იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 10% ბავშვია. მისი თქმით, ყოველდღიურად საშუალოდ 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ არის, თუ შემთხვევები მოიმატებს, მაშინ საწოლების პრობლემა შეიქმნება.
"თამარ გაბუნიასგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კლინიკები, რომლებიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსიანი პაციენტების მიღებაზე მუშაობდნენ, ისევ დაუბრუნდნენ ამ რეჟიმს. ანუ ახლა მაქსიმალურად არის გამოყენებული პედიატრიული საწოლები და არცერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის არ არის. რა თქმა უნდა, პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს და იგივე იქნება, როგორც ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ აუცილებლად გვექნება ეს საწოლების პრობლემა. ეს მარტივად პროგნოზირებადია. 400-500 ინფიცირებული ბავშვი და მათგან ძალიან ბევრი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, “დელტა” ვარიანტის თავისუბურებას ვგულისხმობ, ამის მიღება ჰოსპიტალურ სექტორს ნამდვილად გაუძნელდება. თუმცა დღეისათვის ამის აუცილებლობა არ არის. თუ გადახედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეისათვის საქართველოში 1 400 საწოლია თავისუფალი, - განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შტამებიდან ამჟამად ყველაზე მძიმე ჩვენებები “დელტა” შტამს ახასიათებს. ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ინფიცირებულების 40%-ს სწორედ “დელტა” შტამი აქვს.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვაქცინაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის 60-70%-ის ორჯერადად აცრას კიდევ წელიწადნახევარი დასჭირდება.
ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს
რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია
ივანე ჩხაიძე: ორჯერ ვაქცინირებულებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის
ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის