თეგი: ჟურნალისტები
უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობისთვის, ალექსანდრ მახოვი მრავალი წლის განმავლობაში ტელეარხებზე „უკრაინა 24“ და „უკრაინა“ მუშაობდა და მიმდინარე სიახლეებს აშუქებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა
უკრაინაში, გაიდარი კიევის ოლქში, დასახლება შევჩენკოვოში დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი 11 ან 12 მარტს დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა
ლუგანსკის ოლქში სროლას ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი "BFM TV"-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა. „ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი, ოფიალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“,- ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიმ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა
უკრაინაში ომს მედიის 32 წარმომადგენელი ემსხვერპლა
"32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს", - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლეკსანდრ კორნიენკომ „ტვიტერში“ დაწერა. „ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა
"მოსმენების საქმეზე" დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს
უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მედიაომბუდსმენმა თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა. ამასთან, საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. „ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავს, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა. მათ შორის არიან განმცხადებლებიც: ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, დავით გამისონია - „რადიო თავისუფლება“, გელა მთივლიშვილი - „მთის ამბები“, თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა „პუბლიკა“, ლევან სუთიძე - ონლაინგამოცემა „ტაბულა“, მარიამ ლომაძე - ტელეკომპანია „კავკასია“, სალომე ჩადუნელი - ტელეკომპანია „ფორმულა“, გიორგი კიკაბიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ელისაბედ ციციშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“, ლუკა ხაჩიძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ნინო ვარძელაშვილი - ტელეკომპანია „ფორმულა“, გიორგი კვიჟინაძე - ტელეკომპანია „ფორმულა“, ნატა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“, ნანუკა ქაჯაია - ტელეკომპანია „პირველი“, ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, მაია მამულაშვილი - ტელეკომპანია „პირველი“, სესილი ბოკერია - ტელეკომპანია „პირველი“, ნატო გოგელია - ტელეკომპანია „პირველი“. მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ამჟამად ორგანიზაცია მოსმენების საქმეზე 30 ჟურნალისტს ეხმარება. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა, ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით ძლიერი გარანტიები შეიქმნას, ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი გამყარდეს. შესაბამისად, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მისთვის სასურველი მედიასაშუალებიდან, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია. მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა - მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლას უკრაინელი ჟურნალისტი ემსხვერპლა
დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს. 36 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა. ამასთან, ალექსანდრ სავოჩენკო უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსიკიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა
რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დღიდან, 39 ჟურნალისტია მოკლული
იყო ჟურნალისტი დღეს: ეს არის იყო მზად საკუთარი სიცოცხლე გაწირო, რათა მსოფლიოს სიმართლე მიაწვდინო - რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დღიდან, 39 ჟურნალისტია მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ "ტელეგრამზე" დაწერა. გაერო: მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა, 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა „ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან რუსეთმა 39 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. იყო ჟურნალისტი დღეს: ეს არის იყო მზად საკუთარი სიცოცხლე გაწირო, რათა მსოფლიოს სიმართლე მიაწვდინო“, - წერს ტკაჩენკო. უკრაინული მედია: ომის დაწყების დღიდან უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს - UNESCO
მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული. "2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო", - განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეიმ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 - უკრაინაში, 9 - ჰაიტიზე.
პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი
ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. „პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანმშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ომბუდსმენი ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას, - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს. როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ - პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა - TI
საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს სათაურით - „მედიაგარემო 3 მაისიდან 3 მაისამდე: უკუსვლის ქრონოლოგია“. მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას - ევროკავშირის წარმომადგენლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე (03.05.2022-03.05.2023) მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, მაგალითად, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ცნობით, ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაა ხაზგასმული. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სისტემატურად ეხმიანება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. გამოვყოფთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს და დამახასიათებელია კლეპტოკრატიული მმართველობისთვის. მედიამენეჯერის დაპატიმრება - 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და “ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია. ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები - საქართველოში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კვლავ მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსში. სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დღემდე იცავს. დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა. 2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება. მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უფრო ვრცლად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
მედიის ცნობით, ბელორუსში რვა ჟურნალისტი დააკავეს
ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სვეტლოგორსკში პოლიციამ 12 ივნისს ექსტრემიზმის ბრალდებით, რვა ჟურნალისტი, დააკავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსის სამსახური წერს. ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ბრალდებები. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც მედია განიხილავს, ისაა, რომ დაკავებას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ქალაქის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი სისხლიანი აფეთქების შესახებ ცნობებთან. ჟურნალისტები ტელეარხ Ranak-ზე მუშაობდნენ.
2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი - CPJ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. პირველი დეკემბრისთვის პატიმრობაში იყო 321 ჟურნალისტი. ეს სიდიდით მეორე მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1992 წელს ორგანიზაციამ ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო. ორგანიზაციის მიერ 18 იანვარს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, ბელორუსი და რუსეთი, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი. დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65 პროცენტზე მეტს წაყენებული აქვს "ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებები, მაგალითად, ყალბი ცნობები და ტერორიზმი, მათი კრიტიკული გაშუქების საპასუხოდ.
მოსკოვში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციას იღებდნენ
მოსკოვში ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ. ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა - ჟურნალისტები არიან. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე უფლებადამცველები მოძრაობიდან “ადამიანის უფლებებისთვის.” ჟურნალისტები მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს, როდესაც ჯარში გაწვეული სამხედროების მეუღლეები უკრაინიდან მათ დაბრუნებას ითხოვდნენ. France Press-ის ჟურნალისტი, რომელიც დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პროტესტში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა.