გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს

გერმანია ქაბულის საელჩოში დასაქმებულთა რაოდენობას "აბსოლუტურ მინიმუმამდე" შეამცცირებს, - ამის შესახებ გრმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"ჩვენ უახლოეს დღეებში აბსოლუტურ მინიმუმამდე შევამცირებთ ქაბულში გერმანიის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას. ჩვენ გავგზავნით კრიზისული დახმარების ჯგუფს ქაბულში, რომელიც დაგვეხმარება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაში."- განუცხადა მაასმა ჟურნალისტებს.

მაასის თქმით, საელჩოს ადგილობრივ თანამშრომლებს გერმანიაში ჩასვლისთანავე მიეცემათ ვიზა "გამგზავრების პროცესის დასაჩქარებლად".

როგორც Deutsche Welle წერს, საელჩო ამ მომენტში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

იენს სტოლტენბერგი: NATO ავღანეთში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს

გაეროს გენერალური მდივანი "თალიბანს" თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის