თეგი: იერუსალიმი
იერუსალიმში, ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. "პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც ასობით პალესტინელმა ქვებისა და შაშხანების სროლა დაიწყო და დასავლეთის კედელს მიუახლოვდნენ, სადაც იმ დროს ებრაელების ღვთისმსახურება მიმდინარეობდა", - ვკითხულობთ Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:28 შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
იერუსალიმში სროლისას 8 ადამიანი, მათ შორის, ორსული დაიჭრა
იერუსალიმში, გოდების კედლის სიახლოვეს ავტობუსის მისამართოთ ცეცხლის გახსნის შემდეგ, რვა ადამიანი, მათ შორის, ხუთი ამერიკელი დაიჭრა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი ექვსის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი დაჭრილი, ორსული იყო და გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის ცნობით, დედაც და ბავშვიც მძიმე მდგომარეობაში არიან. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს და ქმედებებს, რომლებიც ამძაფრებს დაძაბულობას“, - განუცხადა ამერიკის საელჩოს სპიკერმა CNN-ს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირში მყოფნი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის გამო პასუხს აგებენ.
ავსტრალიამ ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა
ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის. მისივე განცხადებით, ავსტრალია რჩება ისრაელის "ურყევი მეგობარი" და ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩველ რეჟიმში გააგრძელებს. ამასთან, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, იაირ ლაპიდიმ იმედი გამოთქვა, "ავსტრალიის მთავრობა სხვა საკითხებს უფრო სერიოზულად და პროფესიონალურად მართავს". ამასთან, ავტრალიის გადაწყვეტილების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა და ავსტრალიის ელჩი დაიბარა. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ერთ-ერთი მთავრი სადავო საკითხია. 2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. 2018 წლის მაისში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმაც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, თუმცა საელჩო თელ-ავივში დატოვა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევამდე. ცნობისთვის, იერუსალიმს 1947 წლის ნოემბერში გაეროს Corpus Separatum, იგივე გაყოფილი ერთეულის სტატუსი მიანიჭა.
იერუსალიმში მე-5 საუკუნის უძველესი ქართული მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის შესახებ საინფორმაციო დაფა გაიხსნა
იერუსალიმის ცენტრში, დავით მეფის ქუჩაზე, განთავსდა მემორიალური დაფა, რომელიც მეხუთე საუკუნის ქართული მონასტრისა და ეპისკოპოსი სამუელის სამარხის ადგილს მიუთითებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის შესახებ და ასევე პირველი ქართულენოვანი წარწერა. „ცნობა ქართველთა მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში 1935 წელს გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ, პირველად, წმინდა გრიგოლ ფერაძემ ამცნო, რომელმაც იერუსალიმში 1936 წელს იმოგზაურა. აღნიშნული მემორიალური დაფის განთავსება საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, ისრაელში საქართველოს საელჩოსa და ისრაელის შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები
იერუსალიმში, რამოტის რაიონში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდებულია 12 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. მედია: იერუსალიმში სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრები იყო.
იერუსალიმში, მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა. იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის 21 წლის ტერორისტის, ალქამ ხაირის ნათესავები და ნაცნობები არიან. შაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მობილიზებულია დამატებითი ძალები. ცნობისთვის, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ - ზურაბიშვილი
შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა „შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა
იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად 59 და 20 წლის ორ კაცს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი განეიტრალებულია, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. სააგენტო N12-ის ცნობით, თავდამსხმელი 13 წლის მუჰამედ ალიათია. ასევე წაიკითხეთ: იერუსალიმში, მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15:54 საათზე შესრულდა. ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ. ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის, უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო - კუვუკლიადან ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოიტანენ.
იერუსალიმში რომის პაპის წარმომადგენელი მზადაა, ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს
რომის პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელმა იერუსალიმში, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა მზადაა, ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მძევლად მყოფ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს. „მზად ვარ გაცვლისთვის. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, თუ ამან შეიძლება, ბავშვები სახლში დააბრუნოს. ჩემი მხრიდან სრული მზადყოფნა იქნება," - განაცხადა კარდინალმა Reuters-ის ცნობით. ის მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ტყვეების გათავისუფლებაა, სხვა შემთხვევაში კი, კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია. კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა რომის კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენს ისრაელში, პალესტინურ ტერიტორიაზე, იორდანიასა და კვიპროსში, რეგიონში, სადაც დაახლოებით, 300,000 კათოლიკე ცხოვრობს.