თეგი: საკადრო ცვლილება
ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვლის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტზე მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. დავითაშვილის ნაცვლად ოთარ შამუგია იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეუნარჩუნდება. ამავე თემაზე: საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილის მოადგილე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. ამჟამინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლებს. „ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შამუგია მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილია.
პრემიერი: ნათია თურნავა ჩვენი გუდის წევრად რჩება. მას აქვს თავისი გეგმები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნათია თურნავამ სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ახლა კი თავისი გეგმები აქვს. „მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნათიას გაწეული სამსახურისთვის. ქალბატონი ნათია სამი წელი იყო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რჩება ჩვენი გუდის წევრად. მას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები და თავისი სურვილი, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ. მე მინდა, მას კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა და წარმატებას ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება მოხდეს. „მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრი იქნება ლევან დავითაშვილი, მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეუნარჩუნდება. ოთარ შამუგია იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. პრემიერმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა. „რჩება ჩვენი გუნდის წევრად, მას თავის გეგმები აქვს და ამის შესახებ თავად მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნათია თურნავა: მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები
"ეკონომიკის მინისტრის რანგში გატარებული 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „3 წელი ვიყავი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება. ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის, ახალი გამოწვევები დგას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ მას გაგანდობთ. მადლობა ძალიან დიდი მედიას რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი ოთარ შამუგია იქნება.
შსს-ში საკადრო ცვლილება განხორციელდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ვახტანგ გაბრიჭიძე წარუდგინა.შსს-ს ცნობით, „ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.“ ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.
შსს-ში საკადრო ცვლილება განხორციელდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. გიორგი ოსაძე კი, საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განმარტებით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.