იენს სტოლტენბერგი: NATO ავღანეთში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს

NATO-ს მოკავშირეებს სურთ, ავღანეთში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს "თალიბანს", თუ ისინი ქვეყანას ძალით აიღებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მას შემდეგ რაც NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დიპლომატები ავღანეთის საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები "ღრმად შეშფოთებულნი არიან თალიბანის თავდასხმით გამოწვეული ძალადობის მაღალი დონით, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებით, მიზნობრივი მკვლელობებითა და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევებით".

"თალიბანს" უნდა ესმოდეს, რომ ისინი არ იქნებიან აღიარებულნი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, თუკი ისინი ქვეყანას ძალით აიღებენ. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტლტენბერგის თქმით, NATO ავღანეთში დიპლომატიურ წარმოდგენილობას შეინარჩუნებს

"ჩვენ მიზნად რჩება ავღანეთის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების მაქსიმალური მხარდაჭერა. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია. NATO შეინარჩუნებს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ქაბულში და გააგრძელებს ქმედებებს საჭიროებისამებრ", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანმა" ავღანეთის რამდენიმე ქალაქი აიღო.

ამავე თემაზე:

გაეროს გენერალური მდივანი "თალიბანს" თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა

ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას

ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა

აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის