მედია: ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოსთვის Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეისყიდის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოსთვის Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი Washington Post-ი ავრცელებს.

როგოც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენი აღნიშნულ განცხადებას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთებს.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

The Associated Press-ის ცნობით, ვაქცინის დოზების განაწილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა COVAX-ის საშუალებით მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 200 მილიონ დოზას, რომელიც 100 მილიონი ადამიანის სრულად ვაქცინაციისთვის არის საკმარისი, აშშ მიმდინარე წელს გაიღებს, ხოლო დანარჩენ დოზებს 2022 წლის პირველ ნახევარში.

ჯო ბაიდენი ევროპულ ტურს იწყებს

აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა,