თეგი: Covid19

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. „ღუდუშაურის კლინიკაში პრენატალური სერვისი შევთავაზეთ ორსულებს, მშობიარეებს და მელოგინეებს. ისინი აბსოლუტურად იზოლირებულები არიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია. ეს რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე დედას პრობლემები შეექმნას. „ორჯერადი აცრა კარგია, მაგრამ აუცილებელია ბუსტერ დოზა. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჩინეთში COVID19-ის ახალი აფეთქება დაფიქსირდა - Bloomberg

ჩინეთში COVID19-ის აფეთქება დაფიქსირდა. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. COVID19-ის აფეთქება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში დაფიქსირდა, - წერს Bloomberg. ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მონაცემებით, 15 ივლისს ქვეყანაში ინფიცირების 450 შემთხვევა დაფიქსირდა, არც 25 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევების უმეტესობა ანჰოისა და განსუში გამოვლინდა. შანხაიში ერთკვირიანი კარანტინის ფარგლებში ინფიცირების 33 შემთხვევაა. განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუმში სრული კარანტინი შემოიღეს. ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვუჰანში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ჰენანის პროვინციაში ცხოვრობს, ასევე კარანტინი გამოცხადდა.  

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს

შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია აღნისნავს, სიმპტომები რომელიც ახასიათებს „ომიკრონის“ მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. „ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოში ახლა ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი ფიქსირდება. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა  

თენგიზ ცერცვაძეს COVID19 დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.  ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს COVID19 პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ასევე წაიკითხეთ: ბოლო 7 დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა  

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ Reuters ჯო ბაიდენის ექიმ კევინ ო'კონორზე დაყრდნობით წერს.  თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს მისივე თქმით, ბაიდენს არ აქვს სიცხე და მისი სიმპტომები თითქმის მთლიანად გაქრა. სააგენტოს ცნობით, ბაიდენი თვითიზოლაციას სავარაუდოდ, მალე დაასრულებს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე კევინ ო'კონორის დასკვნა გამოქვეყნებული არ არის. ბოლოს ექიმმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ბაიდენი მკურნალობდა კორონავირუსული დაავადების გამო და იზოლაციაში იმყოფებოდა.  თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ჯო ბაიდენს COVID19 მეორედ დაუდასტურდა

CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნეგატიური ტესტის შემდეგ, COVID19 ხელმეორედ დაუდასტურდა.  მისი ექიმის განცხადებით, ჯო ბაიდენს სიმპტომები არ აქვს, თუმცა თვითიზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევს.  ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია - Reuters თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ინფექციონისტი: ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე COVID19 გადატანილი არ ჰქონდა

დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა COVID19 გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი - „ომიკრონის“ დროს, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პაციენტი მისივე თქმით, ადრე არსებული რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე ძალაში აღარ არის. “ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს: - გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული "ენტეროვირუსი", სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს. - ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ. - მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ. - ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო. - სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე. - c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება. - D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს. - სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი“,- წერს ბუწაშვილი.  

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის მკურნალი ექიმის კევინ ო'კონორის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან თეთრი სახლის პრესმდივან კარინ ჯან-პიერს გაუგზავნა.  „უსაფრთხოების მიზნით ჯო ბაიდენი იზოლაციის მკაცრ წესებს დაიცავს იქამდე, ვიდრე მისი მეორე ტესტიც უარყოფითი არ იქნება“, - ნათქვამია წერილში.  თეთრი სახლის ცნობით, 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის ტესტი COVID19-ზე უარყოფითი იყო.  30 ივლისს ჯო ბაიდენს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდასტურდა.  თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

საქართველოში 1 კვირის განმავლობაში COVID19-ის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. NCDC: 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა "საქართველოში 1 კვირის განმავლობაში COVID19-ის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა 11 199 პირი. ჩატარდა 67 482 ტესტი. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა. სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის, უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა  

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეამ COVID19 დაამარცხა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ COVID19 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა „სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა - 74 ადამიანი - უპრეცედენტო სასწაულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - ამბობს ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

კახაბერ გვანცელაძე: ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა და მშობლებს უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ამის შესახებ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება. "მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მშობლებს, რომ COVID19-თან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა და მათ უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ ადმინისტრაციას მიაწოდონ კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბაღების მართვის სისტემა. ბაღებში ინერგება კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი. ჩატარდა ანალიტიკა და შეიძლება ითქვას, რომ ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს სრულიად ამ სტანდარტს და მომავალი თვეების განმავლობაში მოხდება ამ სტანდარტის ინტეგრირება ჩვენს ბაღებში. თბილისში 187 ბაღი ფუნქციონირებს და ყველა დღეს გაიხსნა. ასევე, 11 ათასი თანამშრომელი და 61 000 ბავშვი გვყავს", - განაცხადა გვანცელაძემ. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ ჩხენკელი: განათლებული თაობა საქართველოს განვითარების მყარი საფუძველია საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

ჯანმო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს რეკომენდაციას აღარ უწევს

ჯანმო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს: სოტრო-ვიმაბსა და კაზირი-ვი-მაბს რეკომენდაციას აღარ უწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მას შემდეგ შეიცვალა, რაც კვლევებმა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა აჩვენა COVID19-ის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, ჯანმოს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების გამოყენება.  

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება, კონტროლის გამკაცრებას საქართველოშიც მოითხოვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია და ჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს. „ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ის გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად, მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში ა.წ. 22 დეკემბერს დაფიქსირდა 184 000 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა - სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში, მათ შორის ბოლო 1 თვის განმავლობაში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში. ამის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას. მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეებში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს და/ან კლინიკას. დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს და ამის გაკეთება მხოლოდ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. რაც შეეხება გრიპს და სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აღინიშნება მათი გავრცელების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება მაღალი. ასე მაგალითად ამერიკის CDC-ის მონაცემებით გრიპით ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაეცა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 8-დან 4.5-მდე, რაც 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია. რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვ. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: “პაქსლოვიდით” და “რემდესივირით”. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად წლევანდელ სეზონში პრაქტიკულად არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში სულ ცოტა 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით, აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის მინიმუმ 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება. ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ”, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

Covid19 -ის პრევენციისთვის, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლისთვის დროებითი ზომები დადგინდა - ჩინეთის საელჩო

საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.    ჩინეთის პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებების სრულყოფილად განსახორციელებლად, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით, [Covid19 -ის ინფექციის პრევენციისთვის] დადგინდა დროებითი ზომები, რომლებიც 2023 წლის 8 იანვრიდან ამოქმედდება.    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:   1. დისტანციური შემოწმება ჩინეთში მომავალმა მგზავრებმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა გაიკეთონ ნუკლეინის მჟავის ტესტი (PCR ტესტი). ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებენ საელჩოებსა და საკონსულოებში მწვანე კოდზე განაცხადის გარეშე, ტესტის შედეგს შეიტანენ საბაჟო ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებს მას შემდეგ, რაც ტესტის პასუხი აჩვენებს უარყოფით შედეგს;   2. საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი კარანტინი ნუკლეინის მჟავის ტესტი აღარ იქნება საჭირო ქვეყანაში შემოსული ყველა მგზავრისთვის. მას, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც იქნება ნორმაში და საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ექნება დარღვევები, თავისუფალი იქნება კარანტინისგან. ის, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც არ იქნება ნორმაში ან ექნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, საბაჟო პუნქტში გაიკეთებს ანტიგენის ტესტს. დადებითი შედეგის შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ასიმპტომურია ან ადგილი აქვს მსუბუქ შემთხვევას სერიოზული თანმდევი დაავადებების გარეშე, მას ექნება სახლში თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სხვა შემთხვევებში რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა რაც შეიძლება სწრაფად, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, საბაჟო პუნქტი განახორციელებს რუტინულ ზედამხედველობას „სახელმწიფო ჯანდაცვისა და სასაზღვრო კარანტინის კანონის“ და სხვა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;   3. საერთაშორისო სამგზავრო ფრენები გაუქმდება შეზღუდვები საერთაშორისო სამგზავრო ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე, როგორიცაა „ხუთი ერთი“, „ერთი ქვეყანა, ერთი პოლიტიკა“, ეტაპობრივად გაიზრდება ფრენების რაოდენობა, გაუმჯობესდება მარშრუტების განაწილება. გამარტივდება აეროპორტებში შემომავალი ფრენების მართვის პროცესი, გაიზრდება აეროპორტების მუშაობის ეფექტურობა, გაიზრდება მნიშვნელოვან ქალაქებში ფრენების მიღების შესაძლებლობა. ყველა ავიაკომპანია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბორტზე ეპიდემიის პრევენციისთვის, მგზავრებმა ბორტზე ასვლისას აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადეები;   4. ჩინეთის ვიზა კიდევ უფრო გაუმჯობესდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო, ბიზნეს, სასწავლო, ოჯახის გაერთიანებისა და სხვა მიზნებისთვის ვიზის მიღების პროცედურები,   5. პორტების მუშაობა გაუმჯობესდება მენეჯმენტის მხარდამჭერი ზომები, რათა სხვადასხვა პორტებში ტვირთების ტრანსპორტირება უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ეპიდემიამდელ დონეს. დარეგულირდება „მგზავრების გაჩერებისა და ტვირთის დაშვების“ პოლიტიკა სახმელეთო პორტებში და ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა სახმელეთო პორტებში (მათ შორის საზღვართან მაცხოვრებლების მიმოსვლაც). ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა საზღვაო პორტებში. საერთაშორისო საკრუიზო გემებისთვის პირველ რიგში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშვება. ჩინელი და უცხოელი ეკიპაჟის წევრებისთვის გამარტივდება მორიგეობის შეცვლა ჩინეთში.   6. შემომავალი და გამავალი ტურიზმი საერთაშორისო ეპიდვითარებისა და მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესაბამისად, პირველ რიგში საპილოტე პროგრამის განხორციელების პრინციპის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის თანმიმდევრულად განახლდება ტურიზმი საზღვარგარეთ.   ნათქვამია Covid-19-ის ინფექციის საპასუხოდ სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმის საგარეო საქმეების ჯგუფის განცახადებაში.   

Covid19-ის ახალი ტალღის გამო, ჩინეთი წარმოებას მკვეთრად ამცირებს

ჩინეთში, წარმოება მცირდება, რადგან Covid19-ის ახალი ტალღა ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. შესაბამისად, ოფიციალური შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) დეკემბერში 47.0-მდე დაეცა ნოემბრის 48.0-დან, განაცხადა შაბათს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS). ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფექციების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუშახელის დროებითი დეფიციტი და გაზრდილი მიწოდების ჯაჭვის შეფერხება. „საგარეო მოთხოვნის შემცირებამ გლობალური რეცესიის მზარდი შიშის ფონზე და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, ინფლაციამ და ომმა უკრაინაში შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს ჩინეთის ექსპორტი, ზიანი მიაყენოს წარმოების სექტორს და შეანელოს ეკონომიკური აღდგენა“.- წერს Reuters.   

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ურჩევს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდტესტირების საბუთი მოსთხოვონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩინეთში კოროვირუსული ინფექციების ბოლოდროინდელი გააქტიურების წინააღმდეგ, „კოორდინირებულ პრევენციულ მიდგომაზე“ შეთანხმდნენ. ისინი რეკომენდაციით გამოდიან, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს უარყოფითი COVID ტესტები მოსთხოვონ. „წევრი ქვეყნები მტკიცედ მოწოდებულნი არიან, შემოიღონ ჩინეთიდან წევრ ქვეყნებში მიმავალი ყველა მგზავრისთვის, COVID-19-ზე ტესტირების საბუთი, რომელიც ჩინეთიდან გამგზავრებამდე არაუმეტეს 48 საათით ადრეა გაცემული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც კრიზისზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს ამასთნნ, მგზავრებმა სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები უნდა ატარონ. წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე შემთხვევითი ტესტირება ჩაატარონ. ჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.      

Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს - ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს. ამასთან, ივანე ჩხაიძე დასძენს, რომ მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. “კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს “ომიკრონის” წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - “კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ”. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსი” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია. ჯერ არ გვაქვს მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. დაკვირვების თანახმად, “ომიკრონის” მსგავსი უნდა იყოს. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში. აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული”, - აღნიშნა ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან". შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა.   

თენგიზ ცერცვაძე: შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე. „COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას. როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად, არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე. ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა „ომიკრონის“ XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით, ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით, EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 20%. წინასწარი მონაცემებით, ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ, (კლინიკური სიმპტომები, სიმძიმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება, რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად. COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით, 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა, ომიკრონის ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris) იყოს, თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ დადასტურებულა. „სავარაუდოდ, EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა კოვიდაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID -კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ. სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს. ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკისა და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს, ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.