რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, მობილიზებულთა კარავში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენაში სავარაუდო დამნაშავეებად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ოფიცრებს ასახელებენ. წერს რუსული მედია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი 9 იანვარს დილით, „ნიჟნიაია პავლოვკას“ საწვრთნელ ნაწილში გაჩნდა.
დაზიანდა სამარას რეგიონიდან მობილიზებულთა კარვები.
ერთ-ერთი ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ ყველა კარავი დაიწვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.