დმიტრო კულება: უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არ იტყვის

უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არცერთ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტორო კულებამ განაცხადა. 

„თავად ყირიმის სამიტის პლატფორმაზე, რომლის მონაწილეებიც 23 აგვისტოს ობიექტური მიზეზებით ონლაინ შეიკრიბებიან, განიხილავენ ყველაფერს, თუ რის გაკეთება შეიძლება ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის, ამასთან დიპლომატიური კუთხითაც. ჩვენ გვინდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ თუნდაც თეორიულად ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ თეორიულად მტერი კვლავ დადგება კიევთან, ჩვენ მაინც დავგეგმავთ ყირიმის დეოკუპაციას“, - განაცხადა კულებამ. 

კულებას თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, ყოველთვის სტრატეგიულად უნდა იფიქრო - დადგება მომენტი, როცა უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს. 

„ყირიმის პლატფორმის სამიტი სწორედ ამის სიგნალია. ისტორიაში არ იქნება ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ ვერ მოვიცლით ყირიმისთვის, ლისიჩანსკისთვის ან რომელიმე სხვა ქალაქისთვის, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატიაზე...“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.