თეგი: Amnesty International
Amnesty International-ი: მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად
Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. „მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნავს სტრუტერსი. სტრუტერსის თქმით, Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება. დღესვე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო. „გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, - წერს უწყება. „ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მივიღებ ამ შეკითხვებს, მე არ მაქვს პასუხები; თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს მივიღებ“, – განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ქართული მედიის ცნობით, (Georgian Journal-თან). 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.
რუსეთის თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე ომის აშკარა დანაშაულია - Amnesty International
რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", BBC-ის ცნობით, ამის შესახებ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა განაცხადა. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა განახორციელეს. ანგარიშის თანახმად, რუსულმა ძალებმა "სავარაუდოდ განზრახ დაუმიზნეს" შენობას, რადგან იცოდნენ, რომ ეს იყო სამოქალაქო ადგილი, მათ სავარაუდოდ, გამოიყენეს ორი 500 კგ-იანი ბომბი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მოხვდნენ და ერთდროულად აფეთქდნენ. Amnesty-მ ასევე განაცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა დამაჯერებელი მტკიცებულება სხვა შესაძლო „მტკიცებულების“, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების დასადასტურებლად, რომ თავდასხმა განხორციელდა შენობის შიგნიდან, როგორც „ცრუ დროშის" ოპერაციის ნაწილი. „რამდენიმეთვიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ დავასკვენით, რომ დაბომბვა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ჩადენილი. ამ დაუნდობელი თავდასხმის შედეგად, ბევრი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. მათი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსულ ძალებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მიზანში ჰყავდათ ამოღებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და ყველა სხვამ, რომელთაც ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია აქვთ, ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ, როგორც ომის დანაშაული. ასეთ სისასტიკეზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა. Amnesty International-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დმიტრო კულება Amnesty International-ის ანგარიშით უკმაყოფილოა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უფლებადამცველ ორგანიზაციას Amnesty International-ს მოუწოდა, არ ეძებოს ყალბი ბალანსი დამნაშავე რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც მისგან თავს იცავს, არამედ, მსოფლიოს რუსეთის შესახებ სიმართლე მიაწოდოს. მისივე თქმით, ბევრი უკრაინელის მსგავსად, ისიც შეაშფოთა Amnesty International-ის ანგარიშმა. კულებამ ორგანიზაციას მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი ყალბი რეალობის შექმნა, სადაც ყველა რაღაცაში ცოტათი დამნაშავეა. „მოდით, მკაფიოდ შევთანხმდეთ მარტივი რაღაცების აღქმაზე: Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს, გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან. დაიწყეთ სიმართლის სისტემურად, მასშტაბურ დონეზე მიწოდება იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. გააკეთეთ ეს სამოქალაქო მსხვერპლის სახელით მაინც, უკრაინის მოქალაქეების სახელით, რომლებსაც თავს დაატყდა რუსული ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე დღეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, Amnesty International-ის მიერ 4 აგვსიტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ქმნიან ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში.
Amnesty International-მა უკრაინის შესახებ მისი ანგარიშის გამოქვეყნებით „გამოწვეული ტკივილის გამო“ ბოდიში მოიხადა
Amnesty International-მა ბოდიში მოიხადა ანგარიშის გამო, რომელსაც უკრაინის ოფიციალური პირების აღშფოთება მოჰყვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „Amnesty International-ის პრიორიტეტი ამ და ნებისმიერ კონფლიქტში არის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა. მართლაც, ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი, როდესაც გამოვაქვეყნეთ ეს უკანასკნელი კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვიცავთ ჩვენს დასკვნებს, ვწუხვართ გამოწვეული ტკივილის გამო“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია. დმიტრო კულება Amnesty International-ის ანგარიშით უკმაყოფილოა შეგახსენებთ, Amnesty International-ის მიერ 4 აგვსიტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ქმნიან ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯგუფი დაადანაშაულა რუსეთის აგრესიისგან პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაში, ხოლო Amnesty-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა ოქსანა პოკალჩუკმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ დასკვნა იყო პროპაგანდისტული საჩუქარი მოსკოვისთვის. მანამდე ორგანიზაციის უკრაინის ფილიალმა განაცხადა, რომ ხსენებული ანგარიშის მომზადებაში არ მონაწილეობდა. Reuters-ის წერს, რომ რუსეთს დასკვნასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სააკაშვილის სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება
Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მიწერილ ერთობლივ წერილზე, რომელშიც ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“. „საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი დაავადებები ტრაგიკულად ფატალური ხდება“. „მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენისთვის ქმედუუნაროდ ითვლება“, - აცხადებს ჰიუ უილიამსონი.
Amnesty International-ი: დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა უმეტეს შემთხვევაში იყო არაპროპორციული
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, თბილისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი, ვერ შეამცირა ზიანი და დაზიანებები. ორგანიზაციის შეფასებით, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია ხალხის შეკავება ან დაშლა, ან როცა ძალადობის დონემ მიაღწია იმ დონეს, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია უფრო მშვიდობიანი საშუალებებით. ანალოგიურად, ცრემლმდენი გაზი არ უნდა იყოს გამოყენებული გადაჭარბებული რაოდენობით, ჩაკეტილ სივრცეში ან პირდაპირ ცალკეულ პირებზე. ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის ერთობლივი ინტენსიური გამოყენება შეიძლება იყოს წამება ან სხვა არასათანადო მოპყრობა და საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული“.
რა წერია Amnesty International-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ
2022 წელს დაფიქსირდა ახალი, განახლებული და გაჭიანურებული კონფლიქტები, რამაც გამოიწვია საშინელი ტრაგედიები. ზოგიერთი მათგანი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება. მთელ მსოფლიოში, ხელისუფლებებმა განაგრძეს საყოველთაო თავისუფლებების წინააღმდეგ მძიმე რეპრესიები. ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საკვებისა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა და ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სერვისებზე ზეწოლა. Amnesty International-ის ანგარიში 2022/23 ამ საკითხებს გლობალურ და რეგიონულ დონეზე კრებს და აანალიზებს 2022 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას 156 ქვეყანაში. ანგარიში მოქმედებისკენ მოუწოდებს - ეს შესავალი ახლავს უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს, რომელსაც Europetime გთავაზობთ. დოკუმენტი ორგანიზაციის ვებგვერდზე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა. ახალი კანონებით გაფართოვდა მიყურადების უფლების ფარგლები და კიდევ უფრო შეილახა სასამართლოსა და საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. გრძელდებოდა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია; კვლავ ხშირი იყო მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არქონა გამოწვევად რჩებოდა როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონტექსტი პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდებოდა. ამ წუხილების ფონზე, ივნისში ევროპულმა კომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადადო და მომავალი გადაწყვეტილება 12 პრიორიტეტის შესრულებას დაუკავშირა, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, სასამართლოს რეფორმის და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. რუსეთიდან საგრძნობლად გაზრდილმა გზავნილებმა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ადამიანის შემოდინებამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, ასევე გაზარდა ცხოვრების ღირებულება და ეკონომიკური უთანასწორობა. შრომის ბაზარზე ახალგაზრდებისთვის არსებულმა მძიმე მდგომარეობამ ემიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია. მარტში სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა საქართველოს მიერ მიღებული არასაკმარისი ზომების გამო გარემოს დაბინძურების აღმოფხვრისა და უსაფრთხო სასმელი წლის უზრუნველყოფის საკითხებში, აგრეთვე, დასაქმებულთა და მათზე ეკონომიკურად დამოკიდებულ პირთა სოციალური დაცვის არარსებობის გამო. გამოხატვის თავისუფლება კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებსა და მათ მიმართ წამოწყებულ ცილისწამების საქმეებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა. ასეთივე გავლენა ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მაისში გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა, რისი ნაწილობრივი საფუძველიც გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის საფრთხის შექმნა გახდა; აღნიშნული ტენდენციები წლის ბოლომდე შენარჩუნდა. 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ. ძალადობრივ თავდასხმას ერთ-ერთი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა. ივლისში, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალმა თანამდებობის პირმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცებასა და აზერბაიჯანში გადაყვანაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს სდებდა ბრალს. აფგან მუხთარლიმ ტვ პირველს უამბო, რომ მან ფოტოებით ამოიცნო ერთ- ერთი გამტაცებელი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ამით, საბოლოოდ მიიღო სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი სტრუქტურების ფარული მიყურადების წარმოების უფლებამოსილები გაიზარდა. კერძოდ, ახალი კანონით გაფართოვდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლები და შესაძლებელი გახდა მოქალაქეების უვადოდ მოსმენა ისე, რომ მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. გრძელდებოდა ოპოზიციის, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ფარული მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკა. ივლისში პრო-სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა ფარულად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის თანამშრომლები სარედაქციო საკითხებზე მსჯელობენ. სექტემბერში გავრცელდა ახალი მასალები, მათ შორის, აუდიოჩანაწერები და ფოტოები პირადი ცხოვრების შესახებ, რომლითაც გამოჩნდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების სავარაუდო მიყურადების ფაქტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო, თუმცა, საანგარიშო წლის ბოლოსთვის გამოძიების შედეგის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გამოწვევად დარჩა. იანვარში სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აგრეთვე, ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი, დამნაშავეებად ცნო პოლიტიკურად მოტივირებულ თაღლითობის საქმეში და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მსჯავრდადებულები სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის გამო, საპარლამენტო მანდატი შეუწყდა ბადრი ჯაფარიძეს. სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის საქმეების შესახებ მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა „მძიმე მეტალებით [მისი შესაძლო] მოწამვლისა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკის“ შესახებ, საანგარიშო წლის ბოლოსთვის სასამართლოს სააკაშვილის სასჯელი არ გადაუვადებია. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ წარმოებაში მიიღო ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე. მაისში მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 42 თვით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუსაბუთებელი ბრალდებით. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ივნისში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2021 წელს შეტანილმა ცვლილებების სისწრაფემ და მასშტაბმა შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი იქონიოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე“ და შექმნას აღქმა, რომ მიღებული ცვლილებები მოსამართლეთა „კონტროლსა და გაჩუმებას“ ემსახურება. აპრილში აღნიშნული კანონი ხუთმა მოსამართლემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საკონსტიტუციო გარანტიებზე დაყრდნობით. წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იძიებდა, 12 იანვარს გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახური შეიქმნა. ამ ნაბიჯს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა; მათი მოსაზრებით, გადაწყვეტილება შეამცირებს სამსახურების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას, და უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფოს უნარზე ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამების, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მათი გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევები, აგრეთვე, მის უნარზე აღასრულოს სამართალი აღნიშნულ დანაშაულებზე. ქალთა და გოგონათა უფლებები მედიაში გავრცელდა ცნობები ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევის შესახებ, რამაც გააძლიერა წუხილები, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით მოტივირებული სხვა სახის დანაშაულები იზრდება. ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით მიღებული ზომები კვლავ არ იყო საკმარისი. საგანგაშო რჩებოდა ეკონომიკური უთანასწორობაც: მსოფლიო ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საოჯახო საქმეების გამო ქალთა 50% შრომის ბაზრის მიღმა რჩება, მაშინ, როცა მამაკაცებში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. კვლევის თანახმად, ქალები 16%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. წარსულ საქმეებზე დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა. წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი 31 აგვისტოს, 2020 წელს პატიმრობისას ცემისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კულაევის გარდაცვალების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. არ განხორციელებულა ინალ ჯაბიევის საქმის ეფექტური გამოძიებაც, რომელიც ასევე 2020 წელს, პატიმრობისას მასზე განხორციელებული წამების შედეგად გარდაიცვალა. 2021 წელს აფხაზეთის მცხოვრების, პატიმრობისას გარდაცვლილი ანრი ატეიბას საქმეზე ეფექტური გამოძიება არ წარმართულა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუას, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებოდა.
"ლგბტ ადამიანებს უფლება აქვთ, დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან“ - Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ უარი თქვას ინიციატივაზე“
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დისკრიმინაციული" საკონსტიტუციო პროექტი, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს ისეთ საჯარო გამოხატვას, ან საჯარო შეკრებას, რაც შეიძლება, ჩაითვალოს "ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ხელშეწყობად." ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ" უარი თქვას ინიციატივაზე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები საქართველოში. "ლგბტ ადამიანებს, ისევე როგორც ყველა ინდივიდს, უფლება აქვთ, დაცული იყვნენ დისკრიმინაციისგან და სრულად ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით. შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით, ლგბტი ადამიანების უფლებებზე. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ადამიანის ღირსების, პატივისცემის, თავისუფლებისა და ყველასათვის თანასწორ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არამხოლოდ ღალატობს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, არამედ, იზიარებს ყველაზე სამწუხარო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც ლგბტი პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა," ეს შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, როგორიცაა გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად,“ - აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი. 25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები. ლგბტ+ დროშა ცნობილია „ცისარტყელას დროშის“ სახელით, თუმცა ის ზუსტად არ იმეორებს ცისარტყელას ფერებს. ცისარტყელაში შვიდი ფერია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი; ლგბტ+ დროშის ორი ვერსია არსებობს: ექვსფერიანი და რვაფერიანი. ექვსფერიანში ამოღებულია ცისფერი, რვაფერიანში კი, დამატებულია ვარდისფერი. არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს; აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.“
იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - Amnesty International-ი
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი ამბობს: „რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ხალხს პროტესტი და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, აკრავდა მათ და უმოწყალოდ სცემდა მათ ადგილზე ყოფნისას.“ „იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა,“ ამბობს დენის კრივოშეევი. Amnesty International ასევე იმეორებს თავის მოწოდებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მიუთითებს, რომ ის გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვას ცდილობს და აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
შსს-ს განცხადებით, 8-9 მაისის აქციებზე ექვსი პირია დაკავებული
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამაზაშვილმა განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში ისროდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.“ თამაზაშვილის თქმით, 15 აპრილიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ცკპდ-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა. საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებდა თვალს, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებსა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო. ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი. 1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. 1-ელ მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა. ასევე, პირველ მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება," - განაცხადა თამაზაშვილმა. ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, თბილისში გამართული აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა უკანონოა, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი აცხადებს, რომ „ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია." "ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული - ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში - აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია," - წერია განცხადებაში. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში - მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ," - აცხადებს Amnesty International-ი. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.