საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი განმარტავს, რატომ ვერ დაბრუნდნენ ამ დროისათვის ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები და როდის შეძლებენ ისინი ქვეყანაში ჩამოსვლას.
მისივე თქმით, თურქულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან, საიდანაც პარტნიორები უზრუნვეყოფენ მათ საქართველოში ჩამოყვანას.
ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან.
,,ქაბულის აეროპორტიდან შეთანხმებული გვქონდა რეისი ჩვენს პარტნიორებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული რეისი გამოფრინდა მათ გარეშე, ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად გვქონდა დასტური. ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი", - განაცხადა ღვთისიაშვილმა.
ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.
გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საელჩოს პერსონალი უკვე გაიყვანა.
ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ
ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს
საქართველო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს