ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა

ავღანეთის პრეზიდენტი, რომელმაც ,,თალიბების" მიერ ქაბულის აღების შემდეგ, ქვეყანა დატობვა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.

CNN-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულის საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აშრაფ ღანი და მისი ოჯახი სწორედ ამ ქვეყანაში იმყოფებიან.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შეუძლია დაადასტუროს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები მიესალმება პრეზიდენტ აშრაფ ღანის და მის ოჯახს“, - ნათქვამია უწყების მიერ CNN-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ,,თალიბებმა" ქაბული აიღეს, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

როგორც მან განაცხადა, მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით დატოვა ავღანეთი.

"დღეს მე აღმოვჩნდი რთული არჩევანის წინაშე. მე უნდა შევხვდე შეიარაღებულ ,,თალიბებს", რომელთაც სურთ შევიდნენ სასახლეში, სადაც მე ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცოცხლე მივუძღვენი მის დაცვას.

,,თალიბანმა" ნათლად განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, განახორციელონ სისხლიანი თავდასხმა მთელ ქაბულსა და ხალხზე. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მე გადავწყვიტე წასვლა" , - აღნიშნულია მის წერილში.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს

,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე

იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის