დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია. მისი თქმით, შესაძლოა, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.
პაატა იმნაძე კახელებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"კახელებს ვთხოვ ერთს. როგორც ყოველთვის, ახლაც გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები. მესმის ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რთველი ჩაატარეთ კარგად და მერე იქეიფეთ, იქნებ მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყოს" - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო 24 საატში, საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.
საკოორდინაციო საბჭო შემზღუდავი ღონისძიებების გაფართოების საკითხს ხვალ განიხილავს
საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა რეგიონებშიც მიმდინარეობს
თამარ გაბუნია: იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, ჩვენი მიზანია, დღეში 35-40 ათასი აცრა ჩატარდეს
პაატა იმნაძე: პიკი უკან დაიხევს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე