ივანე ჩხაიძე: სხვადასხვა ვაქცინით აცრა სავსებით დასაშვებია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები ივლისის დასაწყისში საქართველოში შემოვა.

როგორც ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აცხადებს, Astrazeneca-ს ვაქცინას სხვა ტიპის ვაქცინებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი შუალედური პერიოდით ხასიათდება და იმ ადამიანებს, რომლებიც ივნისის ბოლოს, ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან 4-6 კვირის შუალედში მეორე დოზით ვაქცინაციას გეგმავდნენ, კიდევ აქვთ 12- კვირამდე პერიოდი ასაცრელად.

,, Astrazeneca-ს ვაქცინის მოწოდების გრაფიკი თვითონ მწარმოებელმა რამდენჯერმე დაარღვია. ჩვენ ველოდებოდით ჯერ მაისში, შემდეგ ივნისის დასაწყისში, შემდეგ დაფიქსირდა 22 ივნისი, თუმცა 22 ივნისსაც ვერ მოახერხეს მოწოდება და გარკვეულად, ამ მოწოდების დარღვევამ შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Astrazeneca-ს ვაქცინა სხვა ტიპის ვაქცინებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი შუალედური პერიოდით ხასიათდება, რაშიც იგულისხმება პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის 12-კვირიანი პერიოდის არსებობა. ყველა სხვა ვაქცინასთან მიმართებით, ეს არის 2 ან 3-კვირიანი, მაქსიმუმ 4-კვირიანი პერიოდი.

Astrazeneca-აც გამოირჩევა პირველ და მეორე ვაქცინებს შორის ინტერვალით, რაც შეიძლება იყოს 4-დან 12 კვირამდე, რაც გარკვეული ლავირების შესაძლებლობას გვაძლევს.

თუ ახლა, ივნისის ბოლოს, ადამიანი 4-6 კვირის შემდეგ ვაქცინაციას თუ გეგმავდა, მისთვის არაფერი იცვლება, ვინაიდან კიდევ აქვს 12 კვირამდე პერიოდი და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Astrazeneca მწარმოებლის მიხედვით, უფრო ეფექტურია მაშინ, თუ პირველ და მეორე ვაქცინას შორის მაქსიმალური ხანგრძლივობა ფიქსირდება.

ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ვერ ახერხებენ Astrazeneca-ს ვაქცინით აცრას და პირველ და მეორე ვაქცინას შორის 4, 6 და თუნდაც 8 კვირაა გასული, კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ მეორე ვაქცინა გაიკეთონ. ასე რომ, თუ მომდევნო 3-4 კვირის განმალობაში მოხერხდება ამ ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, ეს ადამიანები მიიღებენ უფრო მეტად ეფექტურ, უფრო მეტად დამცველობითი უნარის მქონე ვაქცინას, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პოზიტიურია.

ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც მეორე დოზის გაკეთება გადაწყვიტეს ივნისის ბოლოს, რომლისთვისაც 12-კვირიანი პერიოდი უკვე გასული იყო, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ადამიანების რაოდენობა მინიმალურია.

იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას გეგმავდნენ, პირველი დოზიდან 4-6 კვირის მერე კიდევ გვაქვს პერიოდი და იმედი გვაქვს, რომ ივლისის დასაწყისში მაინც შემოვა ეს ვაქცინა და ჩვენი მოსახლეობა არ დაზარალდება მეორე დოზის არგაკეთებით", - განაცხადა ჩხაიძე.

როგორც ჩხაიძემ Europetime-თან განაცხადა, სხვადასხვა ვაქცინით ვაქცინაცია ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და თუ მაგალითად 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინის შემოტანა საქართველოში ვერ მოხერხდა, დასაშვებია, განიხილონ შესაძლებლობა, რომ Astrazeneca-ს პირველი დოზით ვაქცინაციისას, მეორე დოზით აცრა ნებისმერი სხვა ვაქცინით მოხდეს, რომელიც საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.

,,ვაქცინების ჩანაცვლება მიღებული პრაქტიკაა. ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანა ამ პრაქტიკას უკვე დიდი ხანია, იყენებს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე დოზა სხვა ვაქცინის უფრო მეტ ეფექტურობასაც ნიშნავს.

ერთი, რაც არის დაფიქსირებული, ის არის, რომ შესაძლებელია სხვა ვაქცინის მეორე დოზის გამოყენებამ მრავალფეროვანი და უფრო ხშირი გახადოს გვერდითი მოვლენები, ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა ეფექტურობას არ ეხება და თუ იქნება საქართველოში ისეთი კონკრეტული სიტუაცია, რომ ვერ მოხერხდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ვთქვათ 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინის შემოტანა, თეორიულად შესაძლებელია და სავსებით დასაშვებია, განხილული იყოს შესაძლებლობა, რომ Astrazeneca-ს პირველი დოზა ჩანაცვლდეს მეორე დოზა ნებისმერი სხვა ვაქცინით, რომელიც საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. ეს მიღებული პრაქტიკაა ქვეყნებში, თუმცა ჯანმო ამ პრაქტიკას მხარს არ უჭერს ", - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მოქალაქეებს გაუუქმდათ Astrazeneca-ს მეორე დოზის ჯავშნები. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღეს.

გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში

ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა

Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი

NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა