კელი დეგნანი: სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა

აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას, ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ელჩის თქმით, ეს არის იმის მაგალითი, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს.

„როგორც ვთქვით, აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. ეს ასევე გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობას.

აშშ-ის მთავრობა ამაყი იყო, რომ ნახა ასეთი წარმატებული შედეგი, რაც აგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს – სტაბილურობის, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რომ ეს გრძელი კონფლიქტი დაასრულოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო

გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ან ლინდე: მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება