯარები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალები, სავარაუდოდ, კვლავ იბრუნებენ ბრძოლისუნარიანობას ქალაქ სოლედარში. სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს კონცენტრირებული ჰყავს მნიშვნელოვანი ძალები, რომლებიც საარტილერიო ცეცხლს უშენენ ერთმანეთს. ისინი ერიდებიან მასშტაბურ საიერიშო მოქმედებებს და უმნიშვნელო შეტაკებებს ახორციელებენ. მთლიანობაში სამხედრო მოქმედებები ჩიხში შევიდა. მაგრამ არსებობს ბახმუტის რაიონში რუსეთის ჯარებს ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის ექვს რეგიონსა და 21 ქალაქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში უკვე გააუქმეს 9 მაისის აღლუმები, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. "რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის ხელმძღვანელობაში საფრთხის მზარდ გრძნობაზე, რომელიც კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქებას უკავშირდება. რუსეთის ექვს რეგიონსა და 21 ქალაქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში უკვე გააუქმეს 9 მაისის აღლუმები. გარდა ამისა, კრემლი არ გამართავს საზეიმო მიღებას, ხოლო მოსკოვში სავარაუდოდ, უფრო მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.