თეგი: თავშესაფარი
ნორვეგიაში ჩასვლის შემდეგ, „თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს
„თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე „თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჰაირულა შინვარი წერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორის, შაფი აზამის განცხადებით, ქალები ხშირად მანიპულირებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, რათა უცხოეთში თავშესაფარი მიიღონ. მისივე თქმით, ასეთი ქალები პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ქვეყანას დისკრედიტაციას უწევენ. „თალიბანის“ დელეგაცია ოსლოში იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქმა ავღანელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში ჰუმანიტარული სტატუსი 38-მა პირმა მიიღო, საიდანაც ყველაზე მეტი, 10 ადამიანი სირიის მოქალაქეა, 9 კი ავღანეთის. ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა ერაყის 5 და უკრაინის 4 მოქალაქეს. მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) ჰუმანიტარული სტატუსი სულ 5 პირს მიენიჭა, ხოლო პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) 11-ს. ამავე პერიოდში გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაც - 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ირანის 45, თურქეთის 35, ხოლო ავღანეთის 7 მოქალაქე. რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ პირებს, გასული წლის ბოლო კვარტალში ეს სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 9-ით მეტია. მათ შორის არიან ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები. ამასთან, 2021 წლის ბოლო სამ თვეში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა სხვადასხვა ქვეყნის 114 მოქალაქეს (თურქეთი - 13, ეგვიპტე - 11, პაკისტანი - 11 და ა.შ.).
პოლიციამ დააკავა ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ყოფილი მეთაური, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა
ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა პოლიციამ დააკავა. ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფების“ ყოფილი მეთაური ნორვეგიაში გაიქცა მედვედევის ადვოკატმა BBC-ის განუცხადა, რომ მისი კლიენტი ოსლოს რაიონშია დაკავებული და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენებენ ბრალს. ჩრდილოეთ ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის პოლიციის შტაბის უფროსმა ტარჯეი სირმა-ტელეფსენმა განაცხადა, რომ ანდრეი მედვედევი მესაზღვრე პატრულმა დააკავა. ნორვეგიის სასაზღვრო დაცვამ BBC-ს დაუდასტურა, რომ ანდრეი მედვედევი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს, მაგრამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დატოვა და 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინისთვის ვიდეომიმართვა, გენერალურ პროკურატურასთან და FSB-სთან ჩაწერა, 2023 წლის იანვარის დასაწყისში ნორვეგიაში გაიქცა. მედვედევმა, უფლებადამცველთა პროექტი Gulagu.net-ს ვიდეოინტერვიუში გაქცევის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა, რომ მას ეშინოდა, რადგან სამართალდამცავი უწყებები და ასვე „ვაგნერის დაჯგუფებაც“ ეძებდა. მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ დაქირავებული წევრების მკვლელობის ფაქტებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე. მისი თქმით, მზადაა, საერთაშორისო სასამართლოში „დაჯგუფება ვაგნერისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ერთ მილიონამდე ადამიანმა ითხოვა - AP
ახალი მონაცემების თანახმად, 2022 წელს თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მიმართა ევროკავშირში საერთაშორისო დაცვას, რამაც თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მიიყვანა იმ დონემდე, რაც არ ყოფილა 2015-2016 წლების ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ განაცხადა, რომ გასულ წელს 966,000 თავშესაფრის მოთხოვნა შევიდა ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ასევე ნორვეგიასა და შვეიცარიაში, რაც 50%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს არ მოიცავს 4 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს, რომლებსაც დროებითი მფარველობის ქვეშ არიან. ევროპულმა სააგენტომ ეს ზრდა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების, სასურსათო დაუცველობის გაზრდას და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კონფლიქტებს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა ევროკავშირში ლეგალურად შედის, ძირითადად, თვითმფრინავით სამგზავრო ვიზებით, ზოგიერთმა ასევე გადაკვეთა ევროკავშირის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ნებართვის გარეშე, ძირითადად დასავლეთ ბალკანეთისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით.
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფარის მაძიებლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა
გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის მილიონამდე ადამიანმა მოითხოვა. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფარზე ჯამში 966 000 განაცხადი შევიდა. წლიური ზრდა დაახლოებით 50%-ს შეადგენს და 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როცა ე.წ მიგრანტების კრიზისის გამო თავშესაფარი დაახლოებით 1.2 მლნ ადამიანმა მოითხოვა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან 28 797 განაცხადი შევიდა [იგულისხმება როგორც განმეორებითი, ისე პირველადი], მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14 970 იყო, რაც დაახლოებით 90%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2016 — 8 7752017 — 12 0602018 — 20 9502019 — 22 7652020 — 8 9052021 — 14 9702022 — 28 797ამას ემატება უკრაინის თითქმის ოთხი მილიონი მოქალაქე, რომლებზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მექანიზმი გავრცელდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს თავშსაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არ მოუწიათ. ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით სირიელები [დაახლოებით 132 ათასი განაცხადი] და ავღანელები [დაახლოებით 129 ათასი განაცხადი] ლიდერობენ. უკრაინის ომმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილების ყველაზე დიდი ტალღა გამოწვია ევროპაში. 2022 წელს ევროპის ქვეყნებს თითქმის 5 მლნ პირის მიღება მოუწიათ, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ 966 ათას განაცხადში დაახლოებით 885 ათასი თავშესაფარზე პირველადი განაცხადი იყო.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 25 209-მა მოქალაქემ ითხოვა
2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 18 პროცენტით გაიზარდა და 1,14 მილიონს მიაღწია, რაც 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველა ხშირად გერმანიაში (36%) და საფრანგეთში (29%) ითხოვენ. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელთან შედარებით, 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულად ითვლება. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. საუბარია 9 000-ზე მეტ განაცხადზე. შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფარს საქართველოს 7 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვდა, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტი მოქალაქე. მომდევნო ადგილებს შემდეგი ქვეყნები იკავებენ: იტალია - 12%საბერძნეთი - 5%ბელგია - 4%ირლანდია - 4%ესპანეთი - 3%შვეიცარია - 2%ავსტრია - 1%ნიდერლანდები - 1%შვედეთი - 1% EUAA-ს მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტნი სირიელები და ავღანელი არიან. თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც 2023 წელს 82%-ით მეტი განცხადება შეიტანეს, ვიდრე წინა წელს, თავშესაფრის მაძიებელთა სიდიდით მესამე ჯგუფს შეადგენენ. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოში შედიოდა ქვეყნების ათეულში (სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი), საიდანაც ევროკავშირს ყველაზე ხშირად მიმართავდნენ თავშესაფრის თხოვნით. 2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ უკრაინიდან წასული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ექსკლუზიურად დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე. EUAA-ს ცნობით, თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს მინიმუმ 2008 წლიდან.