ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა
- ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო
ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს.
ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ დროს როცა მსოფლიოში დაძაბული და რთული ვითარებაა.
ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება ევროპაში სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერა. შედეგად, ევროპის ბაზარზე, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $1 600-ის ნიშნულს გადაცდა.