თეგი: შობა
პრეზიდენტი: ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. „ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
7 იანვარს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევ-პეჩორის ლავრაში პირველ წირვას ჩაატარებს
7 იანვარს საშობაო ღვთისმსახურებას, უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღასრულებს. ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს. „შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ ვაცნობებთ მორწმუნეებს და საზოგადოებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და კიევ-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის არქიმანდრიტი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას 2023 წლის 7 იანვარს აღასრულებს. წერილი შესაბამისი თხოვნით უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტროს გადაეგზავნა. ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. მოვუწოდებთ უკრაინელ მორწმუნეებს საერთო ლოცვისკენ. გთხოვთ, თვალი ადევნეთ დამატებით ინფორმაციას". ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პირველი მსახურება იქნება კიევ-პეჩორის ლავრაში. მიძინების ტაძარი ისტორიულად ლავრის მთავარ ეკლესიად ითვლება. ახალი წლის წინ კიევ-პეჩერსკის ლავრამ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას აცნობა, რომ პირველი იანვრიდან აღარ განახლდება ხელშეკრულება მიძინების ტაძრისა და ზემო კარვის ტაძრის სარგებლობის შესახებ. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის ოფისის უფროსის მოადგილემ, მთავარეპისკოპოსმა ევსტრატიმ (ზორია) 2 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ კიევ-პეჩორსკის მიძინების ლავრა ოფიციალურად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერად დარეგისტრირდა.
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და მელიქიშვილის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს; ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობს, ზეთისხილის ხესთან დატრიალდება და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსებს, რომლებიც კოჯრის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნებათ ამაღლების ქ. N11-თან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. ავლაბრის მოედანზე მოძრაობის შეზღუდვისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით, შემდეგ დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩას. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.
„ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. ამასთან, „ალილოს“ მონაწილეები საზეიმო მსვლელობას რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულებენ. 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა გადაწყვიტა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხმა მისცა ახალ კალენდარზე გადასვლას. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიიღებენ. თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. ეკლესიის განცხადებით, მიუხედავად სინოდის 24 მაისის გადაწყვეტილებისა, მრევლსა და მონასტრებს ძველი კალენდრის გამოყენება შეუძლიათ. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა
რომის პაპი მორწმუნეებს: როგორც ქრისტიანებმა, შობის დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა
რომის პაპმა ფრანცისკემ რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ. მან ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა. „ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა და ის, რაც სჭირდება,“ – ამბობს რომის პაპი.
ზელენსკი: ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს უკრაინელები ამ დღესასწაულს ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად. „დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ხალხის ლოცვა - დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზედიზედ მეორე წელია, უკრაინელებმა ისწავლეს ამ დღესასწაულის კიდევ ერთი განზომილება - შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. „შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და გემოთი. ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორც ყოველთვის. რადგან ყველა ჩვენგანი არ არის სახლში. ყველას არ აქვს სახლი. და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძებია მაგიდაზე, არამედ, ვინ იკრიბება ამ მაგიდასთან და რა ძვირფასია მათ გვერდით ყოფნა,“ - ზელენსკიმ ეს მიმართვა ჩაწერა კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელსაც უკრაინის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, მართლმადიდებლობისა და მთელი აღმოსავლური ქრისტიანობის ათასწლეულის სიმბოლო უწოდა. „ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის ჩვენი საერთო ლოცვა დღეს. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდეტმა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ
უკრაინა შობას 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს
უკრაინა შობას 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს. BBC წერდა, რომ უკრაინამ შობის დღესასწაულის აღნიშვნა 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადაიტანა, რაც ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია რუსეთისგან დისტანცირებისკენ. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა გასულ წელს დაუშვა. „დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ხალხის ლოცვა - დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა მიმდინარე წლის მაისში გადაწყვიტა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მაშინ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. თუ სამრევლოები უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, ძველი თარიღების შენარჩუნებას შეძლებენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ „უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანმიმდევრული გზა გაიარა და ყველა ეტაპზე მორწმუნეებთან კოსულტაციებს მართავდა, იკვლევდა როგორც დადებით, ასევე, ნეგატიურ გამოცდილებას. ამიტომ, გადაწყვეტილება კალენდრის ცვლილების შესახებ ყველა დონეზე მიიღეს,“ ამბობს დღეს, 25 დეკემბერს მიტროპოლიტი ეპიფანე. ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სადაც მორწმუნეებს ძველი კალენდრის შენარჩუნება სურდათ, ამის უფლება ახლაც ექნებათ. „თუმცა ვხედავთ, რომ ამ უფლებით დაახლოებით რვაათასხუთასიდან ასმა თემმა ისარგებლა: „როგორც ჩვენი წინაპრები წარსულში, ვზეიმობთ ქრისტეს შობას 25 დეკემბერს. არა იმიტომ, რომ ეს თარიღია მითითებული წმინდა წერილში. ბიბლიაში არაა ნახსენები ამის არც დღე, არც თვე. 25 დეკემბერი უძველესი, ტრადიციული თარიღია, ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებიდან. თუმცა ჩვენ ვზეიმობთ არა თარიღს, არა ერთგვარ დაბადების დღეს, როგორც ჩვეულ გარემოებებში, არამედ, ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს შობის მოვლენას. სწორედ მოვლენას და არა კონკრეტულ თარიღს აქვს პრინციპული და არსებითი მნიშვნელობა. უფალი მოდის სამყაროში და ხდება ძე ადამიანისა ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისთვის. უფალი მოდის კაცობრიობის დასახმარებლად. ჩვენ, როგორც ხალხს საომარ მდგომარეობაში, როგორც არასდროს, გვესმის დახმარების, დაცვის და მტერზე გამარჯვების აუცილებლობა.“ „ჩვენ გვჯერა, რომ მტერი დამარცხდება. რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, უკრაინელი ხალხის მხარეს. და სადაც სიმართლეა, იქ არის ღმერთი. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაა.“
რომის პაპი: დღეს ჩვენი გული ბეთლემშია
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესის დროს, კიდევ ერთხელ გამოვიდა მშვიდობის მოწოდებით. რომის დღეს, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს. „ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში. მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში და მისცემს ყველას ჰარმონიასა და სამართლიანობას,“ – აღნიშნა რომის პაპმა.
მეუფე შიო: ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, განწმენდისთვის, გადარჩენისთვის
„ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, „ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საინტერესო,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა, „ეს დღესასწაული, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, იმსახურებს უფრო აღმატებულ თაყვანისცემასა და მოწიწებას სხვა დღესასწაულებთან შედარებით და მას შეიძლება ეწოდოს დღესასწაულების დედა, ვინაითგან მისგან იღებს სათავეს სხვა დღესასწაულები: ნათლისღებაც, აღდგომაც, ამაღლებაც და სულთმოფენობაც. მაგრამ მხოლოდ ამიტომ როდი იმსახურებს ასეთ აღმატებულ თაყვანისცემას სხვა დღესასწაულებთან მიმართებით, არამედ კიდევ იმიტომ, რომ თვითონ ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, არის სრულიად განსაცვიფრებელი - ძე ღმერთმა ინება განკაცება, მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ადამიანი, მოევლინა კაცობრიობას და თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ ეს ადამიანის გონებისთვისაც კი წარმოუდგენელია. და აი, წმინდა პავლე მოციქული ამით გაკვირვებული წერს, რომ „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით.“ უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იშვა, თავდაპირველად მასთან მოდიან უბრალო მწყემსები და თაყვანს სცემენ მას; შემდეგ მოდიან აღმოსავლეთიდან განსწავლული მოგვები და მოაქვთ მასთან ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მივართვათ საჩუქრად მაცხოვარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი ძღვენი ახალშობილისთვის? და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული ძღვენი მივუტანოთ მაცხოვარს მოგვებთან შედარებით: ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად - სასოება, ხოლო მურის ნაცვლად - სიყვარული. რწმენა - ცოცხალი, გულწრფელი, მზად მყოფი თავგანწირვისთვის და თუ საჭირო გახდა, სიკვდილისთვისაც; სასოება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საუკეთესო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედნიერი და გახარებული ვიყოთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევუშლით ხელს ამაში მას ჩვენი ცოდვებითა და ვნებებით; და ბოლოს, მივართვათ უფალს ჩვენი სიყვარული: სიყვარული ღმერთის, სიყვარული ადამიანის. ეს თვისება ძალიან იშვიათი გახდა, იშვიათი ნიჭი გახდა და ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ვეცადოთ, რომ უფალს მივუძღვნათ, მივართვათ ჩვენი სიყვარული და მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს და სითბოს ადამიანებთან მიმართებით. და თუ ჩვენ ასეთი ძღვენით მივალთ ეკლესიაში, უფალი მოგვცემს დიდ კადნიერებას და შევძლებთ, დავტკბეთ, გავიხაროთ და ვინუგეშოთ ამ წმინდა სულიერი ტრაპეზით. თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ჩვენ თუ კეთილი სინდისით მივეახლებით, გვეძლევა შესაძლებლობა ეკლესიაში, რომ მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ, აი, ასეთი მადლით დავბრუნდეთ სახლში. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული.“ „თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური“ - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრულად