„სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს.
„მოგეხსენებათ, დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და მუშაობა განვითარებისთვის. ზუსტად ეს არის ასახული ამერიკის კონსტიტუციაში, რომ მუდმივად უნდა გავწიოთ ძალისხმევა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი.
სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა იყოს რეფორმით გადაჭრილი.
რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით, ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური. მასში ასახვა უნდა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოებისა.
გარდა უკვე არსებული ინსტიტუტებისა, რომელიც უნდა გააძლიეროთ, ამ კუთხით არსებობს საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ვთქვათ, იყოს ინვესტიციები“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო