დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, შესადარებლად, თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო.
როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემა აღნიშნულ ეპიდვითარებას ჯერ კიდევ უძლებს, თუმცა, "ყველაფერს თავის საზღვარი აქვს".
"დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს, ქვეყანაში ერთდროულად ინფიცირებულია 50 ათასი ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10%-არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ნაწილი, 20-25 პროცენტით მეტია, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დაახლოებით, ყოველი 50-ე და 60-ე ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია. ეს რეალობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა.
შესადარებლად, თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო, კადრები ყველას რომ გვახსოვს, რა ხდებოდა ამ დროს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაანონსდა და ძალაში ხვალ შევა, იმიტომ არის, რომ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის
კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა