თეგი: ძარცვა
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა და სალაროს გახსნა მოითხოვა. ამ ეტაპზე ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. 14-ვე მძევალი უვნებლად გამოვიდა შენობიდან. როგორც ცნობილია, მათი ნაწილი მანამდე გათავისუფლდა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი „არ გამორიცხავს, რომ ძარცვის მოტივი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს. დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზასაც მოითხოვს. „ჩვენი გუნდი (აიპ „იურისტთა ასოციაცია) იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა. „იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანიის მუზეუმიდან, რამდენიმე მილიონ ევროდ შეფასებული ოქროს კელტური მონეტები მოიპარეს
ბავარიის ქალაქ მანჩინში, რომაულ-კელტური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 450 კელტური მონეტა მოიპარეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ძარცვა სავარაუდოდ 21 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ფანჯარა ჩამსხვრეულია“, თუმცა გამომძიებლები, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ. „მონეტები იყო მუზეუმის მთავარი ექსპონატი. ბავარიის კრიმინალური პოლიცია საქმეს იძიებს. კელტური განძის დაკარგვა კატასტროფაა", - ამის შესახებ ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა, მარკუს ბლუმმა განაცხადა.
მედია: ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს. მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა.
ნიუ-იორკში რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვა სცადეს
პოლიციამ 30 წლის გოგო დააკავა, რომელიც ნიუ-იორკში ცნობილი მსახიობის რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვას ცდილობდა. ამის შესახებ TMZ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული წყარომ აცნობა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი დე ნიროს სახლისკენ 19 დეკემბერს დილის 3:30 საათზე გაემართა. მან ნაძვის ხის ქვეშ მყოფი საშობაო საჩუქრების მოპარვა სცადა, მაგრამ მსახიობი ამ დროს სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც სიტუაციის შესამოწმებლად ჩამოვიდა. კრიმინალის აღმოჩენის შემდეგ, დე ნირომ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც გოგო დააკავა.
HRW: რუსებმა ხერსონის მუზეუმებიდან ათასობით ექსპონატი გაიტაცეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სამხედრო დაკვეთით მოქმედებდნენ, ხერსონის მუზეუმიდან ათასობით ძვირფასი არტეფაქტი და ხელოვნების ნიმუში გაიტანეს. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი. რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, უფლებადამცველები ხერსონის კულტურულ დაწესებულებებში მივიდნენ და მუშებს და მოვლენების თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათივე თქმით, ნოემბრის ოკუპაციის ბოლო დღეებში რუსებმა მანქანებში ჩატვირთეს ნახატები, სამკაულები, რელიგიური ხატები და ისტორიული დოკუმენტები და ექსპონატები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიტანეს. Human Rights Watch-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს ძარცვის აშკარა ნიშნები ორ მუზეუმში, მათ შორის ცარიელი სურათების ჩარჩოები, გატეხილი ყუთები და ვიტრინები. სად არის ამჟამად მუზეუმის ექსპონატები, უცნობია. უფლებადამცველები თვლიან, რომ ზოგიერთი ნივთი ანექსირებულ ყირიმში გადაიტანეს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საომარი მოქმედებების დროს მუზეუმებისა და კულტურული დაწესებულებების ქონების გაძარცვა, მითვისება ან ჩამორთმევა კვალიფიცირებულია როგორც ომის დანაშაული. Human Rights Watch მიიჩნევს, რომ რუსეთის წარმომადგენლების ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზებულ ოპერაციად, უკრაინელებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ჩამორთმევის მიზნით. რუსეთის ხელისუფლება უფლებადამცველთა ანგარიშზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.