თეგი: მიწოდება
ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „მეგობარ ქვეყნებს" იარაღი მიაწოდოს
ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „მეგობარ ქვეყნებს" იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ ირანის სახმელეთო ჯარების სარდალმა კიომარს ჰაიდარმა განაცხადა, წერს Tasnim news. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება „ირანი მზადაა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის „მეგობრულ ქვეყნებში“ ექსპორტირება მოახდინოს“, - განაცხადა კიომარს ჰაიდარმა. მან ასევე ირანის არმიაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ იარაღის მოდერნიზაციის შემდგომ, მისი სიზუსტე და მოქმედების დიაპაზონი გაუმჯობესდება. შეგახსენებთ, რომ ირანი გეგმავს რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიწოდებას. UNIAN-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 19 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, თუ რუსეთის ჯარისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან
თურქეთში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2022 წელის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2% გაიზარდა და 3,836 ათასი ტონა შეადგინა. 14,7 % გაზრდილი ნედლი ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი, რამაც 2.971 ათასი ტონა შეადგინა. თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია რუსეთი. ამ ქვეყნიდან თურქეთმა 1,693 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა. მეორე ერაყი, საიდანაც 924 ათასი ტონა ნედლეული ექსპორტირდა. მესამე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც თურქეთმა 284 280 ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა.
რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია
ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს. რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს 49,84 მლნ ტონა ნედლეული მიაწოდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა, ხოლო ნავთოპროდუქტების აკძრალვა წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ
ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზსადენების - TANAP-ის (16 მილიარდიდან 32 მილიარდამდე) და TAP-ის (10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული რუკა ხელახლა დახატა, კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ ის მხარეა, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფანი დაიწყო. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა სამხრეთის გაზის დერეფანი მომხმარებლებს გაზს ახალი მარშრუტით, მათ შორის ახალი წყაროდან აწვდის. მანამდე ერთადერთი წყარო იყო შაჰ-დენიზის გაზის საბადო, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. მაგრამ მალე წარმოება დაიწყება აზერბაიჯანის რამდენიმე სხვა გაზის საბადოზე, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ზრდას“, - განაცხადა ალიევმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ გაზის მიწოდების ერთობლივი გეგმა წარმოადგინა
ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემის ეროვნული ოპერატორები, გაზსადენების ინტეგრირებული ქსელით ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით გამოვიდნენ. ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ Report-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუმინულმა კომპანია Transgaz-მა გამოაქვეყნა. „Bulgartransgaz, Transgaz, FGSZ და Eustream გეგმავენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გასაფართოებლად მათი არსებული ქსელებით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას“, - ნათქვამია ანგარიშში. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით თურქეთიდან და საბერძნეთიდან აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში წელიწადში ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის სწრაფად მიწოდებას.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს
ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-სა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ გაზის გადატუმბვას მიწისქვეშა საწყობებში (UGS). ამ დროისთვის UGS 90% სავსეა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის ზღვრის შემოღების საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას NATO-სა და შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში.
ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში
აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში - 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას, Brimstone 2-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინაში ლაზერული მართვადი რაკეტები Brimstone2 იგზავნება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდება ყუთების ჩატვირთვა სამეფო საჰაერო ძალების ტრანსპორტში, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება. „Brimstone არის ზუსტი მართვადი რაკეტა, რომელიც საჰაერო ხომალდიდან სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალებმა წარმატებით გამოიყენებენ ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა ჯავშანტექნიკა და ტანკები", - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა Brimstone-ის გაუმჯობესებული მოდელი, ორმაგი დიაპაზონით. უკრაინამ პირველი Brimstone დაახლოებით ექვსი თვის წინ მიიღო.
„გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის ერთადერთი მიმწოდებელის სტატუსი დაკარგა
მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის. ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი. ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის. მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი მიწოდება დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფ მომხმარებლებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთმა მოლდოვაში გაზის ექსპორტი „იასი-უნგენის“ მილსადენით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ კონტრაქტი ბულგარეთთან, ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობის შესახებ 27 ოქტომბერს გააფორმა.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებზე 2023 წელს სრულად იტყვის უარს. შესაძლოა, გამონაკლისი უნგრეთი აღმოჩნდეს
ამ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსების მოხმარებაზე უარს იტყვის გარდა უნგრეთისა, რომელიც შესაძლოა, „პოლიტიკური მიზეზების გამო“ გამონაკლისი აღმოჩნდეს. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ჩინეთზე და ეს უფრო მეტია, ვიდრე ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. ოქტომბრის დასაწყისში ბორელმა თქვა, რომ ევროპის ეკონომიკა რესტრუქტურიზაციის პროცესშია, რადგან ევროპული კეთილდღეობა აშენდა იაფფასიან რუსულ ენერგორესურსებზე. Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ევროკავშირი რუსეთში გაზის 40%-ს ყიდულობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8%-ზე ნაკლებია. 18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ სთხოვა ევროკავშირს, რომ მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციიდან გაზისა და ნავთობის მიწოდება შეენერჩუნებინა. მისი თქმით, უნგრეთს ენერგორესურსების მისაღებად ალტერნატიული წყარო არ აქვს. აგვისტოს ბოლოს უნგრეთმა „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება პირველი სექტემბრიდან დღეში დამატებით 5,8 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე. ოქტომბერში მხარეები შეთანხმდნენ „თურქეთის ნაკადის“ მეშვეობით მიწოდების გაზრდაზე.
ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას უერთდება - El Pais
ესპანეთი გეგმავს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას შეუერთდეს, მას შემდეგ რაც გერმანია უკრაინისთვის Leoperd2-ის ტანკების მიწოდებას დაუშვებს, - წერს El Pais. ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ეს თუ მოხდება, ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის ევროპულ გეგმას შეუერთდება“, - წერს ესპანური გამოცემა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთის არმია ფლობს Leopard-ის ტიპის 347 ტანკს, საიდანაც 108 Leopard 2 A4-ის ტიპის ტანკია, ხოლო 239 Leopard 2E-ის. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg