კანადა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას არ აპირებს

კანადა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მისი თქმით, ,,თალიბანმა" კანონიერად არჩეული დემოკრატიული მთავრობა შეცვალა.

„კანადა არ აპირებს „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას. მათ ძალის გამოყენებით აიღეს ძალაუფლება და კანონიერად არჩეული დემოკრატიული მთავრობა შეცვალეს“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს

,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე

იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის