თეგი: ცხედრები
New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. 9-11 მარტის პერიოდში ბუჩაში, იაბლონსკის ქუჩზე სატელიტურ ფოტოზე ადამიანის სხეულის ზომის 11 მუქი ობიექტი ჩანს, რომლებიც სამი კვრის განმავლობაში არავის გადაუადგილებია. საგულისხმოა, რომ ამ მუქი ობიექტების მდებარეობა, ზუსტად დაემთხვა იმ ადამიანების ცხედრების ადგილსამყოფელს, რომლებიც 2 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ნახეს და ვიდეო გადაიღეს. ჟურნალისტებმა სატელიტურ ფოტოებს შეადარეს იაბლონსკის ქუჩის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სამი ადამიანის ცხედარი ჩანს და დაადგინეს, რომ ცხედრები ამ ადგილას სატელიტურ ფოტოებზე 20-21 მარტს გამოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. „ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო „ფეიკური თავდასხმა“... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა „ინსცენირება“, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოციალურ ქსელში ავრცელებენ", – თქვა ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა ამ ყველაფერს პროვოკაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
კლიჩკო: ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან აგზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლია
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთში გადარიცხული ფული იმ არმიას აფინანსებს, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდება. „ყოველი ევრო, ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან აგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს უკრაინაში დაღვრილი სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი“, - ამბობს ვიტალი კლიჩკო. კიევის მერი ასევე შეეხო ბუჩაში რუსი ოკუპანტების ქმედებებსა და „უკრაინელთა გენოციდის“ საკითხს. „მე ვნახე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოხუცი ქალი, მანქანა თეთრი დროშით, რომელსაც გარედან "ბავშვები" ეწერა. მანქანა შიგნით სისხლიანი იყო“, - თქვა კლიჩკომ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
პესკოვი ბუჩაზე: ესაა კარგად მართვადი შოუ
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცახდა, რომ ბუჩაში შექმნილი ვითარება დადგმული შოუა. ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ბუჩის კადრები არის "კარგად მართული ტრაგიკული შოუ". "მოვლენების მთელი მიმდინარეობა, უზარმაზარი მონაცემები, ფაქტობრივი მტკიცებულებები მიუთითებს გაყალბებაზე. ცდილობდნენ რუსული არმიის შეურაცხყოფას".- ამბობს პესკოვი. კრემლის სპიკერმა უშიშროების საბჭოს წევრებსა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, თავი დააღწიონ სიტუაციის ემოციურ აღქმას. "მონაცემები იყო წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა თვალი და ყურები დახუჭა და არაფრის მოსმენა არ უნდა".- თქვა მან. მანამდე სახელმწიფო დუმამ ბუჩაში შექმნილ ვითარებას რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართული პროვოკაცია უწოდა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ
მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს
ათობით უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაცვის დროს დაიღუპნენ, კიევში გადაასვენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას BBC-ი, Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: სიტუაცია ძალიან რთულია, უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედრო მეთაურის, მაქსიმ ჟორინის თქმით, ცხედრების იდენტიფიცირება ახლა, დნმ-ის მეშვეობით მიმდინარეობს. უკრაინის ხელისუფლებას „აზოვსტალის“ მებრძოლების ცხედრების გადმოცემის საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 4 ივნისს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს. გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ. ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.
უკრაინა მისთვის 210 დაღუპული მებრძოლის ცხედრის გადაცემას ადასტურებს
Reuters უკრაინის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა კიევს 210 უკრაინელი მებრძოლის ცხედარი გადასცა, რომელთა უმეტესობა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში ბრძოლისას დაიღუპა. უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს „მარიუპოლის დამცველების ცხედრების გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის ჩვენი 210 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა - უმეტესობა „აზოვსტალის“ გმირი დამცველია,“ - ციტირებს სააგენტო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვებს. დაზვერვის დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება "ყველა დატყვევებული უკრაინელი დამცველის სახლში დასაბრუნებლად". მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ჩაბარებული ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უცხოელი დაქირავებული სამხედრო საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათთან მჭიდროდ თანამშრომლობენ სამართალდამცავი ორგანოები. ერთი დღით ადრე დონეცკში დაიწყო მარიუპოლში დატყვევებული სამი უცხოელი დაქირავებული მებრძოლის სასამართლო პროცესი - ესენი არიან ბრიტანეთის მოქალაქეები შონ პინერი და ეიდენ ასლინი, ასევე მაროკოს სამეფოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმი. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ყველა მათგანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოქმედებდა, როგორც დაქირავებული „მონაწილეობდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მომზადებასა და წარმოებაში“. დაქირავებულ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაჩენს გასაჩივრების პირობა დადო. 4 ივნისს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს. გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ. ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.
ტეხასში მიტოვებულ სატვირთოში, სულ მცირე, 46 ცხედარი იპოვეს
ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში - 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადარჩენილებს სიცხე და სხეულის გადახურება აღენიშნებოდათ. სან ანტონიო, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კმ-ში მდებარეობს და კონტრაბანდისტების სატრანზიტო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. სან ანტონიოს მეხანძრე-მაშველმა ჩარლზ ჰუდმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 18:00 საათზე მივიდნენ, მას შემდეგ რაც სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილების შესახებ ცნობები მიიღო. მანამდე ადგილობრივებმა იპოვეს ტრაილერი, რომლის გვერდით ცხედარი შენიშნეს. კარების გაღებისთანავე შიგნით კიდევ რამდენიმე ცხედარი დაინახეს, სატვირთოს არ ჰქონდა კონდიციონერი და მისაბმელის შიგნით წყალი არ იყო.
მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 20 და 21 წლის ბიჭების ცხედრები იპოვეს
წუხელ ღამით, მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხოვრობდნენ ბინაში. მათივე ინფორმაციით, ბიჭები 20 და 21 წლის იყვნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი. Europetime დამატებითი დეტალების შსს-ში გარკვევას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ბაქომ ერევანს 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა
ბაქომ ერევანს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში დაპირისპირებისას დაღუპული 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს. „სამძებრო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 13 სამხედრო მოსამსახურის ნეშტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით სომხურ მხარეს გადაასვენეს“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემამდე ცხედრები, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.