შვედეთის საელჩო: მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.

„შვედეთი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს ყველა სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით

საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო

ამერიკის საელჩო: მოვუწოდებთ სიმშვიდისა და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი

ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება