თეგი: 9 აპრილი
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს
9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. „ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 9 აპრილი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია, როდესაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას; ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს,“- ნათქვამია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი. 7 აპრილს, 21 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. 8 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. პოლიტბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ლონდონიდან ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. შემდგომში გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილების შესახებ. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. როდიონოვმა, კოჩეტოვმა და პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დაშლის ზოგადი გეგმა. 8 აპრილს ჩატარებულ პარტიულ სხდომაზე პატიაშვილმა უარყო კომპარტიის ზოგიერთი წევრის მოწოდებები მომიტინგეებთან მოლაპარაკებისკენ, ასევე უარი ტქვა მოსკოვიდან შევარდნაძისა და გიორგი რაზუმოვსკის, რომელიც პარტიულ კადრებს განაგებდა, თბილისში ჩასვლაზე. 8 აპრილს გაიმართა საქართველოს სსრ-ის თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როდიონოვი და კოჩეტოვი. სხდომის ჩანაწერი არ არსებობს. შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი პატიაშვილსა და როდიონოვს შორის, სადაც როდიონოვმა დაარწმუნა პატიაშვილი, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. 9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი. საქართველოს უზენაესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასუხისმგებლობა დააკისრა თავდაცვის მინისტრს, გენერალ იაზოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროს ვიქტორ ჩებრიკოვს და პარტიის ცკ-ში სოფლის მეურნეობის მდივანს ეგორ ლიგაჩოვს, ასევე საქართველოს სსრ-ის პარტიულ ხელმძღვანელობას. კომისიის დაკსვნით ოპერაცია იყო სადამსჯელო, რადგან არსებობდა ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. 9 აპრილის მოვლენების შესასწავლად კომისია იყო შექმნილი ასევე სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კრების მიერ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. სობჩაკის კომისიის მოხსენებასა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე, არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირები. საბჭოთა პრესა „კრასნაია ზვეზდა“ და „ლენინსკოე ზნამია“ დამახინჯებით აშუქებდა მომხდარს. არავინ მიცემულა პასუხისგებაში. 15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილას, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 9 აპრილი უკვდავყოფილ იქნა ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. 33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც 9 აპრილის 33 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. „ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
სალომე ზურაბიშვილი: 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ესაა გამარჯვების მაგალითი. ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ,,დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს რუსეთია. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, ტრადიციების და ასევე ამ ადამიანების ღირსნი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილი: წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი
ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლის ეზოში მიღება გამართა. მისივე თქმით, 9 აპრილი საქართველოსთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია, ეს ქვეყნის უახლესი ისტორიის ის პერიოდია, როცა საზოგადოება შეკრული და ერთიანი იყო. „სწორედ დღეს, საჭიროა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე – ერთიანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში. „ჩვენ ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში. ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში. დღეს ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენს მიერ არჩეული გზიდან გადახვევა. ჩვენ თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებულნი, გაერთიანებულნი ჩვენი მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება. 9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდევაც. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან. ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, რომლებთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მონაწილე მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ლელა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსთვის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთვის, ყველა ადამიანს. მე ყოველთვის ვგრძნობ, ადამიანებისგან გაღებულ სითბოს, სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ჩემს საყვარელ პრეზიდენტს და მინდა, ვუთხრა, რომ ვეცდები, ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად და ვიყო, ისეთი შვილი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი და მადლიანი ქვეყანა“, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ. 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა
კარლ ჰარცელი: 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს. „9 აპრილს საქართველო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავს. 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს. ქვეყანა ცრემლით ხვდება ამ დღეს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს
9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის. ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით. პრემიერი ზვიად გამსახურდიას სიტყვებს იხსენებს. "ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი. ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თავისუფლების ღირებულების დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები - ისრაელის ელჩი
ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, წერს ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი 9 აპრილთან დაკავშირებით. "თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები", წერს ისრაელის ელჩი.
სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა - აბა სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?
იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქრათველოს უალტერნატივო მომავალი ევროპაა. „ძალიან ვწუხვარ , რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე! ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს , სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის რომ ეს თარიღი, მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც. იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით , ჩვენი ისტორია, რა სჭირდება ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა , ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობისთვის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა. უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა არის ვნების კვირა და აღდგომა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ილია II: 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, საუბარია 9 აპრილის თარიღსა და ბზობის დღესასწაულზე. ილია II-ს სიტყვებით, 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა „9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ... ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩო 9 აპრილს მერაბ კოსტავას სიტყვებით იხსენებს და წერს: „დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” - მერაბ კოსტავა ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ლიეტუვა: პატივს მივაგებთ იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგნენ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – წერია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები - აშშ-ის საელჩო
აშს-ის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს: „9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.“ ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია,“ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
უკრაინის საელჩო: მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი NATO-სკენ
საქართველოში უკრაინის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს: „9 აპრილი არის თარიღი, რომელიც იქცა თავისუფლების სიმბოლოდ, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს ყოფილი სსრკ-ს ჯარებმა ჩაახშო თავისუფლებისთვის ქართველების მშვიდობიანი დემონსტრაციები. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. 35 წლის შემდეგ, ამ ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი NATO-სკენ.“ 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა, ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას - ევროკავშირი
„1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. „დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება,“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, როგორც ჩვენ - გერმანიაში. და თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა. საელჩოს ცნობით, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა პატივსაცემად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და მისმა მეუღლე მარიამ პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანეს. „მაშინ ქართველი ახალგაზრდები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რამაც მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ჩვენ პატივისცემით ვინახავთ მათ ხსოვნას. მათი გმირობა ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის პრინციპები,“ წერს გერმანიის საელჩო. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა „საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად,“ წერს თავის მხრივ, საფრანგეთის საელჩო. განცხადებას ავრცელებს თურქეთის საელჩოც. „35 წლის წინ, დღევანდელ დღეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც მისცა გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას,“ – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 9 აპრილს დაღუპული გმირები: აზა ადამია - 22 წლის; თამუნა დოლიძე - 28 წლის; მზია ჯინჭარაძე - 43 წლის; გია ქარსელაძე - 25 წლის; თამუნა ჭოველიძე - 16 წლის; ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის; თინა ენუქიძე - 70 წლის; ნანა სამარგულიანი - 30 წლის; ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის; მამუკა ნოზაძე - 22 წლის; ნატო გიორგაძე - 23 წლის; ვენერა მეტრეველი; მანანა ლოლაძე - 33 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის; ზაირა კიკვიძე - 61 წლის; მანანა მელქაძე - 23 წლის; ნინო თოიძე - 25 წლის; თამარ მამულაშვილი - 50 წლის; მარინე ჭყონია - 25 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.