ჩრდილოეთ ავღანეთში ასობით ავღანელი ჯარისკაცი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ავღანელ ჯარისკაცებზე დაყრდნობით, The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ორმა ავღანელმა ჯარისკაცმა მედიასთან ანონიმურად განაცხადა, რომ ყუნდუზის პირას მდებარე სამხედრო ბაზაზე დღეების გატარების შემდეგ, ავღანეთის არმიის მთელი კორპუსი ოთხშაბათს დილით ჩაბარდა „თალიბანის“ მებრძოლებს და მათ აღჭურვილობაც გადასცეს, უმეტესობა ამერიკული .
საერთო ჯამში, თალიბებმა ცხრა პროვინციის დედაქალაქი დაიკავეს.
ამავე თემაზე: ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ჯო ბაიდენმა ავღანელი ლტოლვილებისათვის $100 მილიონი გამოყოფის ნებართვა გასცა