აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ საქართველოს გვერდით დგას.
"მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხითაც. ამ ბრძოლაში აშშ საქართველოს გვერდში უდგას. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინის 25 მილიონი დოზიდან მიიღებს გარკვეულ რაოდენობას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს.
შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის.
თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს