იაპონიისა და ტაილანდის ლიდერებმა ახალი თავდაცვის შეთანხმების შესახებ განაცხადეს და დასახეს გეგმები, გააუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობები. შეთანხმება ხელს შეუწყობს თავდაცვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გადატანას იაპონიიდან ტაილანდში, რომელსაც აქვს რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აღჭურვილი არმია და შეერთებული შტატების არმიასთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია. გარიგების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.
„ეს ხელს შეუწყობს ეროვნული თავდაცვის გაუმჯობესებას და იაპონიის ინვესტიციების მხარდაჭერას ამ საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანი მიზანია ტაილანდისთვის”, - განაცხადა ტაილანდის პრემიერ მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ.
აზიიდან, დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ერთადერთი წევრის ლიდერმა, ფუმიო კიშიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის დროს განიხილა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სადაც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ სინგაპურმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.
„მე დავეთანხმე პრემიერ მინისტრ პრაიუტს, რომ ნებისმიერ რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან სტატუს კვოს ძალისმიერი ცალმხრივი ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული “, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
G7-ის წევრები არიან აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს სამიტზე, სადაც განიხილება მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და იგეგმება მათი გადაჭრის ერთობლივი ღონისძიებები. წამყვან სახელმწიფოთა პირველი სამიტი გაიმართა 1975 წელს, რამბუიეში (საფრანგეთი).