დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეუძლია საკოორდინაციო საბჭოზე მივიდეს და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქ იმსჯელონ. ამის შესახებ მან ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
,,უაღრესად პატივმცემელი ვარ ამ ინსტიტუტის. ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი განვითარების ღერძი. პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს. მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს, მას აქვს უფლება საკოორდინაციო საბჭოზე [ყოფნის] და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები", - აღნიშნა გამყრელიძემ.
კითხვის პასუხად, გამყრელიძე აღნიშნავ, რომ სახალხო დამცველს შეუძლია რეკომენდაციები მოისმინოს ყველა საკითხთან დაკავშირებით:
,,ყველაფერთან დაკავშირებით, მარტო არჩევნებთან დაკავშირებით არა, ზოგადად, ეპიდსიტუაციასთან, ქვეყანაში პროცესის მიმდინარეობასთან და ა.შ. სჯობს იქ იყოს დებატები, ვიდრე ახლა ჩვენ საჯაროდ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვინ მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ, რა, თავი", - ამბობს გამყრელიძე.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.
ამავე თემაზე:
საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს
ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო
რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება
ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის