მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 600 ბრიტანელი ჯარისკაცი უნდა გაიგზავნოს ავღანეთში, რათა ბრიტანეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო მაშინ, როდესაც "თალიბანმა" დაიკავა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი, ასევე ქალაქები ღაზნი და ჰერატი.

როგორც ცნობილია, სამხედრო პერსონალი დაიცავს და დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, ავღანელ პერსონალსა და თარჯიმნებს გადაადგილებაში.

BBC-ის ცნობით, გასულ კვირას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს ურჩია დაეტოვებინა ავღანეთი.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის დაახლოებით 4000 მოქალაქე ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება.

ამავე თემაზე:

აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს

თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა

ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას

მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა