ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.
11-კაციანმა საკონკურსო კომისიამ, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია შეირჩა.
კერძოოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შეირჩნენ გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, 2019 წელს კი ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. რაც შეეხება გიორგი სანტურიანს, ცესკოში 2018 წლიდან მუშაობს და 2020 წლიდან ცესკოს იურიუდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებს.
საკონკურსო კომისიის თავმჯომარე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, შერჩეული კანდიდატები დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა და ფაქტი, რომელიც მისი მიკერძოების და დამოუკიდებლობის ხარისხს, თუნდაც მინიმუმ 0.1%-ით მაინც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
„ჩვენ ყველამ დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია. მე რატომ არ დავუჭირე მხარი, ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით“, - განუცხადა გიორგი კლდიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მეორე კანდიდატის, გიორგი სატურიანისთვის კი მთავარ გამოწვევად დეზინფორმაციას მიიჩნევს.
„ეს ძალიან კარგად მუშაობს. ე.წ. იარლიყებიდან გამომდინარე შესაძლებელია ძალიან მარტივად თქვა, რომ რაღაც პროცესი გაყალბდა. მაშინ, როცა რეალურად ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყოს. მე გავეცანი არაერთ ანგარიშს, არსად არ წერია მსგავსი სიტყვები, რომ პროცესი გაყალბდა. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ჩვენ მსგავს გამონათქვამებს ვხვდებით”, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
მისი თქმით, ცესკომ 2020 წლის არჩევნების დროს არსებულ გამოწვევას „ღირსეულად უპასუხა და საპარლამენტო არჩეევნებზე ძირითადი გამოწვევები პროცედურულ ნაწილს უკავშირდებოდა.
ცნობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.
ამავე თემაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
ცნობისთვის, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.
ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს
თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკოში განცხადება გაკეთდა
შესარჩევი კომისიის წევრები
გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი;
ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
ზვიად გაბისონია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.