ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის, მთიანი ყარაბაღის თემაზე მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე განაახლოს

სომხეთი მზადაა, უმაღლეს დონეზე განაახლოს მოლაპარაკებების პროცესი მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებაზე, - ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე, ახალი კაბინეტის პროგრამის პრეზენტაციისას.

"ეუთოს "მინსკის ჯგუფმა" არაერთხელ განაცხადა მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკების პროცესის სრულად აღდგენის აუცილებლობა. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებებს და პოზიციას და მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში უმაღლეს დონეზე",- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა .

ამავე თემაზე:

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარები გაიყვანოს

ნიკოლ ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება

ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთმა უნდა შეცვალოს აგრესიული პოლიტიკა სომხეთის მიმართ

ვლადიმერ პუტინი: ყარაბაღის სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს