თეგი: დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო ფინანსთა მინისტრს: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება
პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა. სერგეენკო აცხადებს, რომ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს. „მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა. რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.
დავით სერგეენკო: საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება
საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ იქნებიან დელეგაციის წევრები, თუმცა ამბობს, რომ თავად ნამდვილად მიემგზავრება. "ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს... დღეს საღამოს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება... არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ", - თქვა სერგეენკომ. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს - სერგეენკო სააკაშვილზე
ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, არც წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის, ეს არის ამ საკითხის პოლიტიკური ანგაჟმენტი, როდესაც არ აცდიან ექიმებს. ექიმები ჩუმად არიან და კლინიკურ მედიცინაზე ლაპარაკობენ ადვოკატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი. ერთადერთი დამაბრკოლებელი, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი პერმანენტული და პერსისტირებული პოლიტიზირება. ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ აცადონ ამ ექიმებს მუშაობა, ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც“, - განაცხადა დავით სერგენკომ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გადაღებული კადრების გასაჯაროება არ არის მისასალმებელი - სერგეენკო
"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გადაღებული კადრების გასაჯაროება არ არის მისასალმებელი. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები „კადრების გასაჯაროება არაა მისასალმებელი, გარდა თუ უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არაა. არის სასიცოცხლო პარამეტრები, სიმპტომები, რომლის სიმულაციაც შეუძლებელია და არის ქცევითი მოქმედებები, რომლის სიმულაციაც შესაძლებელია. ექიმების ფუნქცია არის დაკნინებელი და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ ჩაანაცვლონ ექიმები“ - განაცხადა სერგეენკომ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას უფრო ცივილური პროცესები მოუხდებოდა - სერგეენკო
პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას უფრო ცივილური პროცესები მოუხდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია „რასაც თვალყურს ვადევნებ, ჩემთვის მძიმე საყურებელია. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობის ხმა მიიღო. ამის ერთადერთი მიზეზი, რაც მინდა, ვიფიქრო, არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო მოდელზე გადავედით, ფუნქციები გადანაწილდა და პრეზიდენტს ის ფუნქციები არ აქვს, რაც ადრე იყო. ალბათ, საჭირო არის დრო, რათა ეს ფუნქციები სწორად იყოს აღქმული. ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში ისეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური ბულინგი არ მიდიოდეს არავისზე, მათ შორის არც მაღალი თანამდებობის პირებზე. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე გავლენის მცდელობაა, რადგან ორი სახის აქცია თუ კონტრაქცია იყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თვლიან, არჩევნებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა მოხდეს, ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის. ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ უფრო ცივილურად მიმდინარე პროცესები მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, შეიძლება, ემოციური განცხადება იყო. არ მინდა, პრეზიდენტის განცხადებაზე ვაკეთო განცხადება. გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის ეს ყველაფერი“, – განუცხადა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს.
პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი დადგენილების მიღების მომხრე მხოლოდ ორი დეპუტატი იყო, 12-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს. რაც შეეხება ქეთევან დუმბაძეს, ის აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით შეუწყდა.
დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს
დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს. მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება კომიტეტში უკვე შევიდა. დავით სერგეენკოს მიმართვას 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ამავე დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მას უფლებამოსილება შეუწყდება. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.
პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა. კომიტეტმა კი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.