The Washington Post-ი: აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა, რათა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს აღნიშნულ თანხებზე წვდომა არ ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, საუბარია მილიარდობით დოლარზე. როგორც გაზეთი The Washington Post-ი იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მიიღო.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს

სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებს

,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე