ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს.
"რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროპული ქვეყნებისგან ნიგერიასთან გაზის მიწოდების თაობაზე თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო იზრდება. ნიგერია ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მეოთხე მიმწოდებელია. ნიგერიული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 40% სწორედ ევროპაზე მოდის". - ამბობს სამუელ ისოპი.
ნიგერიის ნავთობკომპანია NNPC Ltd -ს გენერალური დირექტორი მალამ მელე ქიარი აცხადებს, რომ ნიგერია ევროკავშირთან თავის ისტორიულ ურთიერთობებს გააღრმავებს, ასევე შეეცდება თავისი ბიზნესის ფასი აწიოს და მსოფლიო ბაზარზე გაზის მიწოდება გაზარდოს.
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შემცირონ.
11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.
ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ