"წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში", - ამის შესახებ.დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) სოციალურ ქსელში წერს.
არქიმანდრიტი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება.
"როგორი ქაოსი, პანიკა და შიში სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ყველას შეგვეხო პირდაპირ, თუ ირიბად, ყველა შეგვაშინა და დაზაფრულები ვართ. ამ ბოლო მოვლენებმა დამანახა, რომ ყველა ვირუსზე, ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა. ყველაზე დაუნდობელი. არა შეწყალება, არა თანაგრძნობა და რაც უმთავრესია - არა სიყვარული.
წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში.
სადაც სიყვარული არ არის, სადაც მოწყალება და თანაგრძნობა არ არის, იქ მხოლოდ ბოროტია. არც წამლის დეფიციტი დაგვღუპავს და არც წყლის, არც ნავთობის, არც ხორბლის, არამედ დეფიციტი სიყვარულისა. რასაც მთელი სამყარო განიცდის დღეს..
არანაირი ვირუსი ისე არ დაგვაზიანებს როგორც გაბოროტებული ადამიანი. სიყვარულის დეფიციტი, აი, ეს არის ყველაზე დამღუპველი ვირუსი, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს!
ღმერთმა გვიშველოს ყველას. ღმერთი არის სიყვარული!"
ამავე თემაზე:
91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცნით აიცრა
დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში
მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად
მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია
ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის