„მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის“, - განაცხადა რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტისას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. განახლებული საინვესტიციო გეგმის მიზანია, სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური დახმარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; საქართველოს დახმარება უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ.
ოლივერ ვარჰეი: ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა
„ევროკომისარი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის საინვესტიციო განახლებული გეგმით ჩამოვიდა, თუმცა მას დაძაბული ვითარება დახვდა ქვეყანაში და როგორც სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, ამისთვის ევროკომისარი მომზადებული ვერ იქნებოდა, თუმცა მის ტონალობაში უკმაყოფილება იგრძნობოდა.
„ეს იყო დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტური იყო, მანამდე კი ქვეყნებთან კონსულტაციები გაიმართა, რადგან არ შეიძლება, ევროკავშირმა 3 მლრდ-ზე მეტი გრანტების თუ ფინანსური დახარების სახით, დახარჯოს, თუ ეს კონსულტაცია არ გაიარა იმ ქვეყნებთან, ვისთვისაც გაკუთვნილია ეს პაკეტი.
ამასთანავე, თუ არ მიიღო დაპირებები ამ ქვეყნენისგან, თუ რომელ სფეროზე მიმართავენ ფინანსებს და რა პრიორიტეტები ექნებათ. ამის შეთანხმება არა ევროკომისიის დონეზე, არამედ უფრო დაბალ დონეზე ხდება, მაგრამ ამას პოლიტიკური სახე მიეცემა, ეს უკვე გავს პოლიტიკურ ვალდებულებებს, როდესაც ქვეყანაში ჩამოდის ამ დონის მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერთან შეათანხმებენ გეგმას. საქართველოს ეს გეგმა თავისთავად მიღებული აქვს და პრიორიტეტებიც გაწერილია.
არსებობს 5 საფლაგმანო ინიციატივა, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა შავი ზღვის ქვეშ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირება ევროპასთან, მათ შორის შავი ზღვის გავლით და შავი ზღვის რეგიონის გამოყენებით. ასევე, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ევროკავშირი დახარჯავს ფულს, რომ თბილისში ჰაერი გაუმჯობესდეს. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიხარჯება თანხები“.
თბილისში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტის დროს, პარლამენტთან, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართეს.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ დროდადრო შეიძლება გამოჩნდეს პრობლემები როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართაც. რადიკალიზმი იზრდება ქვეყანაში და ამას ყოველთვის მოჰყვება უმცირესობების დისკრიმინაცია. ასე აღიქვამს ევროპაც ამას“.
„არ გაგვიკვირდეს, რომ ახლა არ არის ძალიან დიდი შეტევა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობაზე, რადგან ისინი ამას ფართო კონტექსტში აფასებენ. შეგუებულები არიან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატია მარტივად ვერ განვითარდება. იქნება ხან ჩავარდნები და ხან აღმასვლა, ზოგი მიმართულებით - პროგრესი, ზოგი მიმართულებით - რეგრესი იქნება.
ევროკომისარი ასეთი ვითარებისთვის მზად არ იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ კონსენსუსი უნდა იყოს - როდესაც ევროკომისარი ჩამოდის, ის მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას არ ახმოვანებს, პირველ რიგში, უნდა იყოს ევროკომისიის აზრი და მეორეც, არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია. საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსკლუზიური კომპეტენცია და მათ ვერც მოასწრეს რეაგირება, საელჩოების დონეზე მოხდა, მაგრამ არა მინისტრების დონეზე. ამიტომ, ევროკომისარიც დეტალურ პოზიციას ვერ გააჟღერებდა. თუმცა ჩანდა ტონალობა და მისი დამოკიდებულება, რომ ის იყო „ცუდად გაკვირვებული“ ამ მძიმე სიტუაციით, რომელიც დახვდა საქართველოში“.
ექსპერტი ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და იქ გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შეგვეძლო ბევრი მიმართულებით გვეჩვენებინა პროგრესი, თუმცა რეგრესი ვაჩვენეთ.
„მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გვეთვლებოდა პლუსად და ახლა გამოდის, რომ ამ კანონს თავად არ ვასრულებთ. მთავრობა ვერ იცავს დისკრიმინაციისგან სხვადასხვა ჯგუფს. დროდადრო შეიძლება, გამოჩნდეს რელიგიური უმცირესობების მიმართ პრობლემებიც; რომ მთავრობა ვერ არის ეფექტური მათი უფლებების დასაცავად, ასევე შეიძლება, ეთნიკური უმცირესობების მიმართ გამოჩნდეს პრობლემები, რომლებიც არ არის გადაჭრილი და ასე შემდეგ. რადიკალიზმი იზრდება ქვეყანაში და ამას ყოველთვის მოჰყვება უმცირესობების დისკრიმინაცია. ასე აღიქვამს ევროპაც ამას“.
ცნობისთვის, 6 ივლისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის რიგით მე-14 შეხვედრა. ევროკავშირის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე კონსტრუქციული დიალოგი შედგა. დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი.
ამ დიალოგს წინ უძღოდა თბილისის ცენტრში ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად დაგმეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებების ეფექტიანი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
ევროკავშირმა და საქართველომ ასევე განიხილეს უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები საქართველოში.
ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და მოუწოდა საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, და ასევე ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციისკენ მოუწოდა.
„ძალადობა რომ არაფერს შობს“, ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმაც განაცხადა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს და შეხვედრებიც 7 ივლისს დაიწყო თბილისში.
5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და „პოლიციის უმოქმედობა“ 6 ივლისს მდუმარე აქციით პარლამენტის წინ.
საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას