თეგი: გაზის მიწოდება
ისრაელი და ეგვიპტე ევროკავშირის ქვეყნებს გაზს მიაწვდიან
ევროკავშირს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. გაზს ისრაელში მოიპოვებენ, ეგვიპტეს კი მისი გათხევადებისა და ექსპორტისთვის აუცილებელი სიმძლავრეები აქვს. თავის მხრივ, ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეს დაეხმარება, გაზარდონ ბუნებრივი აირის მოპოვება და თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გაზის ახალი საბადოების სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის იმპორტის ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევას. ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის გაზი ევროკავშირის მიერ იმპორტირებული მთელი გაზის 40%-ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოითხოვს გაზის იმპორტის ახალი წყაროების მოძიებას. ცნობისათვის, ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ტერიტორიულ წყლებში, გაზის ორი მოქმედი საბადოა, რომელთა სიმძლავრე, ექსპერტების შეფასებით, 690 მილიარდი კუბური მეტრია. კიდევ ერთი საბადო ათვისების პროცესშია. შეთანხმების პირობებით, ისრაელის გაზი ჩავა ეგვიპტეში, გასათხევადებელ ტერმინალამდე, საიდანაც გათხევადებულ აირს ტანკერებით ევროპაში გადაიტანენ.
„გაზპრომი“ „თურქული ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას აჩერებს
რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, 2022 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისამდე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ორივე კვანძზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაზის მიწოდებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. „გაზპრომის“ ცნობით, გაზის ტრანსპორტირების შეჩერება წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანამდე, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
არგენტინა ევროპას თავის გაზს, G7-ის სამიტზე შესთავაზებს
არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად გამოაცხადა. „ზოგადად ლათინური ამერიკისთვის და განსაკუთრებით არგენტინისთვის, დიდი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა მსოფლიო სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების, მინერალებითა და სასუქებით მიწოდების სფეროში კონფლიქტში მყოფი მიმწოდებელი ქვეყნების ნაცვლად“, - აცხადებს არგენტინის ყოფილი მრეწველობის მინისტრი (2018-2019) დანტე სიკი. მას მიაჩნია, რომ „ევროპას ახალი მომწოდებლები სჭირდება და მათ მშვიდობიან რეგიონებში დაეძებს“. ერთი კვირის წინ არგენტინის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მაისში რესპუბლიკაში ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობამ ქვეყნისთვის, რეკორდულ დონეს მიაღწია და დღე-ღამეში 241 ათასი ბარელი და 76 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. დეპარტამენტის ცნობით, მთლიანობაში ნავთობის მოპოვებამ მაისში 584 000 ათასი ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2011 წლის ნოემბრის შემდეგ. გასულ თვეში არგენტინაში გაზის მოპოვების მაჩვენებელი 136 მილიონი კუბური მეტრი იყო. წლის განმავლობაში ზრდამ შესაბამისად, 14% და 12% შეადგინა.
ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდეს, რადგან გაზსადენზე ტექნიკური რემონტი ჯერ არ დასრულებულა. რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ევროპის კონტინენტზე რუსული გაზის მიწოდების ყველაზე დიდი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის დღიური სიმძლავრე დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრია, „გაზპრომმა“ მიწოდების მოცულობა გასულ თვეში 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მილსადენი დახურულია ტექნიკური რემონტის გამო, რომელიც 21 ივლისს დასრულდება. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ კანადაში სარემონტოდ გაგზავნილი გაზის ტურბინა მალე არ დაბრუნდება რუსეთში, მილსადენის დღიური მოცულობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდეს. მისი თქმით, ორი ტურბინა დღეში 60 მილიონი კუბური მეტრი ამოტუმბავს. თუ ერთი არ დაბრუნდება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 30 მილიონი კუბური მეტრის ამოტუმბვა. ამასთან, 26 ივლისს იგეგმება კიდევ ერთი გაზის კომპრესორი ტურბინის შესაკეთებლად გაგზავნა. მანამდე Bloomberg-მა, ევროკომისარზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისია მილსადენის ექსპლუატაციის განახლებას რემონტის შემდეგ არ ელის. გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა. კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.
რუსეთმა იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა
რუსეთის სახელმწიფო კომპანია PJSC Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა, რამაც ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. რუსული „გაზპრომი“ იტალიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად, ავსტრიაში შექმნილ პრობლემას ასახელებს. „ავსტრიის გავლით გაზის მოწოდება შეუძლებელია“,- აცხადებენ „გაზპრომში“. ამასთან, იტალიური მხარე აცხადებს, რომ ავსტრიას გაზი მიეწოდება. Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევროპული ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნას ჩქარობენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ევროპისთვის გაზის შეწყვეტით, ევროკავშირზე ზეწოლას ცდილობს. იტალიისთვის გაზის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, Nord Stream1-სა და Nord Stream2-ზე ბალტიის ზღვაში დაზიანება დაფიქსირდა. მილსადენების დაზიანების მიზეზი ამ დრომდე ოფიციალურად არ დასახელებულა. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა. 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.
კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა
კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება. პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.
ბულგარეთმა თურქეთთან, გაზის მიწოდებაზე 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“. შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ბულგარეთი საერთაშორისო ბაზრებზე შეისყიდის, ჯერ თურქეთში გადამუშავდება, რის შემდეგაც მილსადენით მიეწოდება. სოფია უკვე გეგმავს წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის სიმძლავრის რეზერვს თურქულ LNG ტერმინალებზე და იმპორტის ხელშეკრულებების გაფორმებას ევროპულ და ამერიკულ LNG მწარმოებლებთან. ბულგარეთი, რომელიც თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ცდილობს უზრუნველყოს ალტერნატიული გაზის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდება 2022 წლის აპრილში შეუწყვიტა, ბულგარული მხარის მიერ გაზის საფასურის რუბლის გადახდაზე უარის გამო.