თეგი: სარაკეტო თავდასხმა
უკრაინა: რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დნიპროპეტროვსკის ოლქზე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დნიპროპეტროვსკის ოლქზე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 24 აგვისტოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ქალაქ დნიპროსთან სინელნიკოვსკის რაიონზე 11 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მანამდე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ რაიონში სახლის ნანგრევებიდან რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ ორი ბავშვი გამოიყვანეს.
უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია უკრაინის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკიმ 24 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ჩაპლინში, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგად მატარებლის ოთხ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის თითქმის მთელ ტეტორიაზე მომატებული საფრთხის გამო, განგაშის სიგნალები ჩაირთო. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთისგან მოსალოდნელ გაზრდილ საფრთხეებზე.
მაიკლ კარპენტერი: ტრაგედია მოხდა უკრაინაში. იმედი მაქვს, $3 მილიარდიანი დახმარება კიევში მალე იქნება
ამერიკის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი დნიპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. „ტრაგედია მოხდა დნიპროპეტროვსკში. იმედი მაქვს, 3 მილიარდი დოლარი უკრაინამდე მალე მიაღწევს“, - წერს კარპენტერი Twitter-ზე შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.
დმიტრო კულება: ტერორისტული რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტერორისტული რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. კულება სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოზე, ტერორისტული რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.
„ნაფტოგაზი“: რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი განადგურდა
უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი დააზიანა ან გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „მასიური თავდასხმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებლის „უკრგაზვიდობუვანიას“ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას და აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი უტევს ინფრასტრუქტურას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს.
უკრაინა: დღეს სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა ალექსანდრ ხორუნჟიმ განაცხადა, რომ 26 იანვარს ქვეყანაში რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების მორიგი მასიური თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 დაშავდა. კიევის გოლოსეევსკის რაიონში რუსული რაკეტის ნაწილი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი მისივე თქმით, ეს ბოლო ინფორმაციაა ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.