თეგი: ლტოლვილები
პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა
იტალიის მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, ჩრდილოეთ იტალიის მთავარ გზატკეცილზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იტალიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავდა ხუთი ადამიანი, მაგრამ არცერთი დაშავებულის მდგომარეობა არ არის მძიმე. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. რა გახდა ავტობუსის გადატრიალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს შესაძლოა, ჩაეძინა. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან იტალიაში დაახლოებით, 35,000 ლტოლვილი წავიდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა, ამ დრომდე, 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა. მისივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი. ამასთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა მიაშურეს: უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს. ასევე წაიკითხეთ: პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა
ნიდერლანდების სამეფო ოჯახი საგვარეულო სასახლეს უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმობს
ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ მის ერთ-ერთ სასახლეში უკრაინელი ლტოლვილების განთავსება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების სამეფო სახლზე დაყრდნობით წერს. საუბარია მე-15 საუკუნის სასახლეზე, რომელსაც „მონადირის სახლის“ სტატუსი აქვს და სასახლეების კომლექსის „ჰეტ-ლოუს“ ტერიტორიაზეა, ქალაქ აფელდორნის განაპირას. სასახლე აპრილის შუა რიცხვებში 6-დან 8-მდე უკრაინულ ოჯახს მიიღებს. სასახლეში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. „ჰეტ-ლოუს“ სასახლეების კომლექსი ნაციონალლური მუზეუმია და ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 12 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან ნიდერლანდებშია რეგისტირებული. ხელიუფლება უკრაინიდან 50 000-მდე ლტოლვილის მისაღებად ემზადება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის სამეფო ოჯახმა უკრაინიდან ლტოლვილ სამი ოჯახი შეიფარა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. ასევე წაიკითხეთ გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
UN: საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან უკრაინა 4,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 4 319 494 ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ლტოლვილების თითქმის ნახევარმა უკრაინა 24 თებერვალს დატოვა და პოლონეთში იმყოფებიან. პოლონეთის საზღვარი 2 514 504-მა ლტოლვილმა გადაკვეთა, რუმინეთის საზღვარი 662 751-მა, უნგრეთის -404 021-მა, მოლდოვის - 401 704-მა, რუსეთის - 350 632, სლოვაკეთის - 304 983-მა და ბელორუსის -18 060-მა ლტოლვილმა. გაეროს ცნობით, 18-23 თებერვალს რუსეთში დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან 113 ათასი ადამიანი გადავიდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა
ოტავაში უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ცენტრი გაიხსნა
ოტავაში უკრაინელების დახმარების ცენტრი გაიხსნა, სადაც უფასოდ შეუძლიათ, აიღონ ზრდასრულთა და ბავშვთა ტანსაცმელი, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები და მრავალი სხვა. უკრაინული მედიის ცნობით, მოხალისეები ასევე უზრუნველყოფენ საინფორმაციო მხარდაჭერას, მათ შორის დასახლების, დასაქმების, განათლებისა და სხვა მიმართულებით. ისინი უკრაინელებს ასევე ეხმარებიან საბუთების მომზადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა
მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. „ასეთი ნახტომის ერთ-ერთი კატალიზატორი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა დატოვა ქვეყანა, ხოლო კიდევ რვა მილიონი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შსს: 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკრაინაში უკან დაბრუნდა
უკრაინელები, რომლებიც იძულებულები გახდნენ ომის გამო ევროპის ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი, სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკვე დაბრუნდა უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა. „ჩვენ ახლა ვხედავთ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების სტაბილურ ტენდენციას. უკვე 4.8 მილიონი დაბრუნებული გვყავს, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ევროპაში სულ მცირე 4,8 მილიონი უკრაინიდან დევნილი რჩება - გაერო
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის განახლებული მონაცემებით, ევროპაში სულ მცირე 4,8 მილიონი ლტოლვილია რეგისტრირებული. ოფისმა ევროპის 44 ქვეყანაში რეგისტრირებული ლტოლვილების სავარაუდო რაოდენობა წარმოადგინა 7 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით 7,3 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, ხოლო 2,3 მილიონი ისევ უკრაინაში დაბრუნდა. ოფისმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი რეგისტრირებულია პოლონეთში (1,15 მილიონი), გერმანიაში (780,000) და ჩეხეთში (366,000). UNHCR-ის თქმით, რუსეთში 1,1 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილთა შორის 200 000-ზე მეტი ბავშვია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
UNICEF: უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი დევნილია
უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია - იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ ისინი, ვინც საზღვრებს გარეთ გაიქცა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიას კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია. „ციფრები შემაძრწუნებელია - უკრაინის ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია - იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ ისინი, ვინც საზღვრებს გარეთ გაიქცა. ბავშვები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლები, მეგობრები, სათამაშოები და ძვირფასი ნივთები, ოჯახის წევრები და აწყდებიან მომავლის სირთულეებს. ეს არასტაბილურობა ბავშვებს მომავალს ართმევს – ტრავმამ და შიშმა შეიძლება, ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა აფშან ხანმა, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა. აფშინ ხანი უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უახლესი მონაცემებით, ძირითადად, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების გამო 277 ბავშვი დაიღუპა და 456 ბავშვი დაშავდა. UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში სულ მცირე 1,4 მილიონი ადამიანს წყალზე წვდომის პრობლემა აქვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გაერო: 28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაბრუნდა
28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში 2 479 398 ადამიანი დაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "14 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელების რაოდენობამ, რომელთაც რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა დატოვეს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. 3,3 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა უკრაინიდან ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი მიიღო. ყველაზე მეტი უკრაინელი გერმანიამ (780,000) და ჩეხეთმა (373,900) მიიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა
ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა. "ჩვენი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაბრუნდა. დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა", - განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა. მისი თქმით, ყველაზე მეტი უკრაინელი, მასპინძელი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ჩეხეთში ჩავიდა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, მესამეზე ესტონეთი, მეოთხეზე ლიეტუვა, მეხუთეზე ბულგარეთი, მეექვსე კი ლატვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ევროკომისია კიდევ 100 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად
ევროკომისიამ კიდევ 100 მილიონი ევრო გამოყო შვიდ წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, იუწყება Ukrinform-ი. პირველი ტრანში 248 მილიონი ევრო გადაუდებელი დახმარების სახით მაისში გამოიყო ფრონტის ხაზის ხუთი წევრი სახელმწიფოსთვის: პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. საშინაო საქმეთა ფონდებიდან გადაუდებელი დახმარების მეორე ტრანში დაეხმარება პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას. „წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხები, რათა გააგრძელონ ლტოლვილებისთვის სასწრაფო დახმარების შეთავაზება, როგორიცაა, საკვები, ტრანსპორტი და დროებითი საცხოვრებელი“, ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისიის ცნობით, დანარჩენი 52 მილიონი ევრო გამოიყოფა შემდგომ ეტაპზე გაჩენილი საჭიროებებისთვის, როგორიცაა, განსახლების პროექტები, ხარისხიანი ფსიქოლოგიური პირველადი დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ევროკავშირი უკრაინას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.