გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში "თალიბანს" თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ მოუწოდებს.
"ახლა შეტევის შეჩერების დროა. ახლა სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების დროა. ახლა დროა, თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, ან ავღანეთის იზოლაცია", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა "განურჩეველი თავდასხმების" გამო, განსაკუთრებით ჰელმანდის, ყანდაარისა და ჰერატის პროვინციებში.
"ბრძოლა "თალიბანსა" და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის იწვევს უზარმაზარ ზიანს. საავადმყოფოები სავსეა. საკვები და სამედიცინო მარაგი მცირდება. განადგურებულია გზები, ხიდები, სკოლები, კლინიკები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ყოველდღიურად, კონფლიქტი უფრო და უფრო დიდ ზიანს აყენებს ქალებსა და ბავშვებს. ურბანული კონფლიქტის გაგრძელება ნიშნავს ხოცვა-ჟლეტვას - სამოქალაქო პირები გადაიხდიან ყველაზე მაღალ ფასს", - განაცხადა გუტერეშმა.
ამავე თემაზე:
ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას
ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
მედია: „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა
მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა
აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის
მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის